ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ 21 ივნისს კვლავ მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უცენზურო სიტყვებით რუსულ ენაზე.
„ვიცი, რომ საქართველოს უდიდესი ნაწილი იმავეს ფიქრობს ვლადიმირ პუტინზე, რასაც მე“, თქვა მანამდე გაბუნიამ და აღნიშნა, რომ ის ტოლობის ნიშანს არ სვამს პუტინსა და რუს ერს შორის.
გაბუნია შეეხო ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავიდან იქნა აცილებული მისი ლიკვიდაცია.
„მე ვთვლი, რომ ვარ ძალიან დიდი, სამშობლოს ერთგული ქართული არმიის ერთი რიგითი ჯარისკაცი, სიტყვის ჯარისკაცი. Читать дальше...