Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საქართველოს პარლამენტის წინ ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ჟურნალისტებმა მათ საქმიანობაში ბოლო დროს ხელის შეშლისა და ფიზიკური თავდასხმის ფაქტების გახშირება გააპროტესტეს.


საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და საქმიანობაში ხელის შეშლაზე ხელისუფლებას სათანადო რეაქცია არ აქვს.


„ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას. ბოლო პერიოდში ასეთი მრავალი ფაქტი დაგროვდა: თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში - აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.“, - წერია ქარტიის განცხადებაში, რომლის თანახმად, 20-21 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“ მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაზიანდა, თუმცა ამ საქმეების ეფექტიანი გამოძიება, ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა დღემდე არ მომხდარა.


პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა ხელისუფლებას სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus