დონალდ ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ აშშ-ის სენატს არ აქვს უფლებამოსილება იმპიჩმენტი გამოუცხადოს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, როგორც კერძო პირს. დემოკრატი კანონმდებლები კი დაჟინებით მოითხოვენ დონალდ ტრამპის გასამართლებას ამბოხის წაქეზებისათვის, რაც წინ უძღოდა გასულ თვეში კაპიტოლიუმზე განხორციელებულ სისხლიან იერიშს. 8 თებერვლისთვის დანიშნული იმპიჩმენტის პროცესამდე ტრამპის დაცვამ და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა, რომლებიც ბრალმდებლების როლში იქნებიან, 2 თებერვალს სენატში მოკლე ჩანაწერები წარდგინეს. Читать дальше...
პარლამენტმა ოპოზიციის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა - შეფასებები პარლამენტს გარეთ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას. ეს იყო საგაზაფხულო სესიის ერთადერთი განსახილველი საკითხი. პარლამენტის პირველი სხდომა იყო გუშინ „მოქალაქეების“ ორი დეპუტატისთვის, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანისთვის. ეს მესამე პარტიაა რომელიც პარლამენტში ამ დრომდე შევიდა. გუშინ ალეკო ელისაშილმა თქვა, რომ ის და მისი თანაპარტიელი პარლამენტში „თავაწეულები შევიდნენ“. შევა... Читать дальше...
ბრიტანეთის არმიის ვეტერანი კაპიტანი ტომი მური, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბრიტანელი ექიმებისთვის ქველმოქმედებით მილიონობით დოლარი შეაგროვა, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ გარდაცვლილის შვილებზე დაყრდნობით ავრცელებს. 100 წლის კაპიტანი ტომი ბედფორდის საავადმყოფოში 31 იანვარს გადაიყვანეს. მას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პნევმონია ჰქონდა კაპიტანი ტომი მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანია, რომელმაც პანდემიის დასასწყისში, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელთა დასახმარებლად საქველმოქმედო... Читать дальше...
,,გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები“ – ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი წერს. ,,სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ, არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები. აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების... Читать дальше...
აშშ-ი გმობს კრემლის კრიტიკოსი პლიტიკოსის მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილ პოლიტიკურად მოტოვირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას და მოუწოდეს რუსეთს მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ისევე როგორც რუსეთის ასობით მოქალაქე, რომელიც ბოლო კვირეებში დააკავეს იმის გამო, რომ შეეცადნენ გამოეყენებინათ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა... Читать дальше...
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს მორალზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს. ამის შესახებ ხუხაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რითაც წულუკიანის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომრის გამოცხადებას გამოეხმაურა. “დღის განმავლობაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეჭვი შემეპარა საერთოდ ღირს... Читать дальше...
მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოპონენტებთან მისი ბრძოლის მეთოდები გააკრიტიკა. „ვიღაცას ძალიან ძალიან უნდოდა, რომ მე ერთი ნაბიჯი არ გადამედგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და არ დავბრუნებულიყავი, როგორც თავისუფალი ადამიანი. იმ მომენტიდან, როდესაც საზღვარი გადავკვეთე, პატიმარი აღმოვჩნდი. ჩვენ ვიცით, რატომ მოხდა ეს. ამ ყველაფრის მიზეზი ბუნკერში ...
Теперь Орегон - первый штат США, где декриминализовали хранение любых видов наркотиков в небольшом количестве.
აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის აცხადებს, რომ გადახედავს საგარეო დახმარებას ბირმის (მიანმარის) მიმართ, სადაც 1 თებერვალს მომხდარ მოვლენებს ვაშინგტონმა სამხედრო გადატრიალება უწოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წყაროს ცნობით, აშშ-ი შეინარჩუნებს ჰუმანიტარულ პროგრამებს ბირმაში, მაგრამ ამასთან „მოვახდენთ ჩვენი დახმარების უფრო სიღრმისეულ გადასინჯვას“. 2012 წლიდან მოყოლებული აშშ-ი 1,5 მილიარდი $-ის დახმარება გაუწია ბირმას (მიანმარს) დემოკრატის განვითარებისა და შიდა სტაბილურობისათვის.... Читать дальше...
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირში 30 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ირაკლი აბუსერიძეს საბუთებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეესტრისთვის ჯერ არაფერი მიუწოდებია, 22 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის გარდა, რომლის თანახმადაც, აბუსერიძე არ ეთანხმება მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნებს. აი, რა წერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ფეისბუkგვერდზე აიტვირთა... Читать дальше...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას სათამაშო იარაღი აჩუქა. ისინი ერთმანეთს "TV პირველის" ეთერში შეხვდნენ. "ხელცარიელი არ მოვსულვარ. საჩუქარი მოვუტანე იაგოს", - თქვა მელიამ და "იარაღი" მისცა ხვიჩიას. თითქმის ერთი კვირის წინ იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ სატელეფონო საუბრის დროს მოეჩვენა, რომ ნიკა მელია დაემუქრა. სწორედ ამიტომ, ის აცხადებდა, რომ აპირებს პარლამენტის წევრისთვის მინიჭებული იარაღის ტარების უფლებით ისარგებლოს.
Основные темы грузинской прессы не изменились – коронавирус, подмявший под себя все сферы жизни общества, и продолжающийся бойкот оппозицией вновь избранного парламента. Вместе с тем, меняется и очень быстро общественно-политический фон
შაბათს, 6 თებერვლიდან რესტორნები, აკრძალვების მიუხედავად, მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. ბურჯანაძე ამბობს, რომ ყველა დეტალთან დაკავშირებით ხვალიდან ისაუბრებენ, დღევანდელი მონაცემებით კი პროტესტს 200-მდე რესტორანი უკვე შეუერთდა. 2 თვეა, 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით რესტორნებს შეუძლიათ მხოლოდ "გატანის სერვისით" მუშაობა, ადგილზე სტუმრის გამასპინძლება კი 10 000 ლარით ისჯება. 1 თებერვლიდან (შაბათ-კვირის... Читать дальше...
მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს სულ მცირე 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით 3,5 წლით პირობითი პატიმრობა შეცვალა იმავე ვადის რეალური პატიმრობით ოღონდ გამოაკლო მას 10 თვე, რაც პოლიტიკოსმა შიდა პატიმრობაში გაატარა. რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო პროცესზე, რომელიც 2 თებერვალს მიმდინარეობს მის მიმართ „ივ როშეს“ საქმეზე პატიმრობის შეფარდების საკითხზე, კვლავ რუსეთის პრეზიდენტი... Читать дальше...
რუსეთის მთავრობა ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს კანონდამრღვევ ხულიგნებად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იძულებული იყო, მათ ძალით გასწორებოდა. სხვაგვარი ინფორმაცია აქვთ თვითმხილველებს.
Sputnik V-ის შემქნელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კოვიდის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ეფექტიანობა 91,6%-ს შეადგენს. ავტორიტეტიან სამეცნიერ ჟურნალმა Lancet-მა ვაქცინის მესამე სტადიის გამოცდის შედეგად მიღებული შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა. ვაქცინის გამოცდის დროს ცნობილი გახდა ექსპერიმენტში მონაწილე ოთხი მოხალისის სიკვდილის შესახებ. სამი ლეტალური შემთხვევა ვაქცინაციის ჯგუფში გამვლინდა და კიდევ ერთი პლაცებოს ჯგუფში. მაგრამ გამომგონებლები ამ შემთხვევებს არ უკავშირებენ პრეპარატს. Sputnik V-ის გამოცდაში... Читать дальше...
აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროს, ლაშა თორდია ამბობს, რომ მისი თავდასხმის საქმეზე ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამართლება სახელმწიფოს უსუსურობაზე მიუთითებს. მისი თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ საქმე ასე დასრულდებოდა. "მზის შუქზე თუ გამოიტანდნენ ასე სამარცხვინოდ, არ მეგონა. მეგონა, უფრო შეფარულად გააკეთებდნენ, სხვა ფორმებით, რომ ასეთი ნათელი არ ყოფილიყო, რომ ასეთი უსუსურია სახელმწიფო ასეთი ბანდიტების წინააღმდეგ... ახლა მოსაჭიდი იპოვეს ჩოხელი, რომ ოთარ ფარცხალაძე გამოაძვრინონ თემიდან და მასზე გადაიტანეს აქცენტები. Читать дальше...
გარდაიცვალა ბრიტანეთის ეროვნული გმირი, მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანი, კაპიტანი ტომ მური, რომელიც 1 თებერვალს COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 100 წლის მურის გარდაცვალების ცნობა მისმა ოჯახმა 2 თებერვლას გაავრცელა. ბრიტანული მედიის მიერ „კაპიტან ტომად“ წოდებულ ვეტერანს კორონავირუსი კი წინა კვირას დაუდასტურდა და სუნთქვის გართულების გამო, 31 იანვარს საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ტომ მური ბრიტანელების ეროვნულ გმირად იქცა მას შემდეგ, რაც 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში... Читать дальше...
ფუტსალში, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე, ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ქულაა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა, საფრანგეთის ნაკრებთან სტუმრად ნათამაშები ფრის (4:4) შემდეგ, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში რუსეთს უმასპინძლა და წააგო ანგარიშით 0:4. საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებების გარდა, ამავე ჯგუფშია სომხეთის ნაკრები. ევროპირველობის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლომდე, აპრილამდე, თანაჯგუფელები ერთმანეთს ორ-ორჯერ დაუპირისპირდებიან - შინ და სტუმრად. Читать дальше...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ "მთავარი არხის" დირექტორისა და ამავდროულად, მეწილის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომრის საჯაროდ გავრცელებით მის მიმართ ნეგატიური კამპანია ხალისდება. საუბარია პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა, თეა წულუკიანმა გვარამიას ნომერი საჯაროდ თქვა. "ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების... Читать дальше...
“დღეს წულუკიანმა ჩატეხა რა მორალური ფსკერი, დაადასტურა, რომ მისი “აშენებული” მართლმსაჯულების სისტემაც იქვე გვერდზე ჰყავს და ახლა ეცდება კულტურა და განათლებაც ჩაიყოლოს. აქ დგას და სხვაგვარად არ შეუძლია…”, წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.
უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მიიჩნევენ, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობამ“ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას გზა ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საუბარია იმ ერთობლივ წერილში, რომელიც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაუგზავნეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების... Читать дальше...
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რომელიმე იმედისმომცემი არხიდან ან აღმა-დაღმა მქექავი გაზეთიდან მალე დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტით მოგვილოცავენ მართლმსაჯულების ზეიმს: „მთელი ჩვენი ქვეყანა დაძაბული ყურადღებით ადევნებდა თვალყურს პროცესს, საბრალდებო დასკვნას, სასამართლოს ანგარიშს, რომელიც ჩვენს პრესაში ყოველდღე ქვეყნდებოდა, სახელმწიფო ბრალმდებლისა და დამცველთა სიტყვებს - ყოველივე ამას იხილავდნენ ქვეყნის ყველა კუთხეში. და ათასჯერ მართალი იყო პროკურორი, როდესაც მან თავის ბრწყინვალე საბრალმდებლო სიტყვაში... Читать дальше...
ცნობილი ბელორუსი ბლოგერი ქალაქ სლუცკიდან, ვლადიმირ ნერონსკი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის ორი მუხლით და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ეს არის ე.წ. ციხანოუსკის საქმეზე გამოტანილი პირველი განაჩენი ბელარუსში, სადაც 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიების შეწყვეტის მოთხოვნით. ნერონსკი, ბლოგერ სიარჰეი ციხანოუსკის თანამებრძოლი, ავტორია იუტუბის არხისა „სლუცკის სიცოცხლისათვის“. შარშან მაისში... Читать дальше...
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მათი მხრიდან "საპარლამენტო სკამების სამუდამოდ მიწებებად" აფასებს. საკითხს ინაშვილი "ფეისბუკზე" გამოეხმაურა. "ვფიქრობ, აღარავისთვის არაა სადავო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ტოტალურად გააყალბა არჩევნები, აღარავისთვის არაა სადავო, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიტაცა საპარლამენტო ხელისუფლება. აღარვისთვის არაა სადავო, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერზე წავა, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს"... Читать дальше...