ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს სალომე ზურაბიშვილს. ერთობლივად ხელმოწერილი მისალოცი წერილის ასლი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. „ნება მოგვეცით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. საპარლამენტო სისტემაზე სრულად გადასვლისაკენ მიმართული ცვლილების დასრულების აღსანიშნავად ეს ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსათვის. Читать дальше...
30 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში ტალინში ესტონეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 80:73. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 23 ქულა მოუტანა ნაკრებს. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა საბერძნეთი, შემდეგ მოდიან გერმანია და სერბეთი, რომელიც დღეს ისრაელთან დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას 3 დეკემბერს საქართველოს ნაკრები შინ სწორედ ისრაელთან გამართვას.
მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ამ დრომდე განხილული ოთხი საჩივარი, მათ შორის ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის შესახებ.
ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ იგი არასოდეს აღიარებს მეორე ტურის არჩევნების შედეგებს, თუმცა გამორიცხავს მოვლენათა განვითარების ნებისმიერ ძალადობრივ სცენარს, რაც ქვეყანას სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენებდა. „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტ ოლგა ივშინასთან ინტერვიუში ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ კვირას დაგეგმილი მიტინგი იქნება მშვიდობიანი. „უბრალოდ მსურს დავინახო, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას. Читать дальше...
არგენტინაში გაიხსნა მსოფლიოს ლიდერების „დიდი ოცეულის“ ყოველწლიური შეხვედრა, რომლის ფონია რუსეთთან მწვავე დაპირისპირება უკრაინული გემების ხელში ჩაგდების გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ქერჩის კრიზისის გამო მან გააუქმა დანიშნული ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. სამიტი გახსნა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, მაურიციო მაკრიმ, რომელმაც მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა მხარი აუჭირონ საერთაშორისო თანამშრომლობას და მულტილატერალიზმს.
„საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პატივი მაქვს დიდი სიამოვნებით გადმოგცეთ გულწრფელი მოლოცვა. გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო მიიღოთ ჩემი მოწვევა პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით შესაძლო უახლოეს ვადაში“, - ნათქვამია მილოცვაში, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით. ანჯეი დუდა იმედოვნებს, რომ ნაყოფიერი პოლონურ-ქართული მეგობრობა კვლავაც დინამიურად განვითარდება და სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. Читать дальше...
„ჩვენთვის არსებითად სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოში. გვესმის, რომ ეს არ აისახება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ურთიერთობებზე."
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინული სამხედრო გემებისა და მეზღვაურების შეპყრობა ანექსირებული ყირმის ნაპირზე შავ ზღვაში. კანადის, საფრანგეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იაპონიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გაუმართლებელია უკრაინული გემების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალი გამოყენება. მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, რათა გაათავისუფლოს დაპატიმრებული მეზღვაურები და უზრუნველყოდ ქერჩის ყურეში თავისუფალი ნაოსნობა. Читать дальше...
ინციდენტი მოხდა ორგანიზაციაში “არა ნაციზმს” რომელსაც უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ხელმძღვანელობს. “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი დაინტერესდა მათი დაფინანსების წყაროებით, რა დროსაც ნანა კაკაბაძემ მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირიკლი კობახიძე ამბობს, რომ არასერიოზულია საუბარი პრეზიდენტის სასახლის პრივატიზებაზე. „რა თქმა უნდა, დარჩება სახელმწიფოს ბალანსზე, ხოლო, თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული, ამაზე გადაწყვეტილებასმივიღებთ საჯაროინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ლაშა ქველაძემ ("ნაციონალური მოძრაობა") და ბესიკ დონაძემ ("ევროპული საქართველო") პროტესტის ნიშნად დატოვეს საჩივრების განხილვის პროცესი, რომელიც ახლა 22-ე საოლქო კომისიაში მიმდინარეობს. ლაშა ქველაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედი არ აქვს, რომ კომისია მათ საჩივრებს დააკმაყოფილებს. "საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მარნეულში ჩატარდა არადემოკრატიულ და არასამართლიან გარემოში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ამომრჩეველზე ზეწოლით. კენჭისყრის დღეს ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა"... Читать дальше...
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც არ გააჩნია დემოკრატიული მანდატი, მიღებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. „ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, ზეწოლა, მოსყიდვა, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კრიმინალურ სამყაროსთანშეკვრა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევა. ყველა ეს პრობლემა და მისი მასშტაბი მიუთითებს იმას, რომ არჩევნების მეორე ტური ვერ ჩაითვლებამოქალაქეების თავისუიფალი... Читать дальше...
„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე, შესაბამისად, პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში არ მიიღოს ორგანიზაციული მონაწილეობა. თუმცა ვართ სრულად სოლიდარული იქ პროტესტის გამოსახატად მიმსვლელი თითოეული ადამიანის მიმართ, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად მასში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა „ევროპულის საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. Читать дальше...
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 410-მდე საჩივარია შესული.
ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, თალიბანის ორ ფრაქციას შორის დაპირისპირებისას ათეულობით მებრძოლი დაიხოცა ქვეყნის დასავლეთში. ჰერათის მთავრობის წარმომადგენლის, ჯილანი ფარჰადის თქმით, სულ მცირე, 28 თალიბი იქნა მოკლული და 25 დაჭრილი შინდადნდის რაიონში შეტაკებისას 30 ნოემბერს. ჰექმათულა ჰექმათმა, რომელიც რაიონს განაგებს, განაცხადა, რომ შეტაკება მოხდა თალიბანის ლიდერის, მოლა ჰაიბათულა ახუნდზადას მომხრეებსა და მოლა რასულის მიმდევრებს შორის. რასულის ფრაქცია თალიბანის მთავარ რაზმებთან ბრძოლას აწარმოებს 2015 წლიდან. Читать дальше...
ნასერ ორიჩი, რომელიც 1990-იან წლების ომში სრებრენიცის დაცვაში მონაწილეობდა და ომის დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, გაამართლეს. ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამართლომ, სარაევოში მიიღო გადაწყვეტილება 30 ნოემბერს. მოსამართლე ტიჰომირ ლუკესმა გამოაცხადა, რომ ნასერ ორიჩი და მისი თანამებრძოლი, საბაჰუდინ მუჰიჩი, ტყვეების მიმართ ომის დროს ჩადენილ დანაშაულში ბრალდებისგან განთავისუფლდნენ. სასამართლომ გაამართლა ორივე ბრალდებული, რომ მათ სამი სერბი ტყვე მოკლეს 1992-1995 წლების, ბოსნიის ომის დროს. ორიჩი ბევრი ბოსნიელისთვის... Читать дальше...
რა მოსდის ხელოვნებას, როცა ის მრავაწლიანი წნეხის და ცენზურის შემდეგ სამიოდე წლით თავისუფლდება?
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ხობსა და აბაშაში. ოთხივე მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარმა სახურავი გადახადა რამდენიმე შენობას როგორც ჩხოროწყუში, ისე აბაშაში, ხობსა და ზუგდიდში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, დათო გოგუას, განცხადებით, სოფელ ლესიჭინეში მაღალი ძაბვის ბოძს ხე დაეცა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ ორი სოფლის მცხოვრებთ. მისივე თქმით, ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა სიძველის გამო დაზიანებულ შენობებს... Читать дальше...
მოსკოვში გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით „დსთ-ს ურთიერთმოქმედების როლი“, რომელშიც რუს, აფხაზ, ოს და დნესტრისპირელ დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის დაბლობის ობსერვატორიის ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე მოიმატებს და იქნება 33 მეტრი წამში, რაც სტიქიის კვალიფიკაციით ხასიათდება. ქუთაისში ამ დროისთვის ძლიერმა ქარმა სახურავი 15 კორპუსს გადახადა. ასევე სახურავი გადახადა კადეტთა კორპუსის შენობას. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ხელმძღვანელი ავთანდილ ქვაჩაკიძე აცხადებს, ძლიერი ქარი ხვალ დილამდე შენარჩუნდება.
საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 ვაჟია, - 40 - გოგო. რამდენიმე ასეულს გადააჭარბა იმ ბავშვების რიცხვმა, ვინც შიდსის გამო მშობლები დაკარგა და მათი უმრავლესობა ბებიებისა და ბაბუების მზრუნველობის ქვეშ დარჩა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, გუგლისგან მიიღო შეტყობინება, რომ სახელმწიფო ცდილობს მისი ელექტრონული ფოსტის გატეხას. „სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დამიკავშირდნენ საგამოძიებო ორგანოები და ცდილობენ ამ ამბის გარკვევას. ამბობენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ“, - წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მიერ შეტანილი... Читать дальше...
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის სასახლის მომავალ ფუნქციასთან დაკავშირებით სამ ვარიანტს განიხილავს - ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი"(IPN) იუწყება. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტია რესპუბლიკის სასახლედ გამოცხადება და უცხო ქვეყნების უმაღლესი პირების მისაღებად წარმომადგენლობით სასახლედ გარდაქმნა. განიხილება პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსებაც, თუკი ბათუმიდან თბილისში გადასვლას მოითხოვს თავად საკონსტიტუციო სასამართლო. მესამე ვარიანტი ამ შენობის პრივატიზაციაა. სააგენტოს ცნობით... Читать дальше...
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მიერ შეტანილი სარჩელი გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა სასამართლოს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მიმართა. „დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ დაგეშილ... Читать дальше...
თბილისში, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალი NEWON ჩატარდება. ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიჯეები დაუკრავენ. ღონისძიება ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე მდებარე “ელექტროვერკის” სივრცეში გაიმართება. დედაქალაქის მერის მრჩეველმა კულტურის საკითხებში, სოფო ხუნწარიამ განაცხადა, რომ ფესტივალი ყოველ წელს, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. “ფესტივალი არის ახლად დაფუძნებული. აქ საუბარია, რომ ყველა ქართველი არტისტი, რომელსაც აქვს […]