Мы в Telegram
Добавить новость

Более 5 тыс писем написали школьники Химок для бойцов СВО

В Информационный центр СК России за сутки поступило 458 обращений

Эксперт Мурадян назвал востребованными IT-профессии для выпускников 9 классов

Губернатор Кировской области передаст в дар Музею Победы реликвии военных лет



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2021

Новости за 22.12.2021

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი წყვეტს საქართველოს არჩევანს? - როცა კრემლი საზღვრებს ნატოსაც "უწესებს"

მაშინ, როცა კრემლი ნატოსთვის წითელი ხაზების დაწესებას ცდილობს და ალიანსში უკრაინა-საქართველოს გაწევრიანებაზე გარანტირებულ უარს ითხოვს, საზოგადოების ერთმა ნაწილმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის  მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება.

Radiotavisupleba.ge 

როკის გვირაბთან ზვავის ქვეშ მოყოლილ რუს ჯარისკაცს, მეორე დღეა, ვერ პოულობენ

მეხუთე სამხედრო მოსამსახურის ძებნა, რომელიც როკის გვირაბთან ზვავში მოყვა, გამთენიამდე შეჩერდა, - ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ აცამაზ ბესტაუთიმ. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება. სამუშაოები ღამით შეჩერდა და გამთენიისას განახლდება. პარალელურად, ადგილზე რჩება მორიგე ჯგუფი, რომელიც აგრძელებს მუშაობას. სამძებრო სამუშაოებში 40-ზე მეტი მაშველი და სპეციალური ტექნიკაა ჩართული. ბესტაუთის თქმით, სამუშაოებს უამინდობა ართულებს. 21... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ძალიან სტრესულ მდგომარეობაში იყო ამ დღეებში“,  - რა მოუვიდა რამაზ გერლიანს

რამაზ გერლიანი, მართალია, იპოვეს და ახლა უსაფრთხოდაა, მაგრამ გამოიძიებს პოლიცია გარემოებებს, რომლებმაც იგი აიძულა თვითმკვლელობაზე ეფიქრა? „37-ე დღეა ეს ადამიანი ითხოვს, დაიწყოს გამოძიება პოლიციელის, გიორგი გოგნიაშვილის მიმართ. არ დაიწყო“, - ამბობს რამაზ გერლიანის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 40 წლის რამაზ გერლიანი ყოფილი საჯარო მოხელეა. ადრე ის გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, ამჯერად კი „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტია. მეუღლეს, ია ჯინჭველაძეს, ერთი წლის წინ გაშორდა, მასთან ორი შვილი ჰყავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის პრემიერის თქმით, ქვეყანაში არ განხილულა ნატოს ჯარების განთავსება

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი ამბობს, რომ მის მთავრობას არც უმსჯელია და არც რაიმე გადაწყვეტილება მიუღია ქვეყანაში ნატოს ჯარების განთავსებაზე, როგორც საპასუხო ზომაზე უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდასთან მიმართებით.  პეტკოვი ამ განცხადებებით გამოვიდა 22 დეკემბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა, სტეფან იანევმა თქვა, რომ ბულგარეთში - რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია - დამატებითი ჯარების განთავსება "არ უპასუხებს" ქვეყნის და მისი მოკავშირეების ინტერესებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გზას უხსნის ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას

გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის ხელშეწყობას - იმ ფონზე, როცა ომით გაჩანაგებული ქვეყანა ჰუმანიტარული კრიზისის პირას არის მისული, მას შემდეგ, რაც აგვისტოში ხელისუფლება თალიბანის მებრძოლებმა ჩაიგდეს ხელში. რეზოლუცია, რომელიც ერთხმად დამტკიცდა 22 დეკემბერს, ნებართვას გასცემს "თანხების, სხვა ფინანსური ობლიგაციების თუ ეკონომიკური რესურსების გადახდაზე და საჭირო საქონლის თუ მომსახურების გამოყოფაზე საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ორსული ცოლის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს თბილისში, ვარკეთილში „სასტიკი მკვლელობის ფაქტი“. წინასწარი ინფორმაციით, 23 წლის ორსული ქალი რამდენიმე ჭრილობის მიყენების შემდეგ გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა/109-ე მუხლით (რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში) დააკავა გარდაცვლილი ქალის ქმარი.

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პოლიტიკოსებსა და სახალხო დამცველს

ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვდა პოლიტიკოსებსა და სახალხო დამცველს. შეხვედრის შემდეგ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ თქვა, რომ საზოგადოებაში, მედიასა და პოლიტიკოსებში არასწორი წარმოდგენაა  პროცესის შესახებ. „როგორც სალომე ზურაბიშვილმა ამიხსნა, საუბარია პროცესის წამოწყებაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნის უახლესი წარსულის გააზრებას და ამის ბაზაზე ერის კონსოლიდაციას გარკვეულ საკითხებზე. ეს პროცესი არანაირად არ მოიაზრებს იმას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მოსახლეობის ზრდის ტემპი ყველაზე დაბალია ქვეყნის ისტორიაში

კორონავირუსის პანდემიის პირველ წელს აშშ-ის მოსახლეობის ზრდის ტემპი ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, რასაც ხელი შეუწყო იმიგრაციის შემცირებამ, გადადებულმა ორსულობებმა და COVID-19-თან კავშირით ასი ათასობით ადამიანის სიკვდილმა - მონაცემები აშშ-ის აღწერის ბიურომ გამოაქვეყნა. აშშ-ის აღწერის ბიუროს მიერ 21 დეკემბერს გავრცელებული მონაცემებით, 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე ამ ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 0.1 პროცენტით, ანუ 392,665 ადამიანით გაიზარდა, რითაც ქვეყნის მოსახლეობის სრული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია შეხვდა ილია მეორეს

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. „მოგეხსენებათ, რომ 25 დეკემბერს არის პატრიარქის აღსაყდრების 44 წელი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მე უნდა მიმელოცა. სამწუხაროდ, ადრე მომიწია, იმიტომ, რომ 25 დეკემბერს საქართველოში არ ვიქნები და ეს იყო ძირითადი მიზეზი, რატომაც ასე ადრე მომიწია“, - თქვა მან. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური საქმიანობის შესახებაც ილაპარაკა. „ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენციაში, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა. ის მიეძღვნა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს საგარეო პოლიტიკას. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ როგორც ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში ესკალაცია და დაძაბულობაა. მისი შეფასებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ ამ დაძაბულობაზე პასუხი რეალობას აცდენილია. „ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰოლანდიელი პროკურორები სამუდამო პატიმრობას ითხოვენ MH17-ის კატასტროფაში ეჭვმიტანილთათვის

ჰოლანდიელმა პროკურორებმა სამუდამო პატიმრობის მისჯა მოითხოვეს რუსეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქისთვის, რომლებსაც დაუსწრებლად ასამართლებენ 2014 წელს უკრაინის თავზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის, რასაც 298 ადამიანი შეეწირა. 22 დეკემბერს წარმოთქმულ შემაჯამებელ სიტყვებში პროკურორებმა თქვეს, რომ განსასჯელებმა მონაწილეობა მიიღეს იმ სარაკეტო სისტემით მომარაგების პროცესში, რომელიც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა გამოიყენეს მალაიზიის ავიახაზების MH17 თვითმფრინავის ჩამოსაგდებად. ... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

"რონდელის მსოფლიო რადარი": რუსეთის დიპლომატია "შუბლზე მიბჯენით"/შოლცის კოალიციის დილემა/"იამალ 2"-ის ტრიუკი/ირანის საკითხი და დრო/

"სამწუხაროდ, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის, თუ არ ჩავთვლით რეზოლუციის პროექტს, ცალკეულ შეფასებებსა და კომენტარებს, არავითარ აქტივობას არ ვხედავ იმაზე, რასაც აკეთებს რუსეთი მთელი თავისი იერარქიით. ამაზე მნიშვნელოვანი და ხიფათისშემცველი განცხადებები დიდი ხანია არ გაკეთებულა", -

Radiotavisupleba.ge 

პენიტენციური სამსახური მზადაა გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის სანახავად შეუშვას

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადაა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუშვას. ინფორმაცია თავად პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. "სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად მას შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს", - აცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე აღნიშნულია, რომ შესაბამისი განცხადებით მარგველაშვილმა მათ 20 დეკემბერს მიმართა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერთი გარდაცვლილი და ათი დაშავებული – ვერტყვიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა. არმატურის საამქროს სახურავის რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი, დაშავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები და ისინი ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის კლინიკებში გადაიყვანეს. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, არცერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის. "დროებითი ნაგებობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა საქართველოს 7 და ჩინეთის 3 მოქალაქე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერი და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ირანზე მსჯელობენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველთან, ისრაელში ვიზიტით მყოფ ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელი ეწინააღმდეგება მოლაპარაკებას, რომელიც მიზნად ისახავს ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების განახლებას. სალივანმა ბენეტს 22 დეკემბერს უთხრა, რომ აშშ და ისრაელი უსაფრთხოების რიგ საკითხებთან მიმართებით "კრიტიკულ ეტაპზე" არიან და მათ ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება ესაჭიროებათ. სალივანის ვიზიტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე “თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრაში ბრალდებულები, გიორგი ოძელაშვილი, ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი, 5 000-5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 22 დეკემბერს მიიღო. ოძელაშვილი, ალაზოვი და ელისბარაშვილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნისა და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ბრალდებით 8 ივლისს დააკავეს. სასამართლომ მათ პატიმრობა 10 ივლისს შეუფარდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 1 წლით გაუხანგრძლივა

საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივა საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ქვეყანაში კოვიდრეგულაციები დააწესოს. კანონპროექტი გამარტივებული სახით გავიდა კენჭისყრაზე და მას 77 მომხრე და 4 მოწინააღმდეგე ჰყავდა. კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, პარლამენტი საქართველოს მთავრობას 2020 წლის ივლისიდან რეგულარულად ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ისეთი კონსტიტუციური უფლებები, როგორებიცაა გადაადგილების თავისუფლება, დააწესოს კომენდანტის საათი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო დოლიძე - "დავიწყოთ გრძელვადიან საარჩევნო რეფორმაზე ფიქრი და არა ისეთზე, რომელიც ერთ არჩევნებს მოერგება"

"უნდა განხორციელდეს ისეთი რეფორმა, რომელიც იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული და დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია ისე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მის მიმართ ნდობა. რაღაც ნაწილში იყო გაუმჯობესება, მაგრამ ეს რეფორმა იყო მორგებული კონკრეტულად ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე", - ამბობს ნინო დოლიძე.

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის ამ ნაბიჯს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკააშვილის მითითებას უკავშირებს. „შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება. მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზარტული თამაშების ტელერეკლამა აიკრძალა, ამოქმედდა სხვა შეზღუდვებიც

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო აზარტული თამაშების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალა ტელერეკლამა და დაწესდა სხვა შეზღუდვები. კანონპროექტი სრულად კრძალავს სატელევიზიო რეკლამას აზარტული თამაშების შესახებ. გარდა ამისა, გაიზარდა მოთამაშეთა მინიმალური ასაკი 18 წლიდან 25 წლამდე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველ პირებს კი თამაშის უფლება სრულად აეკრძალათ. ხელისუფლების გათვლით, ასეთი მილიონამდე ადამიანია. რამდენიმე კანონში ერთდროულად შესული ცვლილებებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესში ჩაერთნენ AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრობლობს კორონავირუსის ახალი ვარიანტის, "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე. "ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად გადავდგით პირველი ნაბიჯები ვარიანტ "ომიკრონის" ვაქცინის შესაქმნელად, თუკი ეს აუცილებელი გახდება და მოპოვებულ მონაცემებს დაეყრდნობა", - განაცხადა კომპანიამ 21 დეკემბერს. ოქსფორდისა და AstraZeneca-ს "ადენოვირუსზე დაფუძნებული ვაქცინების ნებისმიერი ახალი ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენება პრინციპში უფრო სწრაფადაა შესაძლებელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობა ნაყოფიას თქმით, 180 ადამიანზე მეტი დარეგისტრირდა მოშიმშილედ

​"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილმა აქტივისტებმა და პოლიტიკოსების ნაწილმა შიმშილობა დაიწყეს. როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია ამბობს, ჯამში ამ ადამიანების რაოდენობა 180-ს აღემატება. "180 ადამიანი არის ამ წუთას დარეგისტრირებული მოშიმშილედ "ნაციონალური მოძრაობის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს რაოდენობა გაიზრდება მნიშვნელოვნად იმიტომ, რომ მსურველთა რიცხვი არის ძალიან ბევრი..." - თქვა მან. მოშიმშილეებს შორის არიან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრები - გიორგი ბარამიძე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟოზეპ ბორელმა უპასუხა ქართული ოპოზიციის წერილს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი იზიარებს საქართველოს ოპოზიციური პარტიების შეშფოთებას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების შეფერხების გამო. ამის შესახებ საუბარია ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელებისთვის 9 დეკემბერს გაგზავნილ წერილზე ბორელის საპასუხო წერილში, რომელიც 22 დეკემბრითაა დათარიღებული. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალაკვაძე: სააკაშვილმა დაბადების დღეზე მოსული სტუმრები აიძულა, დაეწყოთ შიმშილობა

"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის იძულებით დაიწყეს. ასე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში პარტიის შენობასთან "მასობრივი შიმშილობის" დაწყებას. "სააკაშვილმა თავის დაბადების დღეზე მოსული სტუმრები აიძულა, რომ დაეწყოთ შიმშილობა. წარმოუდგენელი ცინიზმია. ეს ვერ შეცვლის მართლმსაჯულების კუთხით ვერაფერს", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. ​მისი თანაგუნდელი შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილმა "შერიგების თემა" დახურა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოთხ ბელარუს აქტივისტს გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მინსკის სასამართლომ 22 დეკემბერს გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა ოთხ ანარქისტ აქტივისტს, რომელთაც ბრალი ედებოდათ ტერორიზმსა და იარაღის უკანონო შენახვაში. ოთხივე მათგანი ბრალდებებს უარყოფდა და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. სასამართლომ იჰარ ალინევიჩს და იარჰეი რამანაუს 20 წლით, დმიტრი რაზანოვიჩს - 19 წლით, დმიტრი დუდუსკის კი 18-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბელარუსში რეპრესიები გრძელდება მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ლუკაშენკამ მეექვსე ვადით გამოაცხადა თავი პრეზიდენტად... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Адвокат блогеров Чекалиных сообщил, что у них нет задолженности перед налоговой

Актриса Полина Лазарева: Я хотела создать кино, которое не покажется вторичным

Пасхальное богослужение прошло в главном храме Вооруженных сил России

Жители губернской столицы спасают летучих мышей и выпускают их в естественную среду

Музыкальные новости

Собянин: На Пасху городской транспорт будет работать дольше

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне

White Queen Birthday party «Королева морей»

Учащиеся класса Росгвардии приняли участие в военно-патриотической игре "Зарница 2.0" в Зеленогорске

Новости России

"Известия": интерес к профессии дизайнера одежды вырос в РФ впервые за пять лет

Захарова заявила об асимметричном ответе России в экономической и транзитной сферах на враждебные действия прибалтов

В главном храме Вооруженных сил РФ прошло пасхальное богослужение

Известный врач предупредил: майские шашлыки могут обернуться смертельным заболеванием

Экология в России и мире

«585*ЗОЛОТОЙ» усовершенствовала процесс обучения новых сотрудников через механизм наставников и стажеров

Производственные площадки АО «Желдорреммаш» в апреле посетило более 4700 школьников и студентов

С чем носить весной белые брюки: образы, которые вас омолодят

Сериал «Нулевой пациент». Почему повторение истории в наши дни невозможно?

Спорт в России и мире

"Я играю и зарабатываю хорошие деньги, но...". Рыбакина назвала главную проблему в женском теннисе

Соболенко уступила Свентек в финале турнира WTA-1000 в Мадриде

Потапова и Павлюченкова вышли в полуфинал турнира WTA в Мадриде в парном разряде

Российский теннисист Рублев вышел в финал турнира «Мастерс» в Мадриде

Moscow.media

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса

"Остановись, я уйду!"

Столичные росгвардейцы оказали помощь подросткам, врезавшимся на самокате в уличный фонарь

В преддверии Дня Победы в Великой Отечественной войне росгвардеец рассказал о поисковой деятельности











Топ новостей на этот час

Rss.plus






Московский планетарий: пик метеорного потока Аквариды придется на ночь на 6 мая

Матч тульского «Арсенала» и московской «Родины» закончился ничьей

Птицы в Дубне больны орнитозом

Фильм «Хитровка. Знак четырёх». Часть 2. Как попасть из Хитроу на Хитровку?