Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი უზენაესი სასამართლოს ახალი წევრობის კანდიდატის ვინაობას 25 ან 26 სექტემბერს დაასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხ თუ ხუთამდე შეამჭიდროვა სია მოსამართლეებისა, რომელთაგან ერთი უნდა დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს წევრად და რომელმაც უნდა შეცვალოს ახლახან გარდაცვლილი რუთ ბეიდერ გინზბურგი. მის ვინაობას ტრამპი გამოაცხადებს 25 ან 26 სექტემბერს.


87 წლის გინზბურგი გარდაიცვალა 18 სექტემბერს. რესპუბლიკელებს მიეცათ შესაძლებლობა, გააფართოონ კონსერვატორთა უმრავლესობა უზენაეს სასამართლოში და ექვსამდე აიყვანონ მათი რიცხვი 9-წევრიან შემადგენლობაში. ამის ფონზე, საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში აშშ-ის საზოგადოება გახლეჩილია.

ტრამპმა Fox News-ს უთხრა, რომ სურს დაიცადოს გინზბურგისადმი პატივისცემის ნიშნად.


ტრამპის ნებისმიერი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს წევრობაზე სენატის უბრალო უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს. იქ რესპუბლიკურ პარტიას უმრავლესობა აქვს, 53-47.

ტრამპმა, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ კანდიდატი იქნება ქალი და მისი დამტკიცება უნდა მოხდეს 3 ნოემბრამდე.

ტრამპის გეგმა, სწრაფად მოუძებნოს გინზბურგს შემცვლელი, დემოკრატმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა შეაფასა „ხელისუფლების ბოროტად გამოყენებად“.



უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მთელი ცხოვრების განმავლობაში აწყობენ შეხვედრებს და განსაზღვრავენ პოლიტიკურად ერთობ მგრძნობიარე საკითხებს აბორტის და მიგრაციის საკითხებიდან დაწყებული, იარაღის შესახებ კანონმდებლობით დასრულებული.


ვაკანსიამ სასამართლოში შეცვალა საარჩევნო კამპანიის მიმართულება, რომელიც დღემდე იმაზე იყო კონცენტრირებული, თუ როგორ უმკლავდებოდა ტრამპი პანდემიას, ეკონომიკურ ვარდნასა და რასობრივ არეულობებს.


ფილადელფიაში სატელევიზიო მიმართვისას, 20 სექტემბერს, ბაიდენმა მოუწოდა რესპუბლიკელ დეპუტატებს სენატში, რომლის წევრიც თვითონ იყო 36 წლის მანძილზე, დაიცადონ ნოემბრის არჩევნებამდე, სანამ კენჭს უყრიდნენ მოსამართლის კანდიდატურას. „პრეზიდენტმა ტრამპმა ახლა რომც წამოაყენოს თავისი კანდიდატურა, სენატი უნდა დაელოდოს, სანამ ამერიკელი ხალხი აირჩევს შემდეგ პრეზიდენტს და შემდეგ კონგრესს“, თქვა ბაიდენმა. „თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს არჩევნებში, სენატმა უნდა უყაროს კენჭი კანდიდატს და სამართლიანად განსაზღროს ის, მაგრამ თუ მე გავიმარჯვებ, ტრამპის კანდიდატურა უნდა გაიწვიონ“, თვლის ბაიდენი.


აქვთ რა შესაძლებლობა შეზღუდული, ხელი შეუშალონ რესპუბლიკელებს ამ ქმედებაში, დემოკრატები იმედოვნებენ, რომ ზომიერი რესპუბლიკელები ტრამპის კანდიდატურას წინააღმდეგობას გაუწევენ. ტრამპის გეგმას რომ ხელი შეუშალონ, საჭიროა ოთხი რესპუბლიკელი სენატორი, რადგან ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, შეუძლია ხმა მისცეს, რათა ხმების თანაბარი რაოდენობა არ იყოს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus