Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჯაღმაიძე: პრემიერმა გვითხრა, რომ 10-კაციანი შეკრება ეკლესიისთვის არ არის ბუკვალურად გასაგები

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისა, ეკლესიის მსახურებასთან დაკავშირებით, სხვა შინაარსს ატარებს.


მისი სიტყვებით, ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა პირადად პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასგან მოისმინეს, რომელიც 21 მარტს საპატრიარქოში იყო მისული:


“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ბევრი შეკითხვა გააჩინა ეკლესიაში, მრევლში, ამიტომ ჩვენ დღეს შევეცადეთ, რომ მიგვეღო უფრო დაწვრილებით განმარტებები. ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მისგან მოვისმინეთ, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10 კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები. საქმე იმაშია, რომ საგანგებო მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა, თავის მიზნებს ემსახურება. ამ შემთხვევაში, მიზანი არის, რომ ადამიანების შეკრების დროს არ იყოს სიმჭიდროვე, რომ იყოს დაცული დისტანცია. არ ვცილდებით ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის უწყებების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და სინოდის გუშინდელ ოქმშიც იყო ამაზე ლაპარაკი, რომ მრევლმა უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიცემული რეკომენდაციები და ჩვენ მივიღეთ განმარტება ეკლესიაში მსახურებაზე მრევლის დგომასთან დაკავშირებით და განგვიმარტეს ჩვენ, რომ დიდ ტაძარში და მცირე ზომის ტაძარში ერთნაირი რაოდენობა ადამიანებისა ვერ დადგება და ეს გულისხმობს უზრუნველყოფას, რომ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია. ეს არის ჩვენი და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. ჩვენ ვხედავთ რა მძიმე მდგომარეობაშია ბევრი ქვეყანა და იქ მომხდარი ეპიდემია გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მოგვცემს სიტუაცია, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეულ იქნას იმისათვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის.


გარდა ამისა, დღესასწაულებზე შეიძლება იყოს ბევრი ხალხი და ვიცით, რომ მარხვის პერიოდში არის სხვადასხვა დღესასწაული, შვიდგზის ცხება, ხარება, ბზობა, შესაძლებელია, მოხდეს ტაძრების რატიფიცირება და ნაწილი მრევლისა მოახერხებს დგომას ტაძართან ეზოშივე და არ ექნება დაბრკოლება ზიარებაში".


ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხვალ, 22 მარტს, ტაძრებში ჩვეულებრივ ჩატარდება საკვირაო ლოცვა:


“ლოცვა ჩატარდება რეკომენდაციის მიხედვით, რომ დაიცვან დისტანცია. ერთ დღეში ძალიან რთულია ყველას ყველაფერი გავაგებინოთ, მაგრამ ამაზე ვიზრუნებთ, რომ მრევლს ავუხსნათ, რომ დისტანცია დაიცვან.


დისტანცია იქნება დაცული, ეს თუ მიიღწევა, არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ”.


21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus