Мы в Telegram
Добавить новость

Талибы заявили о готовности устранить все препятствия в отношениях с Россией

Сценическая программа ждет гостей фестиваля «Москва — на волне. Рыбная неделя»

Члены Общественного совета при УВД по ЮЗАО ГУ МВД России по г. Москве посетили территориальные Отделы полиции

На юге Москвы в этом году благоустроят четыре зеленые зоны



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

როგორ ეხმაურება ოპოზიცია ნიკა გვარამიას დაპატიმრებას?

როგორ ეხმაურება ოპოზიცია ნიკა გვარამიას დაპატიმრებას?

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ოპოზიცია კრიტიკულად ეხმაურება. ისინი აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და არის თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარებისა და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოების დაშინების სურვილი.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ განცხადებით, ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი, ხოლო ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა:

„დღევანდელი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ ხელისშემშლელი ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად მოგვიწოდებენ პოლარიზაციის და პოლიტიკური ესკალაციის დასრულებისკენ, რომელიც დღევანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში. ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და ქართულ ოცნებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული. ქართული საზოგადოების,პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო ინსტიტუტების ვალდებულებაა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, ხელისუფლება ცდილობს კონტროლის დამყარებას ყველა მიმართულებით:

„ის ანადგურებს ყველა სივრცეს, სადაც მისი საწინააღმდეგო აზრი ისმის. ის ასამარებს სიტყვის თავისუფლებას. მან დაასამარა ამ ქვეყანაში სასამართლო. და თუ ამას მოქალაქეები ვერ დაინახავენ და კიდევ ვერ იგრძნობენ, თითოეულის კარზე მივა ეს უსამართლობა“.

 

"სანამ ამ ქვეყანაში ივანიშვილი და მისი გარემოცვაა ძალაუფლებაში, ქვეყანა მიდის თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ძალის დემონსტრაციისა და უიმედობის დასათესად გადადგმული ღია ნაბიჯია:

"თუ ხელისუფლებას შეუძლია რომ ასეთ აბსურდულ საქმეზე, რომელიც მხოლო კერძო განხილვის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაქსიმუმ, ცუდად მართავდა კერძო კომპანიას თუ კარგად, ამისთვის დაიჭიროს ადამიანი, მას შეუძლია ყველაფერი ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში. ეს არის ავტორიტარული რეჟიმის არსი, რისკენაც წლებია მიდის და რისკენაც სვლა დააჩქარა ბოლო პერიოდში ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ. საქართველოს ეს ხელისუფლება თავისუფლების საპირისპირო გზით მიდის, ანუ არა ევროპაში, არა თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ, ოღონდ აქაც ის შეეცდება იანუკოვიჩივით რაღაც ბუნდოვანების შენარჩუნებას. ეს უნდა ესმოდეს ყველა მოქალაქეს".

პირადი შურისძიება ნიკა გვარამიაზე, ასე აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო გოგუაძე:

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი იდეა, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი აზრი, დამოუკიდებელი მედია. თუმცა, ვერც თავისუფალ აზრს, ვერც კრიტიკულ აზრს, ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაახშობს“.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ისევ შეეცდება სავაჭროდ გამოიყენოს პოლიტიკური პატიმრები.

მისი განცხადებით, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოში განვითარებული პროცესები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული:

"ერთი მხრივ, ბრალდების აბსურდულობა, შინაარსის აბსურდულობა და მეორე მხრივ, მაინც და მაინც ახლა ამ პროცესის დაჩქარება უკავშირდება იმას, რომ "ქართული ოცნება" მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან. "ქართულ ოცნებას" მოუწევს ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უახლოეს მომავალში, რადგან საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი მთლიანად ასცდნენ დასავლურ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. "ქართულ ოცნებას" მოუწევს პასუხები გასცეს როგორც ჩვენს ევროპელ, ასევე ამერიკელ პარტნიორებს, მაგრამ პირველ რიგში, პასუხი გასცენ საქართველოს საზოგადოებას, ამიტომ იგროვებენ სავაჭრო საკითხებს, რომ შემდგომ რაღაც დათმონ და მერე ამის ხარჯზე ფონს გავიდნენ“.

„საქართველოს სასამართლომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის ბრძანება“, - ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტს ხათუნა სამნიძე, ოპოზიციონერი დეპუტატი,

როგორც ის აცხადებს, სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება არის მესიჯი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის, რათა გააცნობიერონ, რომ დაისჯება ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს შეეწინააღმდეგება.

„ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, ამაზე თანხმდება არა მხოლოდ ქვეყანა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც. ნიკა გვარამიას დაკავება არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, პირადი ანგარიშსწორება. ის დიდი ხანია არის მეტოქე ბიძინა ივანიშვილის, რომელიც უკან არ იხევს არც ერთ ჯერზე. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ბრძანება შეასრულა საქართველოს სასამართლომ, სამწუხაროდ. ყველა ჯერზე, როდესაც მე მგონია, რომ ეს ხელისუფლება არ დააზიანებს ისე ქვეყანას, რომ სერიოზული ზიანი მიადგეს მის საერთაშორისო იმიჯს და მის დემოკრატიულ მომავალს, ყოველ ჯერზე ვცდები და ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ ის არაფრად აგდებს ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და პირადაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას".

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება არ აძლევს მათ უფლებას, „გახდნენ ჭირისუფლები“:

მისი თქმით, ახლა უკომპრომისო და დაუღალავი ბრძოლაა საჭირო:

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვებრძვით ადამიანს, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა და ფესვები ღრმად გაიდგა, ჩამოაყალიბა კლასიკური ავტოკრატიული სახელმწიფო. ძალიან ცდება ყველა ის ადამიანი, თუნდაც ერთი საერთაშორისო მეგობარი ან საქართველოში მცხოვრები ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, ვინაიდან მედია, ნინო ლომჯარიას ინსტიტუტი არსებობს. არა, ძვირფასო მეგობრებო! ეს არის ავტოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ნიშნებით“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Mash: полицейские остановили работу делового центра «Китай-город» в Москве

Mash на Мойке: тела двух студентов нашли в квартире в Петербурге

"Схватил и попытался утащить в кусты": Мигрант дважды пытался изнасиловать несовершеннолетнюю - и поплатился

Электромобиль Xiaomi SU7 начали продавать в России

Музыкальные новости

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Лидер движения «Всеармянский фронт» Аршак Карапетян 24 мая 2024 года встретился с членами Координационного совета российско-армянских организаций России и политологами

Сергей Собянин. Главное за день

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Новости России

"Схватил и попытался утащить в кусты": Мигрант дважды пытался изнасиловать несовершеннолетнюю - и поплатился

Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Спорт в России и мире

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

На закате.

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто











Топ новостей на этот час

Rss.plus






Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

150 литров ухи сварят на фестивале «Москва — на волне. Рыбная неделя»

Лови летние скидки: до 20% скидка на электронику и комплектующие!

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу