Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

წალენჯიხის სერვისების სამსახურის უფროსი მივლინებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია ადასტურებს, რომ მივლინებაშია. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 9 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მივლინებით იმყოფება თბილისში, სააგენტოს გლდანის ოფისში. არკადი ფიფიას თქმით, მას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა თანამშრომლების მსგავსად, მივლინებები ხშირად აქვს და ამაში უჩვეულო არაფერია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირადობის ყალბი მოწმობები სავარაუდოდ, წალენჯიხაშიც იბეჭდებოდა, არკადი ფიფიას თქმით, ამ საკითხზე განცხადება უკვე გააკეთა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 20 ნოემბერს განაცხადეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლისგან მიღებული ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად იბეჭდება პირადობის ყალბი მოწმობები. არასამთავრობო ორგანიზაციების წყაროს თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება და იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე და მათ მოვალეობას ამჟამად ასრულებენ მანუჩარ ნაჭყებია და გვანცა მენაფირე.


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უწოდა უპასუხისმგებლო და გაუგონარი ცილისწამება. გიორგაძის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციების მიერ დასახელებულ ტერიტორიულ ორგანოებში ბიომეტრიული დოკუმენტები საერთოდ არ იბეჭდება, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არსებობს სამი საბეჭდი ცენტრი, სადაც ხდება ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაცია.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა დღეს, 21 ნოემბერს განმარტა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ეხებოდა იმას, თუ რა ტიპის პირადობის მოწმობებზეა საუბარი. „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ორ ადგილთან დაკავშირებით - წალენჯიხა და გარდაბანი. დანარჩენ ადგილებში რა ხდებოდა, არ ვიცი. საუბარია იმაზე, რომ ძველი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა შესაძლებელია რეგიონებშიც“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა გიგაურმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus