ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე 3.14 მლნ ლარად გასხვისდა. „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად ₾3.2 მლნ-ად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დაწია. აუქციონზე ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა – 154 „ბიჯის“ შემდეგ ქონება 3.14 მლნ ლარად მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა. ჩუბინიძე რამდენიმე კომპანიის მეწილეა, მათ შორის „ლიონ დეველოპერის“. ...
ირანისადმი ნდობა არ არსებობს, ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს დრონები არ მიჰყიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. “ირანი აწვდის მათ დრონებს, ეს მათი ფულადი გარიგებაა. აი ასეთია სისხლიანი ფული, რომელსაც ირანი იღებს. მათ შეიძლებს თქვან: “ჩვენ არაფერი არ აგვიღია, გვაჩვენეთ ფინანსური გაანგარიშებები”… ჩვენ კონკრეტიკას ვამბობთ – ირანმა გადასცა დრონები, რომლითაც ...
სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგომ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა. ის სახლში იყო გაწერილი, თუმცა წუხელ სისხლდენა დაეწყო, რა დროსაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. 23 წლის გოგო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გლანდების ოპერაცია კლინიკა “გიდში” ჩატარდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპერაციამდე პაციენტს ჩაუტარდა... Читать дальше...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, 100%-ით გამორიცხავს. „თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს. ასე თუ ისე ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს. რაც შეეხება ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ვიცნობ რა ...
ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას და არ გვინდა, სანქციების საკითხზე მეტად შევიდეთ პოლემიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სამწუხარო მოვლენაა, ამაზე კომენტარი არაერთხელ უკვე გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას, ისინი არიან ომის მდგომარეობაში და არ გვინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე მეტად შევიდეთ ...
თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს [უკრაინის] გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ...
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები კვლავ აგრძელებენ ხერსონის ოლქის ტერიტორიების დატოვებას, მათ შორის მათ უკვე მთლიანად გაათავისუფლეს ჩარივნისა და ჩკალოვის დასახლებები. “რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული ნაწილები კვლავ აგრძელებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას. ამავე დროს, გახშირდა ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვისა და მაროდიორობის შემთხვევები. არსებული ინფორმაციით, მტერმა სრულად დატოვა ჩარივნისა და ჩკალოვის დასახლებები. ბერისლავიდან ოფიცრები ...
როცა საქმე ჩვენი საყვარელი რომანების ეკრანიზაციას ეხება, შეუძლებელია, გულგრილები ვიყოთ. ადაპტაციებზე საუბარი “ბეჭდების მბრძანებლით” უნდა დავიწყოთ. ჯ.რ.რ ტოლკინის ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია და პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ეკრანიზაცია, რომელმაც ოსკარის 30 ნომინაცია მოიპოვა. ეს ტრილოგია არავის ტოვებს იმედგაცრუებულს და 20 წლის შემდეგაც კი მაყურებლის ფავორიტია. თომას კენილის რომანი “შინდლერის სია” და სტივენ სპილსბერგის ამავე სახელწოდებით გადაღებული ...
უკიდეგანო კოსმოსში უთვალავ, ბრჭყვიალა ვარსკვლავებს შორის, ზოგი იმდენად ძველია, რომ სამყაროს გარიჟრაჟიც იხილა, ზოგი კი ისეთი ახალგაზრდა, რომ დედამიწის ყველაზე მძლავრ ტელესკოპებსაც კი არ შეუძლიათ მათზე დაკვირვება. მაგრამ შესაძლებელია თუ არა იმის ცოდნა, თუ რომელი ვარსკვლავია ყველაზე ახალგაზრდა და რომელი ხანდაზმული? შეუძლებელია, დაზუსტებით ვთქვათ, რომელი ვარსკვლავი დაიბადა ყველაზე გვიან, რადგან მათი წარმოშობის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, ...
ვაკის პარკის ტრაგედიის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის დედა ანა შოშიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ოჯახის ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ მარიტამ თავი მეგობრებისთვის გაწირა. მოზარდის დედა მადლობას უხდის ყველას, ვინც მათი ტკივილი გაიზიარა. “ჩვენი პატარა ანგელოზი, ჩვენი მარიტა, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი… ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა... Читать дальше...
მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის უშიშროებამ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ქართული კვალი “დაინახა”, საქართველოში ახალ საფრთხეზე ლაპარაკობენ. რას ნიშნავს რუსეთის ბრალდება საქართველოსთვის, რა ხდება ქართულ პოლიტიკურ ველზე, როდესაც მსოფლიო ბირთვული დაპირისპირებისთვის ემზადება და როგორია ჩვენი სამოქალაქო თავდაცვის რესურსები, ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვესაუბრა: – ჩემი ვერსიით, პუტინს უკრაინაში სარაკეტო დარტყმისთვის სპექტაკლის დადგმა სჭირდებოდა. ბასტრიკინის ...
თვითმმართველობის საკითხი ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია ჩვენი მომავლისთის. თუ გვინდა დემოკრატია, ევროპულობა და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება ძლიერი რეგიონები – არ იქნება ძლიერი რეგიონები და არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საქართველო!- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და პოლონელ, ამერიკელ, კანადელ... Читать дальше...
ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ბინაში 75 წლამდე ასაკის ქალი იმყოფებოდა. ის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას სამედიცინო კვლევები უტარდება. კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შენობა შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება.
„ჩვენი მთავარი მიზანი სვანეთში არაფორმალური განათლების დანერგვა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაა“, – ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია „მიშგოვ ლარდას“ მმართველი ბორდის თავმდჯომარე მარიამ მერლანი. მიშგოვ ლარდა სვანურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც ჩემი ადგილი. ეს ახალგაზრდული ორგანიზაცია 2020 წლის მარტში დაარსდა და იგი მთლიანად ორიენტირებულია ზემო სვანეთში მცხოვრებ ახალგაზრდებზე. „სვანეთის ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში მოსწავლეებს უამრავი პრობლემა ექმნებათ. არ ...
ბორის ჯონსონმა შვებულება შეწყვიტა და დიდ ბრიტანეთში გაფრინდა. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ჯონსონი პრემიერის პოსტზე დაბრუნებისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ბორის ჯონსონი შვებულებას ოჯახთან ერთად კარიბებზე ატარებდა. დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს ოფიციალური განცხადება პოსტზე დაბრუნების შესახებ არ გაუკეთებია, თუმცა უკვე მოიპოვა ათობით კონსერვატიული დეპუტატის მხარდაჭერა. თუმცა, პრემიერმინისტრის ასარჩევად კანდიდატმა თემთა პალატაში კონსერვატიული პარტიის წევრების მინიმუმ 100... Читать дальше...
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მტრული აქტი იქნება, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა. იაპონიის პრემიერი ვლადიმერ პუტინის მუქარას ღრმად შემაშფოთებელ ფაქტად აფასებს. „რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის აქტი, არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს სადავო ცვლილებები ქვეყნის მაუწყებლობის შესახებ კანონში და იმუშაოს დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიმუშაოს მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც სარგებლობს ინდუსტრიის ფართო მხარდაჭერით, – ამის შესახებ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” სტატიაშია აღნიშნული, რომლის სათაურია : „საქართველოს მაუწყებლობის კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ცენზურის შიშს აჩენს“. „კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ცვლილებების პაკეტი აუცილებელია საქართველოს... Читать дальше...
ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი უკვე დადო. ახალი მთავრობის ფორმირებამდე რამდენიმე საათით ადრე, 45 წლის მელონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ერთხმად სთხოვეს პრეზიდენტ სერჯიო მატარელას, მისთვის ქვეყნის მართვის მანდატი მიენიჭებინა. ჯორჯია მელონიმ იტალიის ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მეორე ...
რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც ერმაკი-მაკფოლის სახელით არის ცნობილი, რუსეთის 166 იდეოლოგის წინააღმდეგ საერთშორისო სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. სიაში შედიან მედია საშუალებების ხელმძღვანელები თინა კანდელაკი, მარგარიტა სიმონიანი, დიმიტრი კისელიოვი, ასევე, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ირინა ალეგროვა, დიმა ბილანი, ნიკოლაი ბასკოვი, სერგეი ბეზრუკოვი, ფილიპ კირკოროვი და სხვები. ასევე, „შავ... Читать дальше...
ირანი შესაძლოა, დამატებით უპილოტო თვითმფრინავებს აგზავნის რუსეთში, რათა დაეხმაროს რუსეთის ძალებს უკრაინაში სამიზნეების დარტყმაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „რუსეთმა მიიღო ათობით ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი ირანისგან“, – აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მუშაობს უკრაინაში თავდასხმების მოგერიების გასაძლიერებლად. „ჩვენ აღვკვეთთ, უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ვაჭრობას, სადაც ვიპოვით და აღმოვაჩენთ. ...
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ თვითმხილველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ადგილზე მყოფი პირების ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარში, სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები ფიგურირებენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეტადონის პროგრამის ცენტრია. „ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე. ჩხუბის ხმა არ გამიგია. მეტადონის ცენტრი რომ მანდ არ იყოს, უკეთესი იქნება. იქ სულ ჩხუბია“ , – განაცხადა თვითმხილველმა. ...
პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი – დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. მომხდარის გარემოებები ზუსტდება.
2022 წლის 12 სექტემბრის ჩანაწერი