პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა როტერდამში გამართულ ყრილობაზე წაიკითხა. EPP-ის ღონისძიების მონაწილეებს ტუსკმა მიმართა, რომ ამჟამად სააკაშვილი პატიმარია. „მე მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც დღეს განასახიერებენ პუტინი და ივანიშვილი, და რომელიც ძირს უთხრის ევროპულ თანამეგობრობას, თავისუფლებას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. მოდით, ვიბრძოლოთ ერთად. Читать дальше...
„ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ყრილობაზე, რომელიც ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში გაიმართა, სიტყვით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია. მან შესავალი დაუთმო უკრაინასა და საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიას. „ჩვენ ყველა ვგრძნობთ , რომ უახლოესი დღეები, კვირები და თვეები სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით თუ უკრაინაში და მის მიღმა - შეცვლის ჩვენი კონტინენტის ბედს. და მაინც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არ ვიცოდით. ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, რადგან უკრაინა არ არის კგბ-ის ოფიცერ პუტინის პირველი მსხვერპლი. Читать дальше...
30 მაისს მოსკოვის სატელევიზიო ანძის “ოსტანკინოს“ შენობაზე ალა პუგაჩოვას მისამართით პროექტორის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინება გამოჩნდა. “ალა, რა კარგია, რომ გაიქეცი. ალა, თქვენ დიდი ხანია აქ აღარ ხართ“, – ასე იკითხებოდა სამშობლოს გზავნილი პრიმადონას მისამართით. “ოსტანკინოს“ პრესსამსახური ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ასევე არ ვრცელდება რუსულ მედიაში ვერსიები, თუ ვის შეეძლო ცენტრალურ შენობაზე... Читать дальше...
ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაციონალური მოძრაობით“, მათი დიდი იმედი არასდროს მქონია, მაგრამ არ მეგონა, თუ ამ სიტუაციაში ასე მოიქცეოდნენ და სახალხო პარტიას გაავრცელებინებდნენ იმ განცხადებას, რომელიც გაავრცელა , – ასე შეაფასა ლევან იოსელიანმა „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება, რომელიც მათ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაყრდნობით გაავრცელეს. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. „ჩემდა გასაკვირად, გამოჩნდნენ ადამიანები და ...
დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი ევროკავშირის თემის გარშემო. ყველა საუბრობს იმაზე, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მიიღონ და ჩვენ – არა. ხელისუფლება ასეთ შესაძლო შედეგს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს აბრალებს, ხოლო ოპოზიციის რადიკალური ნაწილი – ხელისუფლებას. სინამდვილეში, საქმე სულ სხვა რამეშია. თავიდანვე გამიკვირდა, რაში დაჭირდათ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატობის შეთავაზება. გაჩაღებული ომის დროს უკრაინისთვის ამ სტატუსის მიცემა ...
როტერდამში „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ყრილობის ფარგლებში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დელეგაცია - პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე შეხვდნენ მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს. როგორც ოპოზიციური პარტია იუწყება, საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. Читать дальше...
სამწუხარო რეალობაა, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ თავზე ხელი აიღო და თავზე ხელი აიღო იმიტომ, რომ თვლის, ქვეყნის შიგნით საქმე მოგვარებული აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება ელოდება, რომ ევროკავშირი საქართველოს განაცხადს არ დააკმაყოფილებს და მათი ბოლოდროინდელი განცხადებები თავის დაზღვევაა. „ელოდებიან, რომ განაცხადი არ დაკმაყოფილდება, ასეთი განწყობა აქვთ და ...
სევეროდონეცკში, ქიმიურ ქარხანაში, რაკეტა მოხვდა აზოტმჟავას ცისტერნას. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ დაწერა Telegram-ში. ქარხანა მდებარეობს სამრეწველო ზონაში, რომელსაც, უკანასკნელი ინფორმაციით, კვლავაც აკონტროლებს უკრაინის არმია, რომელმაც სევეროდონეცკის ცენტრიდან დაიხია. ჰაიდაიმ გააფრთხილა ხალხი, რომ აზოტმჟავა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ლუჰანსკის ოლქში მდებარე სევეროდონეცკი უკანასკნელ დღეებში რუსეთის იერიშების მთავარი სამიზნე გახდა. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. Читать дальше...
წყნეთში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, მრევლი ყოველ კვირას დილიდან იკრიბება. ეკლესიის ეზოს ორი შესასვლელი აქვს - ერთი მაია წყნეთელის, მეორე კი თამარ მეფის ქუჩიდან. ამ ქუჩებს ეკლესიის ეზოსგან დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის, ცემენტისგან ჩამოსხმული გალავანი ჰყოფს. რუსთაველის ქუჩას კი ბეტონისა და რკინის კონსტრუქცისგან შექმნილი ღობე მიუყვება, რომლის მიღმა მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებაა. ეკლესიის გარშემო, ეზოში, სამშენებლო სამუშაოებია გაჩაღებული - აპირკეთებენ ბილიკებს, აშენებენ დამხმარე ნაგებობებს. Читать дальше...
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი არა აქვს. ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან წამოსული მესიჯები კი ცალსახად ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს არ იძლევა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი დანიშნა. ამ „პოსტზე“ სოხუმში მიხაილ შურგალინი იმუშავებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. შურგალინი მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა. ე.წ. ელჩის თანამდებობას 2018 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე ალექსეი დვინიანინი იკავებდა.
საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახური ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. „მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების... Читать дальше...
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული (Leuville-sur-Orge) ბოლო დღეებში აქტუალური, მას შემდეგ გახდა, რაც მოქალაქე ანი კალმახელიძემ სოციალურ ქსელში ლევილიდან ფოტოები გამოაქვეყნა. „როგორც ფოტოებზე ხედავთ, სრულიად გაჩანაგებულია ყველაფერი. ეს ისტორიული სახლი, უბრალოდ ნაწილებად იშლება და ეზოს სარეველა ფარავს“, - დაწერა კალმახელიძემ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე. ლევილის ისტორიული მამული საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას 2016 წელს გადაეცა. 2016... Читать дальше...
თვითმხილველების ცნობით, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიიდან" სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი. კომპანია „მეტროსითის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ეიფორიაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესაბამის მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა. სპეცრაზმი და საგამოძიებო სამსახურის სპეციალური ავტომანქანები მობილიზებული იყვნენ სასტუმროს ცენტრალურ შესასვლელში, საიდანაც მიმდინარე ამბებს თვალს ადევნებდნენ მედიის წარმომადგენლები. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება... Читать дальше...
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა „გონივრული“ უწოდა ბაიდენის ორშაბათის განცხადებას, რომლის თანახმად, ამერიკა უკრაინას არ გადასცემს შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ქვეყანაში დაიღუპა 4113 სამოქალაქო პირი, მათ შორის 264 ბავშვი. ამის შესახებ იტყობინება გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი კიევში. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მთლიანობაში დაიღუპა 2337 ადამიანი, მათ შორის 144 - პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. დაჭრილია თითქმის ხუთი ათასი ადამიანი, მათგან 421 ბავშვია. სიკვდილისა და დაჭრის ძირითადი მიზეზია საარტილერიო და საჰაერო დარტყმები. გაეროს მიაჩნია... Читать дальше...
თბილისში, მტკვრის სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდთან მოტოციკლეტსა და ველოსიპედს შორის შეჯახება მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, დაღუპულია მოტიციკლეტის მძღოლი. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოტოციკლეტი ველობილიკზე მოძრაობდა.
ძმები, გურამ (გუგა) და დავით (დათა) კაკულიები, სამართალდამცავებმა ორთაჭალაში, ნაქირავებ ბინაში, 29-30 მაისის ღამეს დააკავეს. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის ადამიანის მკვლელობის მცდელობას ედავება. გენერალური პროკურატურის განცხადებით, ძმებს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" და მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი... Читать дальше...
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატი სერ ბობ ნილი აცხადებს, რომ მომავალ კვირას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი. ინფორმაციას Sky News ავრცელებს. მათივე ცნობით, 28 დეპუტატს ჯონსონის დაუყოვნებლივი გადაყენება წვეულებების სკანდალთან დაკავშირებით სურს, რომელსაც ბრიტანულმა მედიამ “ფართიგეითი” უწოდა. საუბარია, პრემიერის მიერ მკაცრი „ლოქდაუნის“ დროს კოვიდ-რეგულაციების დარღვევაზე. ცნობისთვის, გასულ კვირას აღნიშნულ... Читать дальше...
Tbilisi Pride-ის განცხადების შემდეგ, ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წევრები აცხადებენ, რომ მობილიზაციას დაიწყებენ და ორგანიზატორები „ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებენ“. „Tbilisi Pride ვერ გაგახარებთ …. საქართველოში …. ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებთ, ვერსად და ვერასდროს …. … ღირსების მარშს რომ ვერ ატარებთ თქვენივე ნებით, ეგ გასაგებია … ეგ ისედაც ცხადი იყო. 2021 წლის ...
კანადამ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის 22 მოქალაქეს და ოთხ რუსულ კომპანიას. განახლებულ სიაში შედის ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ. ასევე მილიარდერ მიხაილ ფრიდმანის ორი ქალიშვილი, „ნოვიკომბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ელენა გრიგორიევა, ურალის სამთო-მეტალურგიული კომბინატის გენერალური დირექტორი ანდრეი კოზიცინი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ანატოლი ბრავერმანი, „სბერბანკის“... Читать дальше...
დონალდ ტუსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა წაიკითხა.
პოლკ „აზოვის“ მებრძოლი, რომელიც ახლა ტყვეობაში იმყოფება, რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ როგორც სამხედრო პირი, ასრულებდა ბრძანებას და თუ იქნებოდა შესაბამისი ბრძანება, ბოლომდე გააგრძელებდა ბრძოლას. 19 წლის ნაზარი გრინცევიჩს მიღებული აქვს უკრაინის სახელმწიფო ჯილდო, III ხარისხის ორდენი გამბედაობისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლაში, სამხედრო ფიცის ერთგულებისა და მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის. გრინცევიჩის ეს ვიდეო რუსულმა გამოცემამ, „იზვესტიამ“ ...
ბათუმში თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის, კომპანია „მეტროსითის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ეიფორიაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, ამის შესახებ ადგილიდან იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. მისი ინფორმაციით, „ეიფორიის“ თანამშრომლები შენობის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს აპროტესტებენ. თავად ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი შენობის მეხუთე სართულზეა, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად. "ეიფორიის" თანამშრომლები ამბობენ... Читать дальше...