Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მერცი: ევროპას სურს ძლიერი ნატო, იზიარებს აშშ-ის მიზანს ირანში ომის დასრულებაზე

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 9 მაისს განაცხადა, რომ ევროპას სურს იმუშაოს ნატოს ალიანსის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა აშშ-სთან, რომელიც ირანის ომმა გამოააშკარავა. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და მის ევროპელ, ნატოელ პარტნიორებს შორის დაძაბულობამ ნატოს მომავლის თაობაზე გააჩინა კითხვები. დაძაბულობა უკვე არსებობდა აშშ-ის მხრიდან ევროპის კრიტიკის ფონზე, მათ შორის თავდაცვის ხარჯების და იმიგრაციის საკითხების გამო - თუმცა ვითარება უფრო დაამძიმა გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების უარმა მხარი დაეჭირათ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვლის ბოლოს დაწყებული ომისთვის.

"ჩვენ ნამდვილად გვსურს ეს ალიანსი ცოცხალი შევინარჩუნოთ მომავლისთვის" - თქვა მერცმა სტოკჰოლმში, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მერცის თქმით, ალიანსის ევროპული საყრდენი შვედეთმა და ფინეთმა გააძლიერეს. "ვიცით, რომ არის აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა. ვიცით, რომ ვხედავთ გამოწვევებს - ყველა ჩვენგანი - მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება და გარანტიის ქონა, რომ ირანი ვერ შეძლებს ატომური იარაღის შექმნას" - თქვა გერმანიის კანცლერმა.

"ეს მიზანი საერთოა ამერიკასა და ევროპას შორის" - დასძინა მერცმა.

მას მერე, რაც გასულ თვეში მერცმა თქვა, რომ ირანი აშშ-ს "ამცირებს", ტრამპმა გასცა გერმანიიდან 5000 ამერიკელი სამხედროს გაყვანის ბრძანება და გააუქმა გრძელი რადიუსის, Tomahawk-ის ტიპის რაკეტების განთავსების გეგმა.

მერცის თქმით, მთავარი არა ჯარისკაცების რაოდენობა, არამედ "მიზნის ერთობლიობაა" - და ნატოში ძლიერი ევროპული კომპონენტის არსებობა აშშ-ის ინტერესში შედის. გერმანიის კანცლერმა ილაპარაკა ამერიკის არმიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც.

ევროპის ქვეყნები, გერმანიის ჩათვლით, მილიარდობით ევროს ახარჯავენ არმიის გაძლიერებას, რუსეთიდან მომდინარე მუქარის ფონზე - რომელიც, როგორც მერცმა შაბათს, მანამდე განაცხადა, ევროპისთვის რეალისტური საფრთხეა.

იმ მომენტში, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ესწრებოდა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმს, მერცმა იმედგაცრუება გამოხატა ცნობებზე, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აღლუმზე მისვლა გადაწყვიტა. მერცმა თქვა, რომ ფიცოს დაელაპარაკებოდა "ამ დღეზე მოსკოვში". თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფიცო მოსკოვში ჩავიდა, საკუთრივ აღლუმზე გამოჩენისგან მან თავი შეიკავა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus