“პატრული რო მძღოლებს უყვირის ნანახი გაქვთ? აი ასე, მიდიხარ შენთვის და ვიღაც მუტრუკი მიკროფონში, ყველს გასაგონად გიღრიალებს: “იმოძრავე, რატო გაჩერდი, გადადი მარჯვნივ, რას აკეთებ!”
ვინმე უჩინომ მასე რო გიღრიალოს, მინიმუმ მზერით ხო მაინც გაანადგურებ? პატრულს მასე რო გახედო, მაგაზეც შეიძლება დაუმორჩილებლობისთვის დაგაჯარიმონ.
ხოდა აი მაგ ღრიალში ჩანს სახელმწიფოსა და მოქალაქეების დამოკიდებულება ყველაზე კარგად. ერთ მხარეს არის ყველფრის უფლების მქონე სახელმწიფო, მეორე მხარეს კი სრულიად უუფლებო მოქალაქე. გაპროტესტების უფლებაც რომ არ აქვს ისეთი.
არა და ხელოსანი რო დაიქირაოთ და ასე გიღრიალოს ხომ გაუშვებთ სამსახურიდან? და პოლიციელს რატომ ვუთმენთ? მინისტრს? ეგენიც ჩვენი დაქირავებულები არიან.
პ.ს. თუ ვერ მიხვდით, ეგ ღრიალი იყო კულტ. სამინისტროს გუშინდელი წერილიც,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.