ვხედავთ, რომ გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბუნებრივია, ამას საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს. “ეს არის არჩევნების მიმართ შიშის გამოხატულება, ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს წინა წლიდან, 2020 წელსაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა, ამჯერადაც დაიწყო ნინო ლომჯარიამ... Читать дальше...
ოფიციალური ვიზიტის დროს უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის არაფორმალურ შეხვედრას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ის განცხადება, რომელიც შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა არის მწვავე სიგნალი ხელისუფლების მისამართით, რომ თუკი მათი მხრიდან არ შესრულდება 19 აპრილის შეთანხმება, მაშინ მოსალოდნელია სანქციები. “ქართულმა ოცნებამ”, არა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ”, ოპოზიციამაც ხელი არ მოაწერა მოგეხსენებათ. ჩავიდინეთ იმდენად ...
“ქართული ოცნება არჩევნების გადადებას რომ არ განიხილავს, ეს სახელმწიფოსთვის დრამატულად ცუდია. ოპოზიციისთვის პოლიტიკურად კარგია, რადგან ასეთი ხისტი მიდგომით ხელისუფლება მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას არჩევნებამდე ყველა დაკარგულ სიცოცხლეზე. ეს უნდა ითქვას ნათლად და ცალსახად. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ფასეულობა არა ადამიანი, არამედ ძალაუფლებაა….” წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
პოლიტიკური პროცესის შეჩერების სურვილი აქვს მხოლოდ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც ის სტრატეგიული გეგმა, რასაც დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარების განვითარება ჰქვია, არ გამოუვიდათ, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გამჟღერებელი გარე სპიკერები მომრავლდებიან, მათ შორის არის სახალხო დამცველიც,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე. ...
ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების გადადება ეს არის ოპოზიციის სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემა, აჩვენებს, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პარტია მზად არის ყველა ვარიანტისთვის, რადგან უპირველეს ყოვლისა მათ ინტერესში ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. „ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ ხელისუფლებამ უნდა ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან შეხვედრას, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. “ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, ...
Before you begin composing your essay, it’s important to know what sorts of essays are suitable in universities, and this report will answer that particular question. We are going to discuss essay classes which are approved in elementary and secondary schools, as well as the main types of essays that are accepted in college. In ...
“დღეს გავიგე, რომ ჟანგბადის იმპორტს ველით თურმე აზერბაიჯანიდან, რადგან ჟანგბადი არ ჰყოფნით პაციენტებისთვის ! შარშან არ იყო, ჟანგბადის საწარმოებლად დანადგარები შემოვიტანეთო (მაშინაც დაგვიანებით) და მერე თვეების შემდეგ ძლივს გამართეს და ეს ამბავი ნათელა თურნავამ ზარზეიმით გვამცნო ? ახლა, სად არის ეს დანადგარები ? გაფუჭდა ? თუ, უბრალოდ არასაკმარისი აღმოჩნდა სიმძლავრე ? და თუ არასაკმარისია, რატომ ...
„უღირდა ხელისუფლებას ამად? როგორც ჩანს, პოლიტიკურად უღირდა“,- განაცხადა CNews-თან პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გუშინდელ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, არჩვები უნდა გადაიდოს. ჩარკვიანის თქმით, ლომჯარიას ეს განცხადება არ მოეწონა, რადგან არჩევნების გადადება ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს. „პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკურად არ მომეწონა ...
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად წელს კიდევ ერთხელ დაასახელა. World’s Best Consumer Digital Banks in Central & Eastern Europe 2021- ის ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე ქვეკატეგორიაში დასახელდა საუკეთესოდ. ესენია: პროდუქტების ონლაინ შეთავაზება, ციფრული გადახდები და განაცხადები, ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი და საკრედიტო ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რა რეფორმებზეც 19 აპრილის შეთანხმებით არის საუბარი. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ის მიმართულება, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მითითებული, იქნება საბოლოოდ შესრულებული. „გუშინ პრემიერ-მინისტრს ...
„ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ბადრი ჯაფარიძე წარადგინა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიბილაშვილს კონკრეტული ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნება. „.ლელო“ შეიქმნა, რათა მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ სახეებს, პროფესიონალებს, რადგან ამ ქალაქს, ამ ქვეყანას სჭირდება მიზანი, გადატვირთვა, ახლებური გააზრება, ...
სალონიკში 56 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი თავისივე ბინაში მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა, 56 წლის კაცმა მოკლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. მოკლულს სხეულზე მუშტებით მიყენებული სისხლჩაქცევები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. შემთხვევამდე მეზობლებს ბინიდან ჩხუბისა და ცემის ხმა ესმოდათ, რომლის დროსაც ქალი ...
აცრა კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე შეგიძლიათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა. მისი თქმით, ჯანმო იძლევა რეკომენდაციას, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები მაშინვე აიცრან, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. „კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანები იმუნიტეტს იძენენ, თუმცა ეს იმუნური პასუხი განსხვავდება სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში და დამოკიდებულია იმაზე, მსუბუქი ფორმით იყავით დაინფიცირებული თუ მძიმე ფორმით. ბევრი... Читать дальше...
საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში 4 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა.