Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

5 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარედ 3 წლით აირჩია ვასილ მაღლაფერიძე. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს:



თავად ვასილ მაღლაფერიძემ; იზაბელა ოსიპოპოვამ; ბონდო მძინარაშვილმა; გია მურღულიამ; მიხეილ ჩიკვილაძემ.


მაღლაფერიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მისცეს ზაზა აბაშიძემ და ბესიკ ლილუაშვილმა. სამეურვეო საბჭოს ახალარჩეულმა წევრმა ლაშა ტუღუშმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ის თავმჯდომარის არჩევის საკითხის გადადებას მოითხოვდა, რადგან ამ დროისთვის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა სრულად არ არის დაკომპლექტებული.


თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბესიკ ლილუაშვილმა 2 ხმა მიიღო.




ვასილ მაღლაფერიძე  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტმა მიმდინარე წლის 13 აპრილს დაამტკიცა. პარლამენტს მისი კანდიდატურა  უმრავლესობაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" წარუდგინა.


ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს "ქართული ოცნების", მოქმედი ხელისუფლების დროს, თითქმის სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და რამდენიმე თვეში მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ეს თანამდებობა მან მალევე დატოვა.


მაღლაფერიძე ბოლო წლებში იყო "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიებში წამყვან თანამდებობებზე. ამ ტელევიზიებში მუშაობის შემდეგ აირჩიეს ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus