Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ჟან მონეს დიალოგის“ თანაკოორდინატორებმა სინანული გამოთქვეს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გამო

ევროპარლამენტის საქართველოსთან თანამშრომლობის დიალოგის თანაკოორდინატორებმა 21 იანვარს  გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ისინი სინანულს გამოხატავენ თბილსიში მათი დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გამო.


დეპუტატებმა, საქართველოს საკითხებში პარლამენტის წამყვანმა წევრმა, გერმანიის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა,  ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა, სლოვაკმა დეპუტატმა ევროპის სახალხო პარტიიიდან, მირიამ ლექსმანმა და  ესტონელმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკური კავშირის, სოციალისტები და დემოკრატების  წევრმა, მარინა კალიურანდმა, განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი ჩაიშალა, რადგან „თავმჯომარე შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო შეხვედრებისთვის".  


განცხადების თანახმად, ამ ვიზიტის მიზანი საქართველოს პარლამენტთან „ჟან მონეს დიალოგის“ პროცესის დაწყების შესაძლებლობის შესწავლა იყო, რაც საქართველოში უფრო დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის და ნდობის მიღწევისთვის პარტიათა შორის დიალოგის განვითარებას უნდა მოემსახუროს.


„ჟან მონეს დიალოგის პროცესი“, წერენ ევროპალამენტარები, შუამავლობის მოქნილი და გამოცდილი ინსტრუმენტია, რომელსაც უნარი შესწევს გაითვალისწინოს სხვადასხვა პოზიციები და ინტერესები. ისინი სინანულს გამოხატავენ, რომ „ამ ეტაპზე ამბიციური პროცესის პოლიტიკური პირობები არ შესრულდა“.


ევროპარლამენტარების ჯგუფი თვლის, რომ საქართველოს პარლამენტს საკვანძო როლი აქვს და პასუხიმგებლობა აკისრია არსებული დამღუპველი პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოგვარებაში, ასევე ინკლუზიური, რეფორმატორული დღის წესრიგის რეალიზებაში.  


იმ უმთავრესი პრობლემების, რომელიც საქართველოს აქვს და მოქალაქეთა მოლოდინის გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები კვლავაც მზად არიან დაეხმარონ საქართველოს პარლამენტს ამ საქმეში.


განცხადების ბოლოს ევროპარლამენტარები უკვე არსებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს იწვევენ, „მოამზადოს ნიადაგი ახლო მომავალში „ჟან მონეს დიალოგის“ პროცესის ზელსაყრელი დასაწყისისთვის.  


"ჟან მონეს დიალოგი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის" - ევროპული პარლამენტის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგისთვის. ეს ფორმატი ევროპარლამენტის მხარდაჭერით შექმნილი ინტერპარტიული დიალოგის პლატფორმაა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე.


ჟან მონეს დიალოგი არ არის ერთჯერადი შეხვედრა, უფრო პროცესია, პრაგმატული კონსენსუსის მისაღწევად და ასევე დიალოგის დროს ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ მეთვალყურეობას გულისხმობს.


დიალოგს საფუძვლად ჟან მონეს სამუშაო მეთოდი უდევს და გულისხმობს ყველა მონაწილის შეთანხმებას როგორც განსახილველ თემებსა და მეთოდოლოგიაზე, ასევე ცხრა, აუცილებელ წესზე.


შარშან გაზაფხულზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მედიატორმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც, საუბარი იყო ევროპარლამენტთან თანამშრომლობაზე „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატში. დოკუმენტის წერია, რომ „პარტიები იზრუნებენ "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus