Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ადვოკატის თქმით, ელენე ხოშტარია უარს ამბობს თელავში სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე

პარტია "დროა" მათი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოგზვანილ წერილს, სადაც იგი წერს, რომ არ აპირებს სისტემასთან თანამშრომლობას და არ მივა სასამართლოზე.  

 

"დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას. ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!" - ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში. 

 

პარტია "დროას" ცნობით, გუშინ, 20 მაისს თელავის პოლიციასთან დაკავებული ელენე ხოშტარია იზოლატორში რჩება. მის უფლებებს ISFED-ის ადვოკატი, თეონა კილაძე იცავს. პარტიის განცხადებით, ადვოკატის თქმით, ელენე უარს ამბობს თელავში სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე.

 

"საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დღეს 16:37 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია "დროას" დამფუძნებელი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან ან მოითხოვოს დაკავების ვადის გაგრძელება 24 საათით. შსს-ს ასევე აქვს შესაძლებლობა, ხელწერილის საფუძველზე დაუყოვნებილივ გაათავისუფლოს ელენე ხოშტარია", - წერია პარტიის განცხადებაში. 

 

ელენე ხოშტარია გუშინ, 20 მაისს თელავში დააკავეს. ის თელავის სამხარეო პოლიციასთან მაშინ აიყვანეს, როცა ყვარელში დაკავებულებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისს კახეთში განვითარებული მოვლენების დროს სულ 19 პირი დააკავეს. ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში 18 მათგანი რჩება. ერთი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრია, 20 მაისსვე გაათავისუფლეს. 

 

სამართალდამცავებმა ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

 

„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.

 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus