2020 წლის ნოემბრის ბოლოდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები დღეიდან გაიხსნა, თუმცა მათ სტუმრების მიღება მხოლოდ გარე სივრცეში შეუძლიათ და ისიც მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სერგეი გავრილოვის კომენტარს, რომელიც მან „მთავარ არხს" მისცა, გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. ნიკა მელიას თქმით, გავრცელდა სერგეი გავრილოვის განცხადება, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“, პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის [აქციის] მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად. ბევრი ალბათ სალაპარაკო აღარაფერი აღარ დარჩა... Читать дальше...
ღირსებაა ნამდვილად, პატივია და ალბათ, ბედისწერაც, იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩემზე ნუ იდარდებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატაციავ, მართლაც თუკი სადმე, ოდესმე სანერვიულო არაფერი არ მქონია სწორედ ახლა არ მაქვს იმიტომ, რომ ღირსებაა ნამდვილად, პატივია და ალბათ, ბედისწერაც არის, იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ...
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს სიყვარულის, როგორც მოტივის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ თეორიულ გამოკვლევაზე, რომელსაც ეწოდება „სიყვარულის შესახებ“ და პლატონის „ნადიმის“ შემდეგ წარმოადგენს ამ გრძნობის შესახებ დაწერილ მსოფლიო შედევრს. სტენდალმა სიყვარულის ოთხი სახეობა გამოჰყო: 1. სიყვარული-ვნება, ე.წ. პორტუგალიელი მონაზვნის ვნება; 2. სიყვარული-გატაცება (მეტი გონება და ნაკლები ვნება); 3. ფიზიკური სიყვარული (სექსი); 4. სიყვარული-ამპარტავნობა... Читать дальше...
თბილისის მერიაში, ვიცე-მერსა და ვაკის პარკში ტერიტორიის მფლობელ ინვესტორს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - მერია ინარჩუნებს პოზიციას, რომ რეკრეაციულ ზონაში სასტუმრო არ აშენდება და იმავე ზომის რესტორნის მშენებლობაზეც უარს აცხადებს. „რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს?! ჩვენთვის ეს მიუღებელია,“ - განაცხადა მედიასთან ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ. ხმალაძის თქმით, ინვესტორს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი, თუმცა ამაზე უარი ითქვა, რის გამოც, შეხვედრა შეუთანხმებლად დასრულდა. Читать дальше...
პარტია „გირჩის“ წევრებს უპასუხეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იყვნენ შეკრებილი. „გირჩის“ წარმომადგენლებმა - იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა - ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრა დატოვეს. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ამბობს, ისინი შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ, რის გამოც „ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა, რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება“. კუკავას თქმით... Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი - 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა.
If you’re a researcher and you’ve been given the mission to search for newspapers available, then you want to get outside and begin looking. You do not need to devote a great deal of time in looking for the papers and hence you can simply just go throughout the listings. If you’ve been fortunate enough ...
სამართალდამცველები უფლებას არ აძლევენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომ გახსნას თავისი არალეგალური ბარი მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ დალუქა. „თქვენი საქმეა, რომ მე თუ ავახევ ლუქს, მერე დამიჭიროთ, ან რაღაცა მიქნათ. სანამ არ ავახევ, არ აგახევინებო - ეგ რომელი კანონია?!“ - მიმართა ჯაფარიძემ პოლიციას. ბარი სახელწოდებით „ჯაფარასთან“ ზურაბ ჯაფარიძემ 13 თებერვალს გახსნა, როგორც, მისივე თქმით, „პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი“. ჯაფარიძე მოითხოვს, გაუქმდეს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები. „ფიზიკურად დადგნენ და მეუბნებიან... Читать дальше...
10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროკურატურაში დაუდასტურეს. დამატებით ინფორმაციას, თუ რა ბრალდებითა და რომელი მუხლითაა 14 წლის გოგოს ბაბუა დაკავებული, რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევისთანავე მოგაწვდით. შეგახსენებთ, 14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს ნახა გარდაცვლილი. მომდევნო დღეს, გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ 23 წლის პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 19 თებერვალს პირველად შეხვდება დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ლიდერებს, კორონავირუსის პანდემიასა და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენაზე სალაპარაკოდ, - განაცხადა თეთრმა სახლმა 14 თებერვალს. შეხვედრაზე ბაიდენის გამოსვლის თემები იქნება გლობალური ძალისხმევა COVID-19-ის ვაქცინების წარმოებასა და დისტრიბუციაზე, - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში. სამიტი ინტერნეტით გაიმართება. მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისმა გამოაცხადა, რომ შეხვედრას ის უმასპინძლებს... Читать дальше...
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტარებს მიმართა თხოვნით, მას კიდევ გაუგრძელონ საგანგებო უფლებამოსილება, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით. ორბანს სურს მისი კაბინეტის საგანგებო მანდატი კიდევ 90 დღით გახანგრძლივდეს - რაც განსხვავდება უვადო მანდატისგან, რომელიც მას მისი სურვილით მარტში მისცეს და რომელმაც საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. საგანგებო წესების ფარგლებში, მთავრობას უფლება აქვს, ქვეყანა ბრძანებებით მართოს, თუმცა პარლამენტი, რომელშიც ძირითად ძალას ორბანის მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტია ფიდესი წარმოადგენს... Читать дальше...
2020 წლის 14 თებერვალს, პროკურატურამ, გარდაცვლილის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, გარდაცვლილი მოზარდის და ცნო. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ავრცელებს. გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დის ინტერესებს სწორედ ამ ორგანიზაციის იურისტები დაიცავენ. შეგახსენებთ, 10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. ესენია: საქართველოს სისხლის... Читать дальше...
ქობულეთში 14 წლის გოგოს ტრაგიკული თვითმკვლელობის შემდეგ, სოციალური მუშაკების გაერთიანება თავიანთ წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრობს. „ჩვენ როგორც ბავშვზე ზრუნვის სისტემის ნაწილი, მივიჩნევთ, რომ დასაქმებული სოციალური მუშაკების უფლებრივი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და იმაზე რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა ვიდრე 2 წლის წინ, როდესაც გვქონდა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ. დღეს არსებული რესურსებით ჩვენ არ შეგვიძლია საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული შემთხვევა, შევაფასოთ რისკები... Читать дальше...
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “გირჩი” სხვა ოპოზიციურ პარტიების თანამებრძოლი იყო, ახლა კი, მათ სტრატეგიებში განსხვავებებია. შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობის ეპიზოდები ისევ განმეორდეს “გირჩთან“. “ვსხედვართ ერთად პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დანა-სისხლად ვიყავით გადაკიდებულები და მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომიწევდა მათთან ერთად ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მაგრამ ეს მოხდა. ასევე იჯდა ჩვენთან “გირჩი” ეს პერიოდი, თანამებრძოლები ვიყავით, ...
ახალგაზრდებო, შეხედეთ მეგრელიშვილს და ხვიჩიას და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მარიხუანას მოწევა არის მავნებელი ჯანმრთელობისთვისაც და რაც მთავარია, აზროვნებისთვისაც , – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩის” ლიდერების მხრიდან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დატოვებას. მისი თქმით, ხვიჩიას და მეგრელიშვილს შეხვედრაზე ყურადღების მიქცევა სურდათ. “ორივე მოსული იყო დაბოლილი დღეს და უნდოდათ როგორც ყოველთვის ...
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ხვალ, 16 თებერვალს განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. პარლამენტს მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით გენერალურმა პროკურორმა მიმართა, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. თავად მელიამ დღესაც განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ხელისუფლება ვერ დაიჭერს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ... Читать дальше...
COVID-19-ის პანდემია ზარალს აყენებს ქალაქებს, რომლებიც ცნობილია ყოველწლიური საკარნავალო დღესასწაულებით. ისინი იძულებული არიან, წელს მკვეთრად შეზღუდონ ტრადიციული ღონისძიებები. ამ დღეებში ჩვეულებრივ ფართო მასშტაბის აღლუმები ტარდება ხოლმე, მაგალითად, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში და გერმანიაში, კიოლნში. მაგრამ წელს დღესასწაულები ძირითადად ჩუმად ჩაივლის. ბრაზილიაში ზოგმა ღონისძიებამ ინტერნეტში გადაინაცვლა, გერმანიაში კი ადგილობრივი მაუწყებელი გადასცემს თოჯინების აღლუმს. ახალ ორლეანში, სადაც, როგორც მიიჩნევა... Читать дальше...
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოში მოქმედ პოლიტიკური პარტიებთან დაკავშირებით. 15 თებერვალს მედიასთან მან თქვა, რომ მსოფლიოში ბევრ პოლიტიკოსს იცნობს, ხოლო „ამათ პოლიტიკოსობისას ვერაფერს ვერ ვატყობ. თუნდაც ოპოზიციას“. „ვთქვათ, გინდათ მოსვლა. მოგიშვებთ ხელისუფლებაში?! ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ?! ავტორიტეტი აქვს რომელიმე [პარტიას]?!“ - ამბობს ეპისკოპოსი და განაგრძობს: „ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ?! ჩვენ დავუჭერთ რომელიმე ძალას მხარს“. Читать дальше...
პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში შემოიტანოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V. მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციების თქმით, საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს კოვაქსპლატფორმასთან, რომელზე განთავსებული ვაქცინების „გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებზე, არ არის ცნობილი“. ამავდროულად, ვაქცინაციით დაინტერესებულ პირებს არ ეძლევათ საშუალება, „უსაფრთხო და ეფექტიანი“ რუსული ვაქცინით აიცრან... Читать дальше...
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების თავმჯდომარე, ქეთევან ხუციშვილი ლაპარაკობს სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის არასათანადოდ აღსრულებაზე, რაც, მათ შორის, გამოიხატა სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად ერთი წლის წინ 33 მათგანის გათავისუფლებაში.
25 თებერვალს ოპოზიციური პარტიები საერთო მსვლელობას მოაწყობენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თარიღი სიმბოლურად დაამთხვიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას საბჭოთა კავშირის მიერ 1921 წელს. „რა თქმა უნდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს“, - ამბობს ბოკერია. Читать дальше...
კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ეხმაურება შს მინისტრის კომენტარს. ვახტანგ გომელაურმა 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს. "უმძიმესი საქმეა, პედოფილიის საქმეა - რას აკეთებდნენ ორი თვის განმავლობაში?!", - კითხულობს ბაია პატარაია.
გაეროს თანახმად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ავღანეთში მინიმუმ 65 ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი დაიღუპა გამიზნული მკვლელობების შედეგად. 15 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთის დახმარების საკითხებში გაეროს მისია აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის 32 უფლებადამცველი და მედიის 33 თანამშრომელია. ანგარიშში აღრიცხულია მკვლელობები 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე. ამჟამად ავღანეთში ძალადობამ იმატა მას შემდეგ, რაც თალიბებმა გააძლიერეს თავდასხმები სამთავრობო და სხვა სამიზნეებზე. Читать дальше...
ბირმის (მიანმარი) ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი გავიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაცა ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით შეზღუდა ინტერნეტის წვდომა და დიდ ქალაქებში უსაფრთხოების დამატებითი ძალები განალაგა. 15 თებერვალს ათასობით ინჟინერმა გამართა მიტინგი სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში. „გაათავისუფლეთ ჩვენი ლიდერები“, „ვინ დგას სამართლის მხარეს?“ - გაიძახდნენ დემონსტრანტები. როგორც იტყობინებიან, ბირმაში მოსახლეობით უდიდეს ქალაქ რანგუნში ნაკლები ხალხი იყო მიტინგებზე გამოსული, რასაც ხსნიან ძირითადად ინტერნეტის... Читать дальше...