აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შეამსუბუქა საპატიმრო სასჯელი, რომელიც მისი მეგობრისა და რესპუბლიკური პარტიის ვეტერანი პოლიტიკოსის, როჯერ სტოუნის მიმართ 20 თებერვალს გამოიტანა სასამართლომ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს სამი წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე სტოუნი დამნაშავედ ცნეს კონგრესისთვის ყალბი ჩვენების მიცემაში, მართლმსაჯულების დაბრკოლებასა და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენაში. 14 ივლისს, 67 წლის სტოუნი, ჯორჯიის შტატის ფედერალურ ციხეში უნდა გამოცხადებულიყო... Читать дальше...
შაბათის მონაცემებით რუსეთში უკვ 720 000-ს აჭარბებს კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა. დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის მონაცემებით განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა 6611 ახალი ინფიცირებული, 188 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსული ინფექციისაგან რუსეთში განიკურნა ნახევარზე მეტი - 497 446 - ავადმყოფი, პანდემიის განმავლობაში ვირუსმა იმსხვერპლა 11 205 პაციენტი. მაგრამ დღემდე ერთმანეთისგან განსხვავდება ორი ფედერალური უწყების - „როსსტატისა“ და დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემები. Читать дальше...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის კასპის მუნიციპალიტეტში დაჭრასა და უკანონო დაკავებას. უწყება სახიფათო ქმედებას უწოდებს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ მიზანია პანდემიის დროს ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია. "ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს", - ვკითხულობთ განცხადებაში. Читать дальше...
წინასწარ პატიმრობაში მყოფი ხაბაროვსკის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის პრესმდივანმა, ნადეჟდა ტიმოჩენკომ განაცხადა, რომ მას სისხლის სამართლის საქმით დაემუქრნენ მას შემდეგ, რაც ხაბაროვსკის ოლქში დღეს გაიმართა მასობრივი აქციები გუბერნატორის მხარდასაჭერად. საპროტესტო აქციას ფურგალის ინსტაგრამის არხი პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ტიმოჩენკო ამბობს, რომ მას დაურეკა „სამართალდამცველ სტრუქტურებთან დაახლოებულმა“ პირმა, რომელიც მას ემუქრებოდა სისხლის სამართლებრივი დევნით. ხაბაროვსკის გუბერნატორის პრესმდივანი ვარაუდობს... Читать дальше...
შერიგებია და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლია გიგაური ამბობს, რომ კასპის რაიონში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული დაჭრილი კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ის ახლა ახალგორის საავადმყოფოშია. "რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება, მათ თავისი სახე დღეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს და პარალელურად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება და მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება, დღეს გვქონდა ძალიან მძიმე ინციდენტი, სოფელში სხვილოს ციხის ტერიტორიაზე... Читать дальше...
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 11 ივლისს გადადგომისკენ მოუწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და გენერალურ პროკურორს ქვეყანაში მძვინვარე ელიტური კორუფციის წინააღმდეგ სოფიასა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში დაწყებული აქციების ფონზე. რადევის ამ მოწოდებას წინ უძღოდა გენერალური პროკურატურის რეიდი პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელთა ოფისებში. ამის მიზეზი გახდა ბულგარეთის პრეზიდენტის მიმართვა დაცვის სახელმწიფო (NSO) სამსახურისადმი, რომელიც პასუხისმგებელია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის ხელისუფლების სხვა მაღალი პირების უსაფრთხოებაზე... Читать дальше...
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი მოკლე კომენტარით გამოეხმაურა თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას წმინდა სოფიის ტაძრისათვის მეჩეთის სტატუსის დაბრუნებას. „თურქეთის სახელმწიფო საბჭოს და პრეზიდენტ ერდოანის გადაწყვეტილება ამ ძეგლის რელიგიის საქმეთა პრეზიდიუმის დაქვემდებარებაში გადაცემის თაობაზე სამწუხაროა“, - ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. ევროკავშირში აღნიშნეს, რომ აია სოფიას ტაძარს აქვს ძლიერი სიმბოლური, ისტორიული და საკაცობრიო ღირებულება, ხოლო თურქეთი, როგორც ცივილიზებული ალიანსის წევრი... Читать дальше...
"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს არ გაამხილა, ვინ არის მისი წყარო. ამის შესახებ მან თითქმის 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. "მე არ გავამხილე წყარო, არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც მე ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის. მეკითხებოდნენ, ეს ფაქტი ვინ გითხრა. ვეუბნებოდი... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ 2018 წელს კიბერთავდასხმის ბრძანება გასცა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ინტერნეტ-კვლევების სააგენტოზე, რომელიც „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი. ასეთი თავდასხმის შესახებ ადრეც გავრცელდა ცნობა, მაგრამ აქამდე აშშ-ის ოფიციალურ პირებს ეს ფაქტი არ დაუდასტურებიათ. აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ „ტროლების ფაბრიკა“ ერეოდა როგორც 2016 წლის საპრეზიდენტო, ისე კონგრესის 2018 წლის შუალედურ არჩევნებში. ტრამპის თქმით... Читать дальше...
ტელეეთერით გასული ანონსის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები დააკავა. 24 ივნისს მომხდარ დანაშაულზე ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა. "ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ", - აცხადებენ პრესსამსახურში. სავარაუდოდ, საუბარია TV პირველის გადაცემის ანონსზე, სადაც დანაშაულთან დაკავშირებით ასეთი ინფორმაცია გავრცელდა... Читать дальше...
ზაზა გახელაძეს ახალგორიდან ტელეფონით ოჯახში დაარეკინეს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ რუსებმა დაიჭირეს და ცხინვალში გადაყვანას უპირებდნენ, დაჭრის შესახებ არაფერი უთქვამს. ეს ამბავი ოჯახმა მოგვიანებით გაიგო.
Подавляющее большинство жителей Грузии считает, что распространение нового коронавируса можно взять под контроль
შარშან თავშესაფრის მიღების თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს 21 570-მა მოქალაქემ მიმართა, რაც 9%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, - ამის შესახებ ნათქვამია, 10 ივლისს გამოქვეყნებულ ევროკომისიის დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება "მესამე ანგარიში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში". მასში ასახულია ვიზალიბერალიზაციის განხორციელების დეტალური სურათი დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 8 ქვეყანასთან, მათ შორის - საქართველოსთან. Frontex-ის, ევროკავშირის საგარეო საზღვრის უსაფრთხოების უწყების... Читать дальше...
"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია უარს ამბობს, დაასახელოს წყარო, რომლისგანაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ინფორმაციას იღებს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მისვლის დროს განაცხადა. "ამ ეტაპზე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას, ერთადერთი შემიძლია ვუთხრა მისი წარმომავლობა - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია... ამ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად ბიძინა ივანიშვილისთვის მე მივიჩნევი, ამიტომ აქ უფრო ხშირად ვარ, სახლში თუ სამსახურში, არ ვიცი", - თქვა მან. Читать дальше...
ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო კლუბის - „სან ხოსეს“ ქართველმა ლეგიონერებმა გურამ კაშიამ და და ვაკო ყაზაიშვილმა თანადგომა გამოუცხადეს მცხეთაში გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. მეიჯორ ლიგ სოკერის (MLS) პირველ ტურში, „სან ხოსესა“ და „სიეტლის“ მატჩში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და ფეხბურთელებს უფლება მისცეს, თავიანთ მაისურებზე, გვარისა და ნომრის ქვეშ, ნებისმიერი ადამიანის სახელი მიეწერათ. საქართველოს ნაკრების წევრებმა არჩევანი გიორგი შაქარაშვილზე შეაჩერეს. Читать дальше...
პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წყაროების დასახელებას სთხოვენ. გვარამია გამოკითხვაზე დღეს, 11 ივლისს, 18 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა მივიდეს. "ჩვენ გვაინტერესებს წყაროები, საიდან იყო ინფორმაცია მიღებული და რამდენად გააჩნია დადასტურებული ინფორმაცია. ჩვენ დაკითხვის შედეგად უნდა გავარკვიოთ, რა არის დადასტურებულად ნათქვამი და რა - არა", - თქვა მან გვარამიას გამოკითხვის დაწყებამდე. Читать дальше...
იმ ორმა აბიტურიენტმა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის საფრთხის გამო საგამოცდო ცენტრში არ დაუშვეს, ქართულის გამოცდა ჩააბარეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიაწოდეს. ცენტრში პერსონალური მონაცემების დაცვის გამო არ ამბობენ, კონკრეტულად რომელ დღეს და რომელ საგამოცდო ცენტრებში დაუშვეს ეს ორი აბიტურიენტი. საგამოცდო ცენტრებში დღეს დასრულდა ქართულის გამოცდა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა. საქართველოში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. Читать дальше...
სრებრენიცის გენოციდის 25-ე წლისთავზე, 11 ივლისს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, პოტოჩარის საძმო სასაფლაოზე მიწას მიაბარეს ნახევარი საუკუნის შემდეგ ნაპოვნი და იდენტიფიცირებული 9 მსხვერპლის ნეშტები. პოტოჩარის სასაფლაოზე განისვენებს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის დროს ბოსნიელი სერბების ძალების მიერ დახოცილი 6 640 ადამიანი, დაახლოებით 1000 ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ბოსნია-ჰერცეგოვინაში მთავარი ცერემონიის პროგრამა მნიშვნელოვნად შეიკვეცა და ბევრი მაღალი დონის სტუმრის გარეშე ჩატარდა. Читать дальше...
ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა 10 ივლისს უკრაინის დამცველთა პოზიციებზე მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების საბრძოლო პოზიციებიდან მოწინააღმდეგემ ერთი დღის განმავლობაში 17-ჯერ გახსნა ცეცხლი სხვადასხვა სახის იარაღიდან. უკრაინული სამხედრო პორტალის ცნობით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურე მექანიზებული ბრიგადის უმცროსი ლეიტენანტი, ტარას მატვიივია, რომელმაც არმიის რიგებში... Читать дальше...
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ გიგა ტატიაშვილს ეროვნული გამოცდების ჩაბარების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა. "პროკურატურამ თქვა, თქვენი დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ არაო. მსჯავრდებული იყო? ადამიანი ბრალდებულია, პრაქტიკულად მართალია სამართლებრივად. ბრალდებული ადამიანი ხო არ შეიძლება მსჯავრდებულად ჩაითვალოს და შეზღუდვები დაუწესო? ეროვნულ გამოცდას ახლიდან არავინ დანიშნავს, სამართლებრივ დავას აზრი ამიტომ არ აქვს", - თქვა მან. Читать дальше...
დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე ე.წ. მესაზღვრეებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს. „11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებმა 1987 წელს დაბადებულმა კახა გახელაძემ, რომელმაც დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და შევიდა ლენინგორის მიმართულებით სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე, მესაზღვრეების გამოჩენისას ცეცხლი გახსნა იარაღიდან. საპასუხო ცეცხლით კახა გახელაძე ტერფში დაიჭრა და ამის შემდეგ მისი დაკავება მოხდა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. Читать дальше...
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომაზე განცხადება არ დაუწერია. ასე უპასუხა პრესსამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლების კითხვას, მერის შესაძლო გადადგომაზე. "ძალიან ბევრმა მედიასაშუალებამ დამირეკა. მერთან იყო ამ საკითხზე საუბარი. მან ამ კითხვაზე მიპასუხა, რომ არ აქვს განცხადება დაწერილი და მედიის დაყენებულ საკითხებს უპასუხებს ორშაბათს", - თქვა მერიის თანამშრომელმა და არ დააკონკრეტა, გადადგომაზეც ისაუბრებდა თუ არა მერი. დღეს, 11 ივლისს, მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია... Читать дальше...
კასპის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები კასპში ეკოლოგიური კატასტროფის პრობლემაზე საუბრობენ და ცემენტის ქარხანას კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებენ. აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, ყველა სატვირთო მანქანა, რომელიც ქარხნის ტერიტორიიდან გამოდის, უნდა გაირეცხოს და დაილუქოს. უნდა შეკეთდეს ამ მანქანების მიერ დაზიანებული ფარნავაზის ქუჩა. ცემენტის ქარხნის ფილტრები 24-საათიან რეჟიმში ჩართული უნდა იყოს, რადგან ცემენტის მტვრის ნაწილაკები მთელ ქალაქში იფრქვევა. Читать дальше...
კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან ახლოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ სამთავისის მცხოვრებია. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. მათი ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. ამ დროისთვის დამატებითი ცნობების მოკვლევა მიმდინარეობს.
При этом бывший глава правительства выразил уверенность, что власти Грузии сменятся после предстоящих выборов