უკრაინა-რუსეთის კრიზისის უკიდურესი გამწვავების ფონზე, დიდია ინტერესი თურქეთის მიმართ და მათ შორის - საქართველოშიც. ანალიტიკოსები ამ ინტერესს ბუნებრივად თვლიან, რადგან თურქეთი საქართველოს უშუალო მეზობელია - როგორც ზღვით, ასევე ხმელეთით და მისი არმია სიდიდით მეორეა ნატოში.