Мы в Telegram
Добавить новость

В Подмосковье в преддверии 9 Мая прошло мероприятие «Наследники Победы в строю!»

Правительство РФ ввело временный запрет на экспорт сахара до 31 августа

Редкие артефакты обнаружили археологи в Краснодарском крае

Выдача новых кредитных карт в городе увеличилась почти на 7% в марте



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2021

Новости за 11.12.2021

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა

ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებების“ თანათავმჯდომარემ, 41 წლის კირილ პეტკოვმა, 12 დეკემბერს მოსახლეობას მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ პეტკოვის პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში წარმოდგენილ სამ მემარცხენე და მემარჯვენე-ცენტრისტულ ოპოზიციურ პარტიებთან 11 დეკემბერს მიაღწია კოალიციურ შეთანხმებას. პეტკოვის პარტია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს“ მომავალ კაბინეტში 21 მინისტრის სავარძლიდან 10-ს დაიკავებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიქტორ სანიკიძე ერთხმად აირჩიეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად

ქართულ კალათბურთს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა და სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას ხმის უფლების მქონე ოცდაცხრამეტივე დელეგატმა დაუჭირა მხარი. ვიქტორ სანიკიძეს გამარჯვება პირველმა მიულოცა ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, რომელსაც არჩევნებში თავადაც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხსნა, ერთადერთი კონკურენტის სასარგებლოდ. სანიკიძე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პირველი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს სახელით

მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ საქართველოს დროშის ქვეშ პირველ წარმატებას მიაღწია. 19 წლის სპორტსმენი, ხორვატიაში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე - Golden spin of Zagreb 2021-ზე ჩემპიონი გახდა. ქალთა კატეგორიაში, შეჯიბრებაში მონაწილეობა თხუთმეტი ქვეყნის ოცდასამმა მოციგურავემ მიიღო. გუბანოვამ მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა, თავისუფალში კი მესამე საფეხურს დასჯერდა, მაგრამ ესეც ეყო საერთო შედეგით ოქროს მედლის მოსაპოვებლად. ზაგრების ტურნირზე, საქართველოს დელეგაციამ ერთი მედალი... Читать дальше...

News.ge 

How to Select Online Slots That Meet Your Gaming Needs

The majority of online slots adhere to the same basic rules of regular slots, which is that you get a set number of free spins each round of the game and you must pay out mahjong connect the winnings to reels. There is only one difference: you are able to select any number of free ...

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ აფრიკელი ექიმების დაკვირვებით, ომიკორნით გამოწვეული დაავადება მოსალოდნელზე ნაკლები სიმძიმისაა

სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა, რომლებმაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ორი კვირის წინ გააკეთეს გაფრთხილება, აცხადებენ, რომ ვერ იპოვეს ნიშანი იმისა, რომ ომიკრონი ქვეყანაში უფრო მძიმე დაავადებებს იწვევდეს. მიუხედავად მეცნიერების განცხადებისა, რომ მონაცემების შესასწავლად და საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად საჭიროა უფრ მეტ დრო, სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ჯო ფაალმა განაცხადა, რომ დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით მონაცემები პოზიტიურია. საავადმყოფოებიდან მიღებული ცნობების თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის აღმოსავლეთში ათობით ტორნადომ სულ მცირე 50 ადამიანი იმსხვერპლა

აშშ-ის აღმოსავლეთში 11 დეკემბერს დამანგრეველმა ტორნადოებმა დიდი ზიანი მიაყენა 6 შტატს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები კენტუკის, არკანზასის, ტენესის, მისოურისა და ილინოისის შტატების ხელმძღვანელობამ გაავრცელა. კენტუკის გუბერნატორმა მოსახლეობის მისამართით გაკეთებული მიმართვის დროს აღნიშნა, რომ მხოლოდ მის შტატში ტორნადომ იმსხვერპლა სულ მცირე 50 ადამიანი. სტიქიურმა უბედურებამ კენტუკის შტატში ყველაზე მეტად დააზიანა გრეივსის ოლქი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი მეიფილდი. ტენესის შტატში სტიქიის შედეგად სამი ადამიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონი „ენისეი" დაამარცხა

რაგბის პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი გახდა ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში უმასპინძლა უმთავრეს კონკურენტს - რუსეთის ჩემპიონ კრასნოიარსკის „ენისეის" და ანგარიშით 27:20 დაამარცხა. ამ თამაშამდე აღმოსავლეთ კონფერენციაში სწორედ „შავი ლომი" და „ენისეი" ლიდერობდნენ 11-11 ქულით. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ კი „შავი ლომი" სამქულიანი უპირატესობით დაწინაურდა. მომავალ შეხვედრას ქართველი მორაგბეები 18 დეკემბერს გამართავენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ უკრაინას სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრების გასაძლიერებლად $20 მილიონს გამოუყოფს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო მონაკვეთების გაძლიერების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში უკრაინა აშშ-ისგან 20 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარებას მიიღებს. პროექტი დაიწყება 2022 წლის იანვარში და იგი უკრაინელი მესაზღვრეებისათვის სხვადასხვა სახის აღჭურვილობის, მათ შორის, უპილოტო საავიაციო სისტემების, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიდეოთვალთვალის მოწყობილობის მიწოდებას ითვალისწინებს. ამ დახმარების კომენტირების დროს, უკრაინაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თეირანი აცხადებს, რომ ბირთვული შეთანხმების გამოცოცხლების თაობაზე მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ მისი მთავრობა „სერიოზულად“ ეკიდება ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ერთად მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას. „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ მოლაპარაკებებს და თუ მეორე მხარე სერიოზულად მოეკიდება სანქციების გაუქმებას, მივაღწევთ კარგ შეთანხმებას. ჩვენ ნამდვილად ვესწრაფვით კარგ შეთანხმებას“, - მოჰყავს ირანის პრეზიდენტის სიტყვები ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს. ირანის პოლიტიკური ლიდერის ამ განცხადების ფონია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს ბლოკირებული აქვს აზოვის ზღვის დიდი ნაწილი

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთს ბლოკირებული აქვს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ირგვლივ აზოვის ტერიტორიის დაახლოებით 70% იმ ესკალაციის ფონზე, რომელსაც ურთიერთობის უკიდურესი გართულება მოჰყვა რუსეთსა და უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს შორის. „ამჟამად რუსეთმა გაავრცელა სანავიგაციო გაფრთხილება გარკვეულ რაიონში გემების ცურვის შეზღუდვის შესახებ, სავარაუდოდ, მარიუპულის, ბერდიანსკისა და გენიჩესკის რაიონების მახლობლად საარტილერიო სროლების გამო“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საზღვაო... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანია: გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე და მივიღე რისხვა

გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბუნებაზე და მივიღე რისხვა, უთხრა ჟურნალისტებს გიული ალასანიამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ გორის ჰოსპიტალთან, შვილის მონახულების შემდეგ. „მითხრა, შენ მე ვინ გგონივარო. აქ, ჩემ ქვეყანაში რისთვის ჩამოვედი, რომ კიდევ სადღაც წავიდეო? მოკლედ, ჩემგან ეს ძალიან არ მოეწონა”, - ამბობს ალასანია. მისივე ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს აწუხებს თავის ტკივილი, უძილობა და კუნთების ტკივილი. ალასანიამ სააკაშვილისთვის პატიმრობაში ყოფნის ფსიქოლოგიურ სირთულეს გაუსვა ხაზი. „რაც მახსოვს, ადამიანი სულ მოძრაობაში იყო. Читать дальше...

News.ge 

არჩილ თალაკვაძე: …რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სანამ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულს არ აღიარებს, რაიმე შერიგებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. მისივე თქმით, შერიგება და შეთანხმება ყოველთვის სამართლიანობასა და მის პრინციპებს ეფუძნება. “ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნამდვილად წარმოადგენს ზეპარტიულ ინსტიტუტს, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია. შერიგება და შეთანხმება ყოველთვის ეფუძნება სამართლიანობასა ...

News.ge 

“ქართული ოცნების” დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. არჩევნები დღეს ჩატარდა, კანდიდატი კი მხოლოდ სანიკიძე იყო. კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ახალი პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატურა სწორედ მის სასარგებლოდ მოხსნა. სანიკიძემ არჩევნების შემდეგ თქვა, რომ პასუხისმგებელა ყველა იმ წარმატებაზე, რაც ქართულ კალათბურთს წინ ელოდება. ისაუბრა ასევე პაატა გურასპაულზე და აღნიშნა, რომ კონფიგურაციის შესახებ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. ...

Radiotavisupleba.ge 

ლინკევიჩუსი: რუსეთი ახლა უფრო მეტს ითხოვს. მეტი დათმობა არ იქნება

მეტი დათმობა არ იქნება, აცხადებს ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მოთხოვნაზე, გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების დაპირება. “2008 წლის NATO-ს სამიტზე ჩვენ ვერ დავარწმუნეთ მოკავშირეები, MAP-ი მიენიჭებინათ უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები კამათობდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირება იქნებოდა. პროვოცირება პირიქით მოხდა - რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, დაიკავა ყირიმი და ახლა უფრო მეტს ითხოვს. მეტი დათმობა არ იქნება!" - წერს ლინკევიჩუსი ტვიტერზე. 10 დეკემბერს... Читать дальше...

News.ge 

ლინას ლინკევიჩუსი: დათმობა აღარ იქნება!

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის „მაპის“ მინიჭებაზე უარის თქმას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება და ყირიმის მიტაცება მოჰყვა, ახლა კი რუსეთი კიდევ მეტს ითხოვს. „2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, მიენიჭებინათ „მაპი“ უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს გამოიწვევდა რუსეთის ...

News.ge 

გიული ალასანია: გავბედე და მიშას ვკითხე, უკრაინაში დაბუნებაზე და მივიღე რისხვა

ინტერესის გათვალისწინებით გავბედე და ვკითხე, უკრაინაში დაბუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა, მითხრა, შენ მე ვინ გგონივარ, აქ, ჩემს ქვეყანაში რისთვის ჩამოვედი, რომ კიდევ სადღაც წავიდეო? მოკლედ, ჩემგან ეს ძალიან არ მოეწონა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა, სადაც შვილი მოინახულა. როგორც გიული ალსანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მესამე პრეზიდენტს ხშირად აწუხებს თავის ...

Radiotavisupleba.ge 

ინტერვიუ სტივენ ჯონსთან

ცნობილი ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, სტივენ ჯონსი  თვლის, რომ საქართველოში „დემოკრატია სწორად არ მუშაობს“, რომ მოქალაქეების რეალურ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში სხვაგვარი სისტემის მოფიქრება და მასშტაბური საარჩევნო რეფორმა სჭირდება, რადგან დღევანდელი სისტემა „არაფუნქციურია“. საერთოდაც, სტივენ ჯონსი ფიქრობს, რომ აშშ-ის მთავრობის დახმარება საქართველოსთვის სწორედ სისტემური რეფორმის ხელშეწყობას უნდა მოემსახუროს. მასთან ამ ინტერვიუს ჩაწერის ერთ-ერთი საბაბი გახლდათ  ონლაინ გამოცემა Ponars Eurasia-ში გამოქვეყნებული მისი თვალსაზრისი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩემი ამოცანა არაა “ოცნების” განადგურება და უსამართლო სისტემაზე დაპატრონება - ხოშტარია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ეხმაურება „შერიგების” ინიციატივას. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ის ამ სიტყვას არასწორს, ყალბს და კომიკურს უწოდებს. „თითქოს ოცნება და ოპოზიცია, ანუ ჩვენ პოლიტიკოსები, უნდა შევრიგდეთ. თითქოს გაბუტულები ვიყოთ… ოპონენტები ვართ და უნდა ვიყოთ”, - წერს ხოშტარია და ამატებს: „თითქოს დანაშაულები უნდა ჩამოიწეროს. დანაშაულების ჩამოწერა უდანაშაულობის და უსამართლობის განცდას ისე გააძლიერებს, რომ ხალხსაც გული აერევა ყველაფერზე და ჩვენც კიდევ უფრო თავხედები გავხდებით, სახელმწიფო კი ფუნქციას დაკარგავს”. Читать дальше...

News.ge 

მამუკა გამყრელიძე: რუსეთი დასავლეთს თამაშის ახალ წესებს სთავაზობს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების სათაურიც და შინაარსიც გვიჩვენებს თუ რა ორმხრივ მოთხოვნებსა და დათმობებზე იქნებოდა საუბარი ბაიდენ-პუტინის დიალოგის დროს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი დასავლეთს თამაშის ახალ წესებს სთავაზობს. „რუსეთის მოთხოვნა კატეგორიული და “იმპერატიულია”, შეჩერდეს ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთ მიმართულებით, არ მოხდეს შეტევითი შეიარაღების ...

Radiotavisupleba.ge 

"აშკარაა, რომ საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო სისტემა, რომელიც საქართველოშია, არაადეკვატურია" - ინტერვიუ სტივენ ჯონსთან

ცნობილ ისტორიკოსსა და პოლიტოლოგ სტივენ ჯონსთან გასაუბრების სურვილს განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. იცი, რომ ის საქართველოზე მუშაობას და ფიქრს არასდროს წყვეტს. ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა თვალსაზრისი - "არასწორი მმართველობის ბატონები საქართველოში". ინტერვიუზე ჩვენს შეთავაზებას მისი თანხმობა მოჰყვა:

Radiotavisupleba.ge 

სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის მოთხოვნა ნატოსადმი, რომ არ დაუშვას უკრაინის ალიანსში გაწევრიანება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის მოთხოვნა დასავლეთისადმი, არ დაუშვას უკრაინის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და შეახსენა მოსკოვს, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს მისი წევრი ქვეყნები და თავად უკრაინა წყვეტენ. „ნატოს ურთიერთობას უკრაინასთან წყვეტენ 30 მოკავშირე ქვეყანა და თავად უკრაინა და არავინ სხვა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 11 დეკემბერს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი არ არის გატეხილი, მთავარი ეგ არის - ბუბა კიკაბიძე

სააკაშვილი არ არის კარგად, ამას კითხვაც არ უნდა, - ამბობს ბუბა კიკაბიძე, მომღერალი და „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ. „არ არის გატეხილი, მთავარი ეგ არის”, - ამბობს ის და ამატებს: „ვილაპარაკეთ, ზელენსკი როგორ შემხვდა. ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ-მეთქი. მითხრა, დღესვე დავიწყებ რეკვასო. იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ, მოვუვლით და მივხედავთო”. ექსპრეზიდენტი მიხეილ... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

МИД РФ: рецидивы эскалации между Ираном и Израилем возможны

Китай аплодирует тому, как Россия арестовала активы американского банка JPMorgan

Генеральша Мария Китаева, о которой почему-то не принято говорить вслух

Путин и патриарх Кирилл в храме Христа Спасителя обменялись подарками

Музыкальные новости

Впервые за семь лет: Якутянин Лев Павлов вышел в финал чемпионата России по вольной борьбе

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?

Росгвардейцы из Минусинска заняли призовое место на Межрегиональном турнире по пулевой стрельбе, посвященном памяти Героя России Ивана Кропочева

Россия, Культура, Театр и Дети: Бурятская цирковая судьба Аригмы Цыремпиловой

Новости России

Пушков заявил, что мигранты в Великобритании потребуют престол для сына принца Гарри

Путин и патриарх Кирилл в храме Христа Спасителя обменялись подарками

Пасхальное богослужение проходит в Главном храме Вооруженных сил РФ

С видом на Петра I. В Москве продают квартиру почти за 2 миллиарда рублей

Экология в России и мире

Дети-пациенты посетили развлекательный центр

Продвижение новых песен с высоким результатом

В Турции российскую туристку выгнали с криками из люксового магазина без объяснения причин

Работники СЛД «Узловая» филиала «Московский» ООО «ЛокоТех-Сервис» приняли участие региональном этапе «Время молодых. Работники»

Спорт в России и мире

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде

Российский бизнесмен обвинил Алькараса в договорных матчах. Он направил письмо в ATP

Российский теннисист Рублев вышел в финал турнира «Мастерс» в Мадриде

"Я играю и зарабатываю хорошие деньги, но...". Рыбакина назвала главную проблему в женском теннисе

Moscow.media

Сентябрьское утро

Байконур всё. Россия покидает космодром, а у Казахстана появляется новое пастбище для скота.

Росгвардейцы обеспечили безопасность во время футбольного матча в Москве

Компания BelkaCar нарастила выручку до 5,3 млрд по результатам 2023 года











Топ новостей на этот час

Rss.plus






Генеральша Мария Китаева, о которой почему-то не принято говорить вслух

Пушков заявил, что мигранты в Великобритании потребуют престол для сына принца Гарри

Китай аплодирует тому, как Россия арестовала активы американского банка JPMorgan

Канцлер ФРГ Шольц: нападение на кандидата в Европарламент Экке является угрозой демократии