Мы в Telegram
Добавить новость

Дом для участников программы реновации построили в Южнопортовом районе

Почти 700 проверок соблюдения пожарных норм проведено на стройках Москвы с начала 2024 года

Подмосковное УФАС признало рекламу на транспортном средстве незаконной

Свыше 50 экспонатов представили на выставке о городах-героях в Музее Победы



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2022

Новости за 16.05.2022

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვა: რუსეთის ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების პროცესში ევროკავშირი ერთ ქვეყანას "მძევლად ჰყავს აყვანილი"

ევროკავშირის გეგმას, ემბარგო დაუწესდეს რუსეთის ნავთობს, ბლოკის 27 წევრიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ბლოკავს - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 16 მაისს. "მთელი კავშირი მხოლოდ ერთ წევრ ქვეყანას ჰყავს მძევლად აყვანილი... ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, არ შეიძლება მძევლები ვიყოთ", - თქვა ლანდსბერგისმა ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ. სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს ევროკავშირის დიპლომატების სიტყვებს, რომ ლანდსბერგისი ამ სიტყვებით უნგრეთს გულისხმობდა. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქიბარ ხალვაში მოუწოდებს გვარამიას სრულად აანაზღაუროს „მრავალმილიონიანი ზიანი“

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელი, ქიბარ ხალვაში, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ქიბარ ხალვაში მოუწოდებს ნიკა გვარამიასა და ტელეკომპანიის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიას, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული „მრავალმილიონიანი ზიანი“. ის აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ წარადგენს სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში სისხლის სამართლის 16 მაისის განაჩენის საფუძველზე: „დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინასთან მიმართებით ლუკაშენკა პოლიტიკას აბალანსებს

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა სიფრთხილეს იჩენს საიმისოდ, რომ თავიდან აიცილოს პირდაპირი ფორმით ჩართვა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, სამომავლო ეკონომიკური შედეგების, კიევის მხრიდან პასუხის და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო უკმაყოფილების გამო - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა 16 მაისს.  დასავლეთმა ბელარუსს მკაცრი სანქციები დაუწესა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია ლუკაშენკას სასარგებლოდ გაყალბებულად მიჩნევს. არჩევნებს მოჰყვა ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან... Читать дальше...

News.ge 

ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას. „საია მონიტორინგს უწევდა სისხლის სამართლის პროცესებს და მიგვაჩნია, რომ გამოტანილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ნატოს მიერ პირდაპირ საფრთხედ გამოცხადებას უპასუხებს "უშუალო საფრთხის შექმნით"

თუ ნატო რუსეთს პირდაპირ საფრთხედ გამოაცხადებს, რუსეთის პასუხი „ამ შეფასების სიმაღლეზე“ იქნება, - ამის შესახებ, დღეს 16 მაისს, მოსკოვში, ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. „მათ შევუქმნით უშუალო საფრთხეს, რათა ამ შეფასების სიმაღლეზე ვიყოთ“, - განაცხადა რიაბკოვმა. 15 მაისს, სააგენტო „ბლუმბერგმა“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც ივნისისთვის მზადდება, რუსეთი შესაძლოა, ნატოსთვის უშუალო საფრთხედ გამოცხადდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ეხმაურება ოპოზიცია ნიკა გვარამიას დაპატიმრებას?

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ოპოზიცია კრიტიკულად ეხმაურება. ისინი აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და არის თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარებისა და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოების დაშინების სურვილი. ოპოზიციური პარტია „ლელოს“ განცხადებით, ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი, ხოლო ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა: „დღევანდელი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა აღმოსავლეთში რუსეთის ახალი იერიშებისთვის ემზადება, ნატოს აცხადებს, რომ უკრაინამ შეიძლება ომი მოიგოს

უკრაინა 16 მაისს ემზადება ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის არმიის ახალი იერიშებისთვის, რის ფონზეც ნატომ გამოაცხადა, რომ უკრაინაში მოსკოვის შეჭრა გეგმის თანახმად არ მიმდინარეობს და მისი მცდელობა, დაეკავებინა დონბასი, შეყოვნდა. უკრაინა ამ დროს აცხადებს, რომ ხარკოვის, ამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის გარშემო მისი არმიის კონტრშეტევა სულ უფრო აქტიურდება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ „ვემზადებით რუსეთის მხრიდან იერიშის ახალი მცდელობისთვის“, და დასძინა, რომ „ოკუპანტებს არ სურთ აღიარონ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მხარდაჭერა "მთავარ არხს!“ - აქცია ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ მხარდაჭერა გამოუცხადა. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტრანსპარანტებით გამოსული ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. „უკრაინაში ომს და გლობალურ მოვლენებს დაამთხვიეს ეს გადაწყვეტილება, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გვარამიას განაჩენში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პოლიტიკურ საფუძველს ვერ ხედავენ

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებაში, მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პოლიტიკურ მდგენელს ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, სასამართლომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მსგავს დანაშაულზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, შესაძლოა, „ციმბირი უკან მოეტოვებინათ.“ „მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობს მიზეზი ვინმესთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საია: გვარამიას განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც მონიტორინგს უწევდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს, აცხადებს, რომ მის მიმართ 16 მაისს გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ გამოტანილი განაჩენი პრობლემურია როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით. საიას განცხადებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვი ფინეთის და შვედეთის გეგმას, გაწევრიანდნენ ნატოში, „დიდ შეცდომას“ უწოდებს

ნატოში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება იქნება „დიდი შეცდომა, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები“ მოჰყვება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. სააგენტო DPA-ს რუსეთის „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით მოჰყავს რიაბკოვის ნათქვამი, რომ ჩრდილოეთ ევროპის ტრადიციულად ნეიტრალური ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება გაზრდის სამხედრო დაძაბულობას. „მათ არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ჩვენ უბრალოდ შევურიგდებით ამას“, - განაცხადა რიაბკოვმა შვედეთის და ფინეთის მისამართით. უფრო ადრე... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

უგულავა: ივანიშვილმა ზამბარა გაწელა, ეს ზამბარა მას ძალიან მტკივნეულად მოხვდება

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მისთვის მოსალოდნელი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. გიგი უგულავას თქმით, საქართველოს სასამართლო არ ჰყავს და ის სრულად იმართება „ძალაუფლებით გარყვნილი ხალხის მიერ“: „რა თქმა უნდა, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. მოსალოდნელი იყო იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის რუსეთისკენ და რუსეთში არ არსებობს სასამართლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ხერსონის ოლქში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ხერსონის ოლქში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. დენისოვას თანახმად, ოლქის მცხოვრებთ არ აქვთ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გამგზავრების შესაძლებლობა, უშუალოდ ხერსონის ოლქში მიმოსვლა კი, თითქმის შეზღუდულია. დენისოვას ცნობითვე, ოკუპანტები ხერსონის ოლქში არ უშვებენ მოხალისეებს ჰუმანიტარული დახმარებით და ტვირთს ძარცვავენ. უკრაინის სახალხო დამცველი ხერსონის მერზე, იგორ კოლიხაევზე დაყრდნობით, ფეისბუკზე წერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენზე და აცხადებს, რომ სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ამ ნაწილში, თბილისის... Читать дальше...

News.ge 

მედია: ესტონეთში ნატო-ს მასშტაბური წვრთნები იწყება

ესტონეთში დღეს ნატო-ს მასშტაბური წვრთნები იწყება. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ უდიდეს წვრთნებში, კოდური სახელწოდებით Hedgehog, 14 ქვეყნის 15 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ალიანსში აცხადებენ, რომ წვრთნები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიგეგმა. „ეს არის რეგულარული წვრთნები, რომლებიც დაგეგმილია რუსეთის სასტიკ და გაუმართლებელ შეჭრამდე უკრაინაში. ნატოს წვრთნები არის თავდაცვითი, გამჭვირვალე და შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს,“- განაცხადა ნატოს პრესსპიკერმა ოანა ლუნგესკუმ.

News.ge 

გიგი უგულავა: კლანი მართავს სასამართლოს და მიტანილი აქვს ძღვენი ივანიშვილისთვის

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო გაწელავს ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება მას ან მის ოჯახს ცხვირში. თავად აგდებს საკუთარ უსაფრთხოებას საფრთხეში იმით რასაც აკეთებს, ყველა წითელ ზღვარს გადავიდა. ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს და მისი დატოვება მოუწევს, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა აქვს, რასაც არავინ არ აპატიებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ნიკა გვარამიას საქმეზე ...

News.ge 

მევლუთ ჩავუშოღლუ: ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნები ნატო-ს მოკავშირეები არ უნდა იყვნენ

თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ნატოს გაფართოების იდეას, მაგრამ აქვს წუხილი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ტერორისტულ დაჯგუფებებთან მათი ურთიერთობის გათვალისწინებით, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერლინში გამართული ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. „ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნები არ უნდა იყვნენ ნატო-ს მოკავშირეები“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ შეხვედრის მონაწილე ...

News.ge 

ნანუკა ჟორჟოლიანი: ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება „აზოვსტალი“. ამის პირობას გაძლევთ ყველა, ვინც ამ გუნდის წევრი ვართ!

ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება „აზოვსტალი“. ამის პირობას გაძლევთ ყველა, ვინც ამ გუნდის წევრი ვართ! – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, სადაც არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა“. ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი ...

News.ge 

სარჯველაძე ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ

„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ გვარამიას დაპატიმრება არ არის პოლიტიკური შურისძიება. „სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს ამაზე ფართო წრეს სასჯელებისას, თუმცა, ვიდრე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ ვნახავ, გამიჭირდება თქმა,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატები ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ არა იმ იმედით, რომ განაჩენი შეიცვლება. ამის თაობაზე საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში. "სამართლებრივად, ჩვენ, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ. ოღონდ არა იმიტომ, რომ აპელაციაში გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო დაგვხვდება, არა. Читать дальше...

News.ge 

ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ ...

News.ge 

ვახტანგ მახარობლიშვილი: საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი და შეხვედრები, რომლებსაც ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგებთან გამართავს, მართლაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს

დრო და პერიოდი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი და შეხვედრები, რომლებსაც ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგებთან გამართავს, მართლაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრების მთავარი თემები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა იქნება, ისევე როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო. “ჩვენ კითხვართან დაკავშირებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში ფრანგული "რენოს" ნაცვლად რუსულ "მოსკვიჩს" გამოუშვებენ

ფრანგული ავტოკონცერნი „რენო“ გახდა რუსეთის მიერ ნაციონალიზებული პირველი უცხოური კომპანია. მან რუსეთში საქმიანობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა. რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს მიერ დღეს, 16 მაისს გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, „რენო როსიას“ აქციების 100%-ს მფლობელი გახდა მოსკოვის მთავრობა, რუსული ავტოკონცერნის, „ავტოვაზის“ აქციების 67.69% კი, რომელიც ადრე „რენოს“ ეკუთვნოდა, რუსეთის ფედერაციის საკუთრება გახდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დედაქალაქში... Читать дальше...

News.ge 

მაგდალენა ანდერსონი: თუ ნატო-ში არ გავწევრიანდებით, ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ვიქნებით – შვედეთი და შვედი ხალხი ცხოვრობენ ახალ, სახიფათო რეალობაში

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, თუ შვედეთი ერთადერთი ნატო-ს არაწევრი ქვეყანა იქნება ბალტიის რეგიონში, ის ძალიან დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება. „ჩვენ ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ვიქნებით“,- აღნიშნა პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ოფიციალური გარანტიები, რაც ნატო-ში გაწევრიანების შედეგად ექნება. „ჩვენ „სოციალ-დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ შვედეთისა და შვედი ხალხის უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა ნატო-ში გაწევრიანება. ეს... Читать дальше...

News.ge 

ლიზ ტრასი: ნატომ უნდა განაგრძოს თავისი „ღია პოლიტიკა“

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, ნატომ უნდა განაგრძოს თავისი „ღია კარის“ პოლიტიკა ახალ წევრებთან დაკავშირებით. ამის შესახებ BBC-ი იუწყება. „ნატოს ღია კარის პოლიტიკას გააჩნია დიდი მნიშვნელობა და თუკი ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ განაცხადის შეტანას გაწევრიანების შესახებ, ცხადია, ისინი გააძლიერებენ ალიანსს და ევროპულ უსაფრთხოებას მთლიანობაში“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მისი თქმით, პუტინმა უნდა განიცადოს ...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Бутырском районе Москвы построят ФОК с бассейном

Работники Московско-Курского транспортной прокуратуры приняли участие в торжественном мероприятии, посвященном празднованию Дня Победы

Власти и профсоюзы обсудят освобождение малоимущих от НДФЛ

ГИБДД в Москве проверит электросамокатчиков

Музыкальные новости

White Queen Birthday party «Королева морей»

Матч ЦСКА - "Рубин" завершился со счетом 2:2

Туристку из Казани выгнали из бутика Gucci в Турции

Экзаменационный центр «Воронеж-НК» на базе Воронежского ТРЗ Желдорреммаш сертифицирует до 200 дефектоскопистов ежегодно.

Новости России

Власти и профсоюзы обсудят освобождение малоимущих от НДФЛ

В Бутырском районе Москвы построят ФОК с бассейном

Войска правопорядка в Берлинской наступательной операции

Задержан нелегальный мигрант, развращавший малолетних девочек из Бологое

Экология в России и мире

Российский турист напился и улегся спать на карнизе второго этажа музея, шокировав прохожих

Как сохранить здоровье легких?

Осторожно, токсично: Доктор Кутушов рассказал о вреде красителей для яиц

В России за год открылось рекордное количество универмагов

Спорт в России и мире

Швентек и Соболенко устроили триллер за престижный трофей

Первая ракетка мира расплакалась после финала турнира с участием Рыбакиной

Рублев не отстал от «Реала»! Как русская звезда тенниса покорила Мадрид

Паула Бадос и Стефанос Циципас расстались | Виды спорта

Moscow.media

Россияне рассказали, как планируют отпуск и где проводят длинные выходные

Кирилл Купченко, Директор по послепродажному обслуживанию ABTOДОМ МКАД рассказал о сервисном обслуживании электромобилей Zeekr

От детских шкафчиков – до медицинского оборудования: какие переезды выполняет «Грузовичкоф»

Движение автобусов ограничат с вечера 7 мая по участку дороги Южно-Сахалинск – Оха на Сахалине











Топ новостей на этот час

Rss.plus






ГИБДД в Москве проверит электросамокатчиков

В Москве студента душили в военкомате, требуя доказать отсрочку

Работники Московско-Курского транспортной прокуратуры приняли участие в торжественном мероприятии, посвященном празднованию Дня Победы

В Москве мужчина поджёг женщину во время свидания из-за рассуждений о жизни