„იმედი“ GORBI-ის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 8,7%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ლელო“ – 3.4 % „ევროპული საქართველო“ – 3.3 % „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- ...
“ტურიზმის შეჩერება ამ ზაფხულის სეზონზე დიდ დარტყმას გამოიწვევს”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. “ჩვენ განვიხილეთ ძალიან დეტალურად ყველა შესაძლებლობა. კვლავაც ვჯერდებით იმაზე, რომ დარგების ჩაკეტვა, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო-სასტუმროს ბიზნესის გაჩერება, ამ ზაფხულის სეზონზე გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას ძირითადად ცალკეულ ოჯახებზე, ვინც ჩაბმულია ამ საქმიანობაში და ეს არის ისეთი დარგები, ...
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, თავის ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1985 წელს დაბადებული, წარსულში ...