Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

“როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა”

“როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ჩვენი მომხრეების დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა”,- განაცხადა ზუგდიდის მერმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციას მონაწილეობა რომც მიეღო “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დამაჯერებლად გაიმარჯვებდა.

„ზუგდიდში არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. 107 უბანი იყო გახსნილი ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში. როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ჩვენი მომხრეების დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა და მანდატი, იმისთვის, რომ ეს ტემპი რაც არის ჩვენს მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში გავაგრძელოთ და 4 წლის განმავლობაში კიდევ გაგრძელდეს.

ოპოზიციას აქვს პრეტენზიები, რომ მათ რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში სხვანაირად იქნებოდა გადანაწება, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ასე, რომ მათი მხრიდან სპეკულაცია არის აზრს მოკლებული. ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა პირველ რიგში გამოწვეული იყო იმით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ვიცით რომ საკმაოდ რთული ვითარებაა. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ამან გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ ამომრჩეველებმა თავი შეიკავეს საარჩევნო უბნებზე მისვლისგან. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ არ მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრეები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი უბნებზე. თუმცა მე როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი განლაგების შემთხვევაში, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმ მხარდაჭერით რა მხარდაჭერაც მივიღეთ, დამაჯერებლად გაიმარჯვებდა”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus