Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დონალდ ტრამპი სასამართლოს თანამშრომლის შეურაცხმყოფელი პოსტის გამო დააჯარიმეს

პარასკევს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის მოსამართლის არტურ ენგორონის გადაწყვეტილებით ხუთი ათასი დოლარით დააჯარიმეს.



მოსამართლე ენგორონმა დაადგინა, რომ ტრამპმა დაარღვია ვალდებულება, რომელიც პოლიტიკოსს უკრძალავდა სასამართლოს თანამშრომლების შესახებ შეურაცხმყოფელ საუბარს მის წინააღმდეგ თაღლითობის თაობაზე გამართული სასამართლო პროცესის დროს.



სასამართლო პროცესი, როგორც Reuters-მა აღნიშნა, ტრამპის მიერ, მისი აქტივების ღირებულების თაობაზე შეცდომაში შეყვანის შესახებ წაყენებული ბრალდებების განხილვას უკავშირდება.


მოსამართლემ ექსპრეზიდენტს ჯარიმა დააკისრა იმის გამო, რომ სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომლის მისამართით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტი დარჩა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებსაიტზე, რომელიც ენგორონმა დამამცირებლად ცნო და მისი წაშლის განკარგულება მიიღო.


მოსამართლემ არ დაადანაშაულა რესპუბლიკელი პოლიტიკოსი უპატივცემულობაში, მაგრამ დაიტოვა უფლება ეს გააკეთოს მომავალში, ან თუნდაც პატიმრობაც შეუფარდოს დონალდ ტრამპს, თუ ის განაგრძობს აკრძალვის დარღვევას. ტრამპის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ საიტზე პოსტის შენახვა უნებლიეთ მოხდა.



სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. ვერდიქტის თანახმად, ტრამპი უკანონოდ ზრდიდა თავისი აქტივების ღირებულებას. გადაწყვეტილება ზემოხსენებულმა ნიუ-იორკის მოსამართლე არტურ ენგორონმა მიიღო.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus