შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში, ფონიჭალაში პოლიციელის ცემის საქმეზე სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი 17 იანვარს ერთ-ერთი მაღაზიის რიგში მოხდა. პოლიციელი კი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო.