კიევში დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან 19 იანვარს უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩადის. ომის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინაში ის მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. ამის შემდეგ ის ბერლინში ევროპელ მოკავშირეებთან გადაინაცვლებს, სადაც გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს, ასევე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით ბერლინში რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ისაუბრებენ. მედიის ინფორმაციით, პარასკევს... Читать дальше...
როცა ამ თვის დასაწყისში ყაზახეთში, მასობრივმა არეულობებმა იფეთქა, ბევრმა ანალიტიკოსმა ეს არეულობები პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის მომხრეებსა და, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი წინამორბედის, 81 წლის ნურსულთან ნაზარბაევის მომხრეებს შორის არსებულ კონფლიქტებს მიაწერა.
რუსეთის საფონდო ბაზარზე 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა აღინიშნება. სამშაბათს, 18 იანვარს, მოსკოვის ბირჟის ინდექსი ვაჭრობის დასრულებისას 3328 პუნქტამდე, ანუ 6,5%-ით დაეცა. RTS-ის ინდექსი, რომელიც რუსეთის საფონდო ბაზრის მთავარი ინდიკატორია, 1367 პუნქტამდე, ანუ 7,29%-ით დაეცა. უკანასკნელად RTS-ი 2020 წლის თებერვალში იყო 1400 პუნქტზე დაბლა. რუსეთის უმსხვილესი კომპანიების, „გაზპრომის“, „სბერისა“ და „იანდექსის“ აქციები ასევე დაეცა საშუალოდ 10%-ით. ანალიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ... Читать дальше...
არავისთვის უცხო არაა შეგრძნება, რომ გარშემო კარგი აღარაფერი ხდება. მთელი დღე მხოლოდ ცუდი ამბების მოსმენა ადამიანს უიმედობასა და პანიკაში აგდებს. როცა მიხვდა, რომ ნეგატიურ ინფორმაციას ვეღარ უმკლავდებოდა, თეონა ფუტკარაძემ ტელევიზორის ყურება შეწყვიტა. „5 წელია ტელევიზორს არ ვუყურებ… თუ ისეთი პოლიტიური მოვლენები ხდება, რომლის მონაწილე შეიძლება მეც ვიყო, ფეისბუკით ან ტვიტერით ვიგებ. უარყოფითი ინფორმაციის წაკითხვას თავს ვარიდებ… როდესაც ყოველდღიურად გხვდება პოსტი, რომ ვიღაცა მოკლეს და შემდეგ ამ პოსტებს დაუსრულებლად აზიარებენ... ასეთ დროს ვცდილობ... Читать дальше...
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ საკრებულოს წევრებს. „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევებით და გაყალბდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიყვანა ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი მებრძოლი პარტიის განადგურების ყველანაირი მცდელობა დამარცხდა და ჩვენ წლებთან ერთად გავმრავლდით. ყველა შევიწროების მიუხედავად, ჩვენ გვყავს 500-ზე მეტი წევრი. Читать дальше...
ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გაცოცხლებული პოლემიკა ელენე დარიანის ვინაობისა თუ დარიანული ციკლის ლექსების ავტორობის გარშემო (პაოლო იაშვილის მისტიფიკაცია თუ ელენე ბაქრაძის ფსევდონიმი?), ბედის ირონიამ და საქართველოს კულტურის სამინისტრომ, მოულოდნელად, დაბალი კულტურის, გნებავთ, საქმის გარჩევის მცდელობაში გადაზარდა. მიზანი ქართული პოლიტიკის ზერელე დამკვირვებლისთვისაც კი მარტივი ამოსაცნობია: „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრი ცდილობს წიგნის, „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ გამოცემისას გაპარული შეცდომების მძიმე დანაშაულად გასაღებას და... Читать дальше...
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება უკრაინისათვის, რათა რუსეთის პოტენციური თავდასხმის მოგერიებაში დაეხმაროს ქვეყანას, რომლის საზღვრებთან კვლავ რჩება თავმოყრილი რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალა.
ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. მისი წევრები მიზანად ისახავენ შესაბამისი თანხის ერთ კვირაში შეგროვებას. „საზოგადოებას მოეხსენება, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოითხოვა „ელენე ბაქრაძე - დარიანის“ ლიტერატურის მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი. ვინაიდან საზოგადოებაში წიგნით დაინტერესება ძალიან დიდია, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად. Читать дальше...
შეიძლება თუ არა, გალში სოხუმიდან ჩატანილი ნაგვის ზუგდიდში გადამუშავებამ უფრო მეტი პრობლემა გადაჭრას, ვიდრე გალელი ქართველების ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაა? იდეა ჯერჯერობით მხოლოდ არაოფიციალურად განიხილება. სოფელ შაშიკვარაში ქარიანი დღეები არ უყვართ. „როგორც კი ქარი დაუბერავს, სახლამდე ზამთარ-ზაფხულ საშინელი სუნი აღწევს. ზაფხულში უფრო მძაფრია, რა თქმა უნდა. გვწამლავენ თუ რა ხდება, არ ვიცი", - მეუბნება 72 წლის ბონდო ქარჩავა. მისი სახლი სოფლის ნაგავსაყრელიდან 500-600 მეტრით არის დაშორებული. ბონდოს სოფელი ოკუპირებულ რეგიონში... Читать дальше...
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სამშაბათს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. საუბარი ეხებოდა ევროპაში უსაფრთხოების თაობაზე მოლაპარაკებებს, რომლებიც გასულ კვირაში შედგა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობა დაძაბულობის დეესკალაციისთვის. პრესსამსახურის თანახმად, ეს დაძაბულობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრასთან, ღრმა შეშფოთებას იწვევს. Читать дальше...
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ ბუსტერ დოზით, რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, „სპუტნიკ ლაითით“ აიცრა. როგორც მისი პრესსამსახური იუწყება ბიბილოვი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას, განრიგის შესაბამისად აგრძელებს. ბიბილოვმა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ოსურ მედიასთან. მისი თქმით, COVID - 19-ის გავრცელების შესაჩერებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. „თუ ადამიანი პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე, მაშინ ის აიცრება. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე... Читать дальше...
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 19 იანვარს კიევში ჩავა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს დასავლეთის შიშის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება. ბლინკენი ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება, რათა „კვლავ დაადასტუროს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა“, შემდეგ კი ის გაემგზავრება ბერლინში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან. Читать дальше...
დევნილთა მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO). ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ სანატორიუმ „ქართლიდან" დევნილები გადაიყვანონ უსაფრთხო და ადეკვატურ საცხოვრისში. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით სანატორიუმი „ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტს და 16 იანვარს ადგილზე მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ... Читать дальше...
რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის რეალისტური სცენარი. “რუსეთის შეჭრა უკრაინაში რეალისტურ მიდგომად არ მიმაჩნია. რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. უკრაინა ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა გადადგას ეს ნაბიჯი, უნდა გადახედოს ...
“პატრული რო მძღოლებს უყვირის ნანახი გაქვთ? აი ასე, მიდიხარ შენთვის და ვიღაც მუტრუკი მიკროფონში, ყველს გასაგონად გიღრიალებს: “იმოძრავე, რატო გაჩერდი, გადადი მარჯვნივ, რას აკეთებ!” ვინმე უჩინომ მასე რო გიღრიალოს, მინიმუმ მზერით ხო მაინც გაანადგურებ? პატრულს მასე რო გახედო, მაგაზეც შეიძლება დაუმორჩილებლობისთვის დაგაჯარიმონ. ხოდა აი მაგ ღრიალში ჩანს სახელმწიფოსა და მოქალაქეების დამოკიდებულება ყველაზე კარგად. ერთ მხარეს ...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გფრ-ს ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ პირველად ჩავიდა ვიზიტით მოსკოვში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო უკრაინის გარშემო ვითარება. როგორც ბერბოკმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა პრესკონფერენციაზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის კონცენტრირება დიდ შეშფოთებას იწვევს. მისი სიტყვებით, ჯარები თავმოყრილია რაიმე ცხადი მიზეზის გამო და „ძნელია, ეს არ იქნეს მიჩნეული მუქარად“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა... Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში, ფონიჭალაში პოლიციელის ცემის საქმეზე სამი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი 17 იანვარს ერთ-ერთი მაღაზიის რიგში მოხდა. პოლიციელი კი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მიმდინარე გამოძიების შესახებ. ამ საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საიამ გენერალურ პროკურატურას 2020 წლის ოქტომბერში მიმართა. ორგანიზაცია თვლის, რომ გამოძიება ამ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე არასრულყოფილად მიმდინარეობს. ამის თქმის საფუძველს ორგანიზაციას შემდეგი გარემოებები აძლევს: გელათის სამონასტრო კომპლექსში... Читать дальше...
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს. „როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა, შემიძლია განვაცხადო, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს. ეს არის თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი და ის, რასაც ჩვენ სხვა პარტნიორებთან, აშშ-სთან, ნატო-სთან ...
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 19 იანვარს მოსკოვში უმასპინძლებს თავის ირანელ კოლეგას, ებრაჰიმ რაისის. მოლაპარაკებების მთავარი საკითხია ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის. ეს რაისის მესამე ვიზიტი იქნება უცხოეთში. აგვისტოში პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ მან იმოგზაურა ტაჯიკეთსა და თურქმენეთში. ასევე ეს იქნება მოსკოვში ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2017 წლის შემდეგ. მოსკოვსა და თეირანს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირები აქვთ. Читать дальше...
К составу любительской команды могут присоединиться не только грузинские игроки, но и все желающие, вне зависимости от уровня подготовки
Госдума приняла в третьем чтении закон о пожизненном заключении для педофилов-рецидивистов
"ჯორჯიან ეარვეისის", ყოფილი აირზენას გაყიდვის შეთავაზება გამოქვეყნებულია ავიაკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას კომპანიის, Georgian Business Brokerage-ის ვებსაიტზე. იმისათვის, რომ "ჯორჯიან ეარვეისმა" ქართული კომპანიის სტატუსი შეინარჩუნოს უცხოელი ინვესტორი შეიძლება მხოლოდ მის 49 პროცენტს ფლობდეს. ამჟამად, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2021 წლის 31 დეკემბრიდან რეაბილიტაციის რეჟიმში მუშაობს. ეს არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცესი... Читать дальше...
Основное отличие действующей методологии формулы от старой заключается в том, что бытовые вещи и техника больше не влияют на баллы при определении статуса семьи
ახალი ანგარიშის თანახმად, თალიბანის მმართველობას „გამანადგურებელი გავლენა“ აქვს ქალებსა და გოგონებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში „ვირტუალურ მძევლებად“ იქცნენ მას შემდეგ, რაც გასამხედროებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ შარშან აგვისტოში ჩაგდო ხელში ძალაუფლება. Human Rights Watch-მა (HRW) და სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SJSU) ადამიანის უფლებების ინსტიტუტმა შეისწავლეს ხელისუფლების სათავეში თალიბანის მოსვლის შემდეგ ქალების მდგომარეობა პროვინცია ღაზნიში და 18 იანვარს გამოაქვეყნეს დასკვნები. 12 აგვისტოს ქალაქ ღაზნის დაკავების შემდეგ... Читать дальше...