Мы в Telegram
Добавить новость

Захарова: РФ ответит на враждебные шаги стран Прибалтики асимметричными мерами

Синоптик Ильин рассказал о погоде в Москве на 9 Мая

МЧС предупредило об усилении ветра в Москве

Владимир Путин поздравил всех граждан России с Пасхой

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2021

Новости за 13.12.2021

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 12 ჩემოდანი კოკაინის საქმეზე, რომელიც არგენტინაში რუსეთის საელჩოში აღმოჩნდა

მოსკოვის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ 13 დეკემბერს გამოიტანა განაჩენი 12 ჩემოდანი კოკაინის საქმეზე, რომელიც 2018 წლის დეკემბერში არგენტინაში რუსეთის საელჩოს კუთვნილ სკოლაში აღმოჩნდა. ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ოთხი განსასჯელი: ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სავარაუდო მეთაური, ანდრეი კოვალჩუკი, არგენტინაში რუსეთის საელჩოს სამეურნეო ნაწილის უფროსი, ალი აიანოვი და ასევე მეწარმეები ვლადიმერ კალმიკოვი და იშტიმირ ხუჯამოვი. ბრალდების ვერსიით მსჯავრდებულებმა შეიძინეს და რუსეთის საელჩოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მელიას თქმით, „სანამ სააკაშვილი არის ტყვეობაში“ შერიგებაზე საუბარი აზრს მოკლებულია

ეროვნული შერიგების საკითხზე დაწყებულ დისკუსიას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც ის აცხადებს, სააკაშვილის გათავისუფლებამდე აზრს მოკლებულია შერიგებაზე საუბარი. „მნიშვნელოვანია ახლა მობილიზაცია, მნიშვნელოვანია ახლა რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლად ისმოდეს. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის უშიშროება ამტკიცებს, რომ „უკრაინული ნეონაცისტური დაჯგუფების“ 100 მომხრე დააკავეს

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ქვეყნის 37 რეგიონში ჩატარებული რეიდების დროს უკრაინული ნეონაცისტური დაჯგუფების ("М.К.У.) 106 მომხრე დააკავეს. ორ მათგანი, ეფ-ეს-ბეს თანახმად, ეჭვმიტანილია საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმის მზადებაში. რუსეთის სპეცსამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ცნობით, დაჯგუფების დამფუძნებელია 2000 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. რუსეთის ეფ-ეს-ბეს მტკიცებით იგი უკრაინის უშიშროების საფარქვეშ მოქმედებს . Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალმა „ტაიმმა“ ილონ მასკი წლის ადამიანად დაასახელა

კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ჟურნალ „ტაიმმა“ წლის ადამიანად დაასახელა. ჟურნალის თანახმად, ნომინაცია „წლის ადამიანი“ - გავლენის მაჩვენებელია და ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელმაც მასკზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა დედამიწაზე და შესაძლოა მის ფარგლეთ არსებულ სიცოცხლეზე. „2021 წელს ილონა მასკი არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა, არამედ ეს არის ადამიანი, რომელიც ესწრაფვის გადაარჩინოს პლანეტა და დაეხმაროს სხვა პლანეტების შესაძლო ათვისებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების საკითხები განიხილეს. როგორც ადმინისტრაცია იუწყება, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსიის პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაგზავნა 2022 წლის თებერვალში იგეგმება. 2022 წლის პირველ კვარტალში გგემავს საქართველოს მთავრობა საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დამტკიცებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

14 დეკემბერს შარლ მიშელი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდება

14 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინა დღით აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს ჯერ ცალ-ცალკე შემდეგ კი ერთად შეხვდება. მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, რომლებთან ერთად განიხილა რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებში იქნებიან ასევე ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელენე გიორგაძის თქმით 14 დეკემბრიდან სააკაშვილის კვებაში შეზღუდვა საერთოდ არ იქნება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან ერთკვირიანი ინტერვალის შემდეგ გეგმურ მონიტორინგზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო კონსილიუმის წევრები, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე და ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე.  გამოკვლევების გაცნობის შემდეგ ნინო შარაშენიძემ თქვა, რომ „პაციენტს ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი აქვს. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება“. სააკაშვილმა ელენე გიორგაძის მიერ შემუშავებული საკვების მიღების პროგრამა დაამთავრა. როგორც შარაშენიძემ თქვა, მას რაიმე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი შერიგების პროცესში საპატრიარქოს ჩართვას მიესალმება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებით 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ გიული ალასანიამ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა შერიგების შესახებ ინციატივაზე მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსების პოზიციას. შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს ეპისკოპოსების განცხადებაზე, გიული ალასანიამ უპასუხა: „ფიქრობს, რომ საპატრიარქოს ჩართვა იქნება ძალიან კარგი“. ბოდბელი მთავარეპისკოპოსის იაკობის თქმით, „თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება „კვლავ აქტუალური რჩება საქართველოსთვის“

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული შეთანხმება კვლავაც ძალიან აქტუალურია საქართველოსთვის და იმედოვნებენ, რომ საქართველო განახორციელებს შეთანხმებით ნაკისრ რეფორმებს, - ამის შესახებ აღმოსავლეთის პარტნიორობის კარსმომდგარი სამიტის წინ ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი რანგის მოხელემ რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიაკს განუცხადა. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი ბრიუსელში 14-15 დეკემბერს გაიმართება. ორი კვირით ადრე, 30 ნოემბერს ბრიუსელში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკამ თანამდებობიდან გადააყენა ლიდია იერმოშინა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვეტერანი თავმჯდომარე

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც მომავალ წელს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფერენდუმის გამართვას გეგმავს, თანამდებობიდან გადააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლიდია იერმოშინა და მის ნაცვლად ამ პოსტზე დანიშნა განათლების მინისტრი, კომუნისტი, იჰარ კარპენკო. ლიდია იერმოშინა, ლუკაშენკას ძველი თანამებრძოლი, 25 წლის განმავლობაში მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე. ოპოზიცია მას ადანაშაულებს ყველა დონის არჩევნების დროს დაშვებულ კანონდარღვევებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უეფამ განმეორებითი წილისყრით გამოავლინა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წყვილები

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, მერვედფინალური ეტაპის წილისყრის მეორე მცდელობა წარმატებული გამოდგა - ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს შემორჩენილი თექვსმეტი გუნდი თავიდან დაწყვილდა. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, პირველი წილისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყო, მაგრამ ხარვეზებით ჩატარდა. ამის გამო, შედეგი უმალ გაუქმდა და განმეორებითი წილისყრაც სწრაფადვე ჩაინიშნა. საბოლოოდ, მერვედფინალში მივიღეთ: „ზალცბურგი“ (ავსტრია) - „ბაიერნი“ (გერმანია); „სპორტინგი“ (პორტუგალია) – „მანჩესტერ... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

"3+3" ფორმატში შეხვედრაზე საქართველოს დროშის წარმოჩენა მიუღებელია - საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს "3+3" პლატფორმის ფორმატში მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დროშის განთავსებასთან დაკავშირებით. „ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონალურ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები გველის წინ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ 21 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ექსპრეზიდენტის წერილშია ნათქვამი, აქცია მისთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, აღნიშნავს, რომ  ნიკა მელიაზე თავდასხმები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია.  „ახლა კონსოლიდაციით მრავალრიცხოვნება და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნის და მათ შორის ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მედლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. შოთა მიშველიძის სამ ვერცხლს დღეს რევაზ დავითაძემ თითო ვერცხლი და ბრინჯაო მიამატა. დავითაძე კონკურენციაში 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩაება და პირველ მოძრაობაში - ატაცში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, სამი წარმატებული ცდით და 171 კილოგრამით. აკვრაში კი, 23 წლის ქართველმა ძალოსანმა გადამწყვეტ, მესამე ცდაზე ვერ შეძლო შტანგის აწევა და მეორე მოძრაობა სამეულს მიღმა ჩაამთავრა. ორჭიდის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ხარვეზების გამო თავიდან ჩატარდება

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის წილისყრა თავიდან ჩატარდება. დღეს, 13 დეკემბერს, გამართულ წილისყრაზე დაფიქსირებული ხარვეზების გამო, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს შემორჩენილი თექვსმეტი კლუბი თავიდან დაწყვილდება. პირველი შეცდომა, რაც უეფამ დაუშვა, იყო ის, რომ „ვილიარეალის“ მეტოქედ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამოიღეს. ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ და ამჯერად აღარ უნდა დაწყვილებულიყვნენ. ასევე, „ატლეტიკოს“ მეტოქის შერჩევისას, კალათაში არ იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“. არადა, ეს გუნდი მადრიდელთა ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ ითვლებოდა.

Radiotavisupleba.ge 

ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანაში „ომიკრონით“ პირველი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“, დიდ ბრიტანეთში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ მოსახლეობას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აცნობა, დასავლეთ ლონდონში მდებარე ვაქცინაციის ერთ-ერთ კლინიკაში ვიზიტის დროს. „სამწუხაროა, რომ, დიახ, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზებას და სამწუხაროა, რომ „ომიკრონით“ დაინფიცირებული სულ მცირე ერთი პაციენტი გარდაიცვალა“, - მოჰყავს ჯონსონის სიტყვები ტელეკომპანია Sky News-ს. მანამდე ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვინაიდან „ომიკრონი“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძე ისევ არ ამბობს მიზეზს, რის გამოც მიდის თანამდებობიდან

საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მედიას ისევ არ ეუბნება მიზეზს, რის გამოც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამ კითხვით მას ჟურნალისტებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მიმართეს, თუმცა მინისტრმა პასუხის გაცემას თავი აარიდა. კიდევ ერთი კითხვა, რომლითაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მთავრობის ყოველკვირეულ სხდომაზე ტიკარაძის არმისვლას უკავშირდებოდა. "არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს და საერთოდ ვთვლი, რომ პროტესტი არის დესტრუქცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რეკორდულად გაიზარდა

2021 წლის ნოემბერში, საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ რეკორდი დაამყარა და 1 მილიარდ 443 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რეკორდული აღმოჩნდა როგორც ექსპორტი (429.8 მილიონი აშშ დოლარი, +42.7% 2020 წლის ნოემბერთან შედარებით), ასევე იმპორტი (1014 მილიონი აშშ დოლარი, +40.6%). მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 13 დეკემბერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ოლექსანდრ გოგილაშვილს დონეცკში მოწყობილი სკანდალის გამო თანამდებობა დაატოვებინეს

უკრაინის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლექსანდ გოგილაშვილი, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია რიგითი სამართალდამცველების მოთხოვნაზე მაღალჩინოსნის შეუფერებელი საქციელი. 11 დეკემბერს დონეცკის ოლქის შესასვლელთან, სპეციალური ოპერატიული ძალების მოქმედების ზონაში, ოლექსანდრ გოგილაშვილმა ნამდვილი სკანდალი მოაწყო იმის გამო, რომ საგუშაგოზე მყოფმა სამართალდამცველებმა იგი ვერ იცნეს... Читать дальше...

News.ge 

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები – თუ ის ინიცირებული იქნება, ჩვენ ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები – “ლელო საქართველოსთვის” ამ პროცესში, თუკი ის ინიცირებული იქნება ფორმალურად ზურაბიშვილის მხრიდან, მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას,- ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც პოლარიზაციის შემცირებაზე ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ჯაფარიძე მიიჩნევს, რონ სწორი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი გაუკეთებს ორგანიზებას მრგვალ ...

Radiotavisupleba.ge 

მიტროპოლიტი იაკობი: დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ... იმედით ვარ აღსავსე შერიგებაზე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კვლავ საყოველთაო შერიგებაზე საუბრობს და ამისთვის ყველა მხარეს ეკლესიაში შეკრებას სთავაზობს. მისი თქმით, ეს პროცესი მძიმე იქნება, თუმცა ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა მოიძებნოს. ამის შესახებ მან ქადაგების დროს ისაუბრა. "ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, რა გველოდება წინ... განა არ შემიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა? მაგრამ დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ, ჩვენ შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ, ეს არის საქართველო... დღეს მთავარია, რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა... თუ არა ეკლესიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შვედეთის ნაპირებთან ორი სატვირთო გემი შეეჯახა ერთმანეთს, ორი ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული

ბალტიის ზღვაში, შვედეთის ნაპირებთან, ორი სატვირთო გემი შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი გადაბრუნდა და ტივტივებს. ინციდენტი მოხდა შვედეთის ქალაქ ისტადსა და დანიის კუნძულ ბორნჰოლმს შორის მდებარე აკვატორიაში. BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი გემი დანიას ეკუთვნის, მეორე ბრიტანეთის დროშით ცურავს. შეტაკების შედეგად ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. როგორც ჩანს, ისინი წყალში ჩაცვივდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები იმყოფებიან გადაბრუნებულ გემში. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობენ შვედეთისა და დანიის მაშველები. Читать дальше...

News.ge 

ქალბატონ ზურაბიშვილს ახლა უწოდებენ ხომ პრეზიდენტს, როცა სჭირდებათ, როგორმე სააკაშვილის შეწყალებას მიაღწიონ?!

საზოგადოებას თვალში ნაცარს ნუ შევაყრით – სააკაშვილი არის მსჯავრდებული მძიმე დანაშაულებში და ძალიან დიდი წერტილი! – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყოფილი თანამდებობის პირია და გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. „ქალბატონ ზურაბიშვილს ...

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს COVID-19 დაუდგინდა, ექსპერტები "ბუსტერის" მოწოდებით გამოდიან

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს, სირილ რამაფოზას COVID-19 დაუდგინდა. როგორც მისი კანცელარია იტყობინება, მას დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს. რამაფოზამ, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, სიტყვით გამოსვლის შემდეგ იგრძნო თავი ავად. როგორც პრეზიდენტმა თქვა, მისმა ავადმყოფობამ ხალხს უნდა უკარნახოს, რომ აიცრან. მისი სიტყვებით, ვაქცინა „საუკეთესო დაცვაა მძიმე ავადმყოფობისა და ჰოსპიტალიზაციისგან“. სამხრეთ აფრიკაში პირველად გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“, რომელმაც მას შემდეგ რამდენიმე ათეულ ქვეყანაში იჩინა თავი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. ქუჩაზე, ყველა სხვა სახის საავტომობილო მოძრაობა კვლავ ცალმხრივად შენარჩუნდება. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მელიქიშვილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ იმოძრავებს ორმხრივად. „2022 წელს დაგეგმილია მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგებშიც დაგეგმილია სატრანსპორტო სქემების ცვლილებაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ქუჩა გაორმხრივდება“, - უთხრეს მერიაში რადიო თავისუფლებას. Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Захарова: между странами Прибалтики и РФ разорваны все межгосударственные связи

В храме Христа Спасителя в Москве началась главная пасхальная служба

Путин поздравил православных христиан со Светлым Христовым Воскресением

Патриарх Кирилл не планирует встречаться с папой Римским

Музыкальные новости

В Красноярском крае сотрудники и военнослужащие Росгвардии почтили память ликвидаторов аварии на Чернобыльской АЭС

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"

Артистка Госцирка Бурятии Аригма Цыремпилова начинала как девочка-каучук (Культура в России, Дети и Театр)

Новости России

На пасхальную службу в храм Христа Спасителя приехал Путин (видео)

Захарова: РФ ответит на враждебные шаги стран Прибалтики асимметричными мерами

СМИ узнали, кто заменит Бетербиева в бою против Бивола

Захарова: между странами Прибалтики и РФ разорваны все межгосударственные связи

Экология в России и мире

В Турции российскую туристку выгнали с криками из люксового магазина без объяснения причин

СЛД «Смоленск» филиала «Московский» ООО «ЛокоТех-Сервис» в рамках акции «Неделя без турникетов» посетило 150 учащихся

Сериал «Нулевой пациент». Почему повторение истории в наши дни невозможно?

Продвижение новых песен с высоким результатом

Спорт в России и мире

«Ну и кто сказал, что женский теннис — это скучно?» Свёнтек — после матча с Соболенко

Российский теннисист Рублев вышел в финал турнира «Мастерс» в Мадриде

Павлюченкова и Потапова не смогли выйти в финал турнира WTA в Мадриде в парном разряде

Чех Легечка пожелал здоровья россиянину Медведеву, который снялся с их матча

Moscow.media

В Россию привезли экземпляр пикапа от Илона Маска

Стильный дизайн и гибридное шумоподавление: беспроводная гарнитура-вкладыши W260NC от Edifier

В соцсети Х заблокированные пользователи смогут видеть ответы заблокировавших их

Дайджест новостей «Грузовичкоф» за апрель 











Топ новостей на этот час

Rss.plus






В преддверии Дня Победы в Воронежскую область привезли частицу «Огня памяти»

Захарова: между странами Прибалтики и РФ разорваны все межгосударственные связи

Фейк ньюс: бывший схиигумен Сергий Романов начал строить храм в ИК-13 Нижнего Тагила

СМИ узнали, кто заменит Бетербиева в бою против Бивола