Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ავღანეთის ვითარებას განიხილავენ

საერთაშორისო ალიანსებმა, რომლებშიც რუსეთია გაერთიანებული, ყურადღება მიაპყრეს მოვლენების განვითარებას ქაბულში - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) ლიდერები შესახვედრად ემზადებიან, ხოლო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების გზებს ეძებს.


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრის გახსნისას 21 აგვისტოს, განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ამ კვირაში ჩაატარებს ვიდეოკონფერენციას და განიხილავს ვითარებას ავღანეთში ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნების შემდეგ.


„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ახლა, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რომელთაც ახლა აქვთ ადგილი ავღანეთში“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ 23 აგვისტოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეკრება შესაძლებლობა იქნება ლიდერებისთვის, ერთმანეთს შეადარონ თავიანთი მოსაზრებები.


დუშანბეს კონფერენციის კულუარებში, რომელიც ეძღვნება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-20 წლისთავს, და რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი და ცენტრალური აზიის ოთხი ქვეყანა შედის - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, რაშიდ ალიმოვმა, ტასს განუცხადა, რომ თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შედეგები მეტ მოქმედებას მოითხოვს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


„ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაციების მზარდი აქტივობა და რეგიონული სტაბილურობის პოტენციური საფრთხეები ქმნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გაეროსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ახალ დონემდე აყვანის საჭიროებას“, - განაცხადა ალიმოვმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus