Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გიგა ბოკერია: ეს იყო ყველაზე უარესი არჩევანი კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის, რომ ასეთ დროს ასეთ ადამიანს ერქვას პრემიერ-მინისტრი

ყველა განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ არის მიმართული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, სიძულვილის, დაპირისპირებების წაქეზებაზე და კრიზისის მხოლოდ გაღრმავებაზე. თუ ამ რიტორიკას გაყვება ხელისუფლება, ეს მოუტანს კატასტროფულ შედეგებს ქვეყანას და მათ დაღუპავს პერსონალურად, პოლიტიკურად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

,,ეს იყო ყველაზე უარესი არჩევანი კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის, რომ ასეთ დროს ასეთ ადამიანს ერქვას პრემიერ-მინისტრი. ყველა განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისაგან მოვისმინეთ არის მიმართული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, სიძულვილისა და დაპირსპირებების წაქეზებაზე და კრიზისის მხოლოდ გაღრმავებაზე. თუ ამ რიტორიკას გაყვება ხელისუფლება ეს მოუტანს კატასტროფულ შედეგებს ქვეყანას და მათ დაღუპავს პერსონალურად, პოლიტიკურად. ამ პერსონისგან ეს მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ვართ მზად ამ პირობებშიც კი დიალოგისთვის, ოღონდ არა პოლიტიკურ რეპრესიებთან შეგუების ხარჯზე ან ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის ხარჯზე. ამ მთავრობას, ამ კატასტროფული პერსონით მოუწევს ამასთან შეგუება, ან გადაჩეხვა საკუთარი თავის. ქვეყანას სჭირდება არჩევნები, სადაც არჩევნები გამოხატავს მოქალაქეების ნებას, პოლიტპატიმრები ციხეში არ სხედან და პოლიტიკური დევნა აღარ არის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი. შეგუება იმასთან, რასაც ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმი სთავაზობს შეუძლებელია. გამოსავალი არის მოლაპარაკებები, ვერ გაიტანენ ამ ამბავს და უნდა დაიწყონ ფიქრი ამ ვითარებიდან გამოსვლაზე“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus