საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს – მეუფე ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის შეხვედრა 2 აგვისტოს შედგა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს. „მეუფემ მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მიერ ბოლო 4 წლის მანძილზე... Читать дальше...
ეს მუნიციპალური არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურია, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ერთ-ერთ ტყუილებით გაჯერებული. უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ, არ ვიცი, – ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს უსმენს. „არ მომისმენია, თუმცა წავიკითხე, მომიყვნენ. რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი. დიდი ეჭვი მეპარება საერთოდ მის ავთენტურობაში. ...
დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გამორიცხავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში პარტნიორებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნა სთხოვა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. Читать дальше...
“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს. წერილში ინაშვილი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის განწყობა, თუმცა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან მიმართებაში მხოლოდ ილუზიას ქმნის. “თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო! აღნიშნული წერილის ავტორები, რომლებიც... Читать дальше...
თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის, – ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა. როგორც ილვესი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა უწყვეტად საუბრობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, ისე იქცევა, რომ ამ კავშირებში გაწევრიანება არ მოხდება. „ვფიქრობ, პრობლემის სათავე იმაშია, რომ აცხადებ, გსურს ტრანსატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ...
საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები ათენის ჩრდილოეთით, რადგან ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია. მედიის ცნობით, ცეცხლმა ათენის თავზე კვამლის უზარმაზარი ღრუბელი შექმნა. ”ეს არის ძლიერი ხანძარი და დიდი ძალისხმევა დასჭირდება მის კონტროლს”,- განუცხადა ათენის უფროსმა გუბერნატორმა სახელმწიფო ტელევიზიას ERT-ს . ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარს ...
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცვლილებებს ემხრობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც IRI- ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. ბოკუჩავას თქმით, 26 პროცენტი არის მხარდაჭერის ის მაქსიმუმი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. „ეს 26 % ემთხვევა ადამიანთა იმ რაოდენობას, რომელიც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში. ეს არის ის აბსოლუტური მაქსიმუმი მხარდაჭერის, ...
ამ არჩევნებზე ალბათ, დაიწყება „ნაცმოძრაობის“ ნელ- ნელა გასტუმრება ოპოზიციიდანაც – უკვე მომწიფდა სიტუაცია, როცა აუცილებელია გამოიკვეთოს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ჩაანაცვლებს დესტრუქციულ ძალას ოპოზიციაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დეესკალაცია შემცირებულიყო და ამას ამომრჩეველი სწორად შეაფასებს. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოებამ ...
“პატრიოტთა ალიანსი” ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების განსამუხტად მიმართავს. წერილს თან, 42 ადამიანის ხელმოწერა ერთვის. “დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. დიახ, ჩვენ მზად ვართ, რომ დიალოგი იყოს ჩვენს დონეზე. ამ წერილს ხელს ძალიან გავლენიანი ხალხი აწერს. თუ მკითხავთ, ჩავალ თუ არა მოსკოვში და მივიღებ თუ არა მონაწილეობას სხვადასხვა ფორმატში, ...
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებს ასახავს, ოპოზიციური პარტიები აფასებენ. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, მსგავსი კვლევები, ხშირად მიკერძოებულია და კონკრეტული პარტიების დაკვეთას ასრულებს. “ხშირად, იმდენად მიკერძოებულია კვლევები, შეგიძლია გამოიცნო, რომელი პარტიის დაკვეთითაა ესა თუ ის კვლევა გაკეთებული. შარშან ამ დროს “გირჩი” საერთოდ არ იყო IRI-ს კვლევაში, 0% ამოდიოდა. მიუხედავად ...
ჩვენ არასდროს ვენდობოდით „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა. მისი თქმით, NDI და IRI „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ორგანიზაციების ჩატარებულ კვლევებს აქვეყნებენ. „ჩვენ პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან, პოლიკლინიკები “ფაიზერით” აცრას შეძლებენ. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მთავრობის დადგენილებაში გუშინ შევიდა. “გუშინ ღამით პრემიერის, მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, “ფაიზერის” ადმინისტრირების უფლება დიდ სივრცეებსა და პოლიკლინიკურ დაწესებულებებს ეძლევათ”, – აღნიშნავს გამყრელიძე. რაც შეეხება სოფლებში იმუნიზაციის მიმდინარეობას. როგორც მან ” ინტეპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სოფლებში... Читать дальше...
ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დღეს მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მან სამუშაო პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელი პრიორიტეტული ამოცანები დასახა, რომელთა შორის კომისიების კომპეტენციის საკითხის გაძლიერება და ინკლუზიურობისა და ჩართულობის მაქსიმალურ ზრდაა. ამასთანავე, როგორც ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, გამჭვირვალობის მეტად უზრუნველყოფის მიზნით ცესკოს დღევანდელი სხდომა და მომავალში სხვა სხდომებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. „დღეს კიდევ მექნება რამდენიმე შეხვედრა მთლიანად... Читать дальше...
3 აგვისტო, 2021- საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე სტუდენტური კამპუსები მოეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ქართველი მწერლები და რეჟისორები, მათთან ერთად ისაუბრონ ლიტერატურაზე, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა სფეროებზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას განივითარონ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოადგენს. “თუკი ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს. განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ყველანაირ თავშეყრის ადგილებზე. ასევე, ჩვენ საბჭოზე შევედით ინიციატივით, რომ ყველანაირ შეკრებაზე, ადამიანები მხოლოდ ორჯერადად აცრის შემთხვევაში იყვნენ დაშვებულები. Читать дальше...
3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა კიდევ 34 ინფიცირებული პირი. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1895პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge- ზე განახლდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -43 932, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, PCR ტესტით -28 674. სულ აცრილია – 523 466, დღიურად აცრილია – 16 677. კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირდა 428 670, გარდაიცვალა 5 910 ადამიანი, ხოლო ვირუსი დაამარცხა –388 893-მა პირმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება, განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა,” – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პრეზიდენტის განკარგულებაზე ხელი უკვე პრემიერ-მინისტრმაც მოაწერა.
მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ის ახალი კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, შეეცდება, რომ მოსახლეობას მის მიმართ არსებული სიყვარული უკან გაკეთებული „მაგარი საქმეებით“ დაუბრუნოს. „აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის არ ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს ...
პირველი პარტია, პოლიტიკური გუნდი იყო „ქართული ოცნება“, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიაა, „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად ჰქონდა მცდელობა, რომ ამ შეთანხმებას არ ჰქონოდა მომავალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის ...