Мы в Telegram
Добавить новость

В Челябинской области отремонтируют дорогу рядом с тремя нацпарками

Российские военные рассказали о ходе освобождения поселка Ласточкино в ДНР

ЧЭРЗ развивает промышленный туризм в рамках Всероссийской акции «Неделя без турникетов»

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2020

Новости за 04.04.2020

News.ge 

იაპონია კორონავირუსის სამკურნალოდ სხვა ქვეყნებს საკუთარი წარმოების პრეპარატს Avigan სთავაზობს

დაახლოებით 30 ქვეყანამ,  დიპლომატიური არხებით, თხოვნით მიმართა იაპონიას, რათა  მიაწოდოს მათ გრიპის საწინააღმდეგო წამალი Avigan, რომელიც იაპონიაში შეიქმნა და რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას COVID-19 დასამარცხებლად – ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოშიჰიდე სუგამ განაცხადა. ”ამ მომენტში, ჩვენ ვათანხმებთ  საჭირო რაოდენობით (წამლის) მიწოდებას უფასოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ”, – განაცხადა იოშიჰიდე სუგამ პრესკონფერენციის ...

Marshalpress.ge (მარშალ) 

ლონდონიდან საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან ავიარეისი შესრულდა, რომლითაც სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა. რეისი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა. მგზავრებს აეროპორტში მედიკოსები სპეციალური აღჭურვილობით დახვდნენ. მათ ადგილზევე ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი. 180-ვე პირი საკარანტინო სივრცეში გაივლის 15-დღიან იზოლაციის პერიოდს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას კლინიკაში გამოიკვლევენ.

Source

Radiotavisupleba.ge 

Covid-19-ით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 64 ათასს მიაღწია, თითქმის მეოთხედი მილიონია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ჩინეთში 4 აპრილს კორონავირუსის შედეგად დაღუპული ათასობით ადამიანის ხსოვნას მიაგეს პატივი და ქვეყანაში გლოვის დღე იყო. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კვლავ მძვინვარებს პანდემია და არნახულ ზარალი მიადგა ეკონომიკას. 4 აპრილის მონაცემებით ჩინეთში 82 500 შემხვევა აღირიცხა, გარდაცვლილთა რაოდენობა 3330-ია. ექსპერტები უნდობლად არიან ამ მონაცემების მიმართ და თვლიან, რომ რადგან სახელმწიფო მედია კონტროლდება და უცხოეთის მედიას არ აქვს მონაცემებზე წვდომა, ეს რიცხვები შეიძლება სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო... Читать дальше...

News.ge 

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 162-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა.  ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც და 36 გახდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 067, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 330 პირი.

Radiotavisupleba.ge 

თურქმენეთის მთავრობამ სურსათის ნაკლებობის გამო ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ფქვილი დაურიგა

თურქმენეთის ხელისუფლებამ სურსათის ნაკლებობის გამო საპროტესტო გამოსვლის გაბრაზებული მონაწილეები დააშოშმინა და მათ ფქვილი დაურიგა. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, 30-მდე ქალი გავიდა ქუჩაში თურქმენეთის მარის რეგიონში, სამხრეთ აღმოსავლეთში და პროტესტი გამოხატეს სუბსიდირებული ფქვილის დეფიციტის გამო. ქალაქ მარის დასავლეთ უბანში შეკრებილებმა მცირე ხნით გადაკეტეს ავტომაგისტრალი, რომელიც რაიონს დედაქალქ აშხაბადთან აკავშირებს. შემდეგ ისინი გაემართნენ ადგილობრივი მთავრობს შენობისკენ. მათი პროტესტი დასრულდა მას მერე... Читать дальше...

News.ge 

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 159-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.ინფორმაციისთვის, 159 ადამიანიდან 31 გამოჯანმრთელებულია.

Radiotavisupleba.ge 

162-ს მიაღწია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 36 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.   ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გერმანიიდან ჩასული 15 პირის შემოწმების შედეგად, მათ არ დაუდგინდა კორონავირუსი და ყველა საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს 14 დღით. ისინი არ შესულან საქართველოში როგორც ინფიცირებულები, თქვა ეზუგბაიამ, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ბოლო ორი დღეს ინფექციურ ცენტრს ახალი პაციენტი არ მიუღია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალციხესა და ახალქალაქში ბაზრები მუშაობას დროებით აჩერებენ

ახალციხის სავაჭრო ცენტრი სადეზინფექციო სამუშაოების გამო ორი დღით მუშაობას წყვეტს. დანარჩენ დღეებში ბაზარი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ახალციხის ბაზარში „სანიტარული დღეები“ 4 აპრილს დაიწყო და 6 აპრილამდე გაგრძელდება. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად „ალფა მარკეტი“ სადეზინფექციო ხსნარით ორი დღის განმავლობაში დამუშავდება. მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ ახალციხეში ამ დროისათვის ბაზრის დაკეტვა არ იგეგმება, თუმცა მომავალში გადაწყვეტილების მიღება ვითარების შესაბამისად მოხდება. Читать дальше...

News.ge 

“კორონავირუსი დიდი ხნით ან შეიძლება სამუდამოდაც მოვიდა”

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ვირუსოლოგმა ვიტალი ზვერევმა “Россия-1” ეთერში პანდემიის შესახებ ისაუბრა. ექსპერტის განმარტებით, კორონავირუსი დიდი ხნით ან შეიძლება სამუდამოდაც მოვიდა. კორონავირუსით დაავადდება პლანეტის, დაახლოებით, 70% . ადამიანებს მოუწევთ ისწავლონ მასთან ერთად ცხოვრება, როგორც გრიპის ან ადენოვირუსის დროს. აკადემიკოსი აცხადებს, რომ რუსეთში უფრო მეტი შემთხვევა იქნებოდა გამოვლენილი, ტესტირება მოსახლეობის უმეტესობას რომ უტარდებოდეს. ასეთ შემთხვევაში სიკვდილიანობის ...

Radiotavisupleba.ge 

ლევან რატიანი: 13 წლის ბავშვის და 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა. მისი ცნობით, 13 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ინფექციონისტებისა და პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშაა. მკვეთრად დადებითია 62 წლის პაციენტის მდგომარეობა. „ის ჩამოვა აუცილებლად ხვალ დღისათვის თერაპიის განყოფილებაში და გააგრძელებს მკურნალობას თერაპევტებთან და ინფექციონისტებთან ერთად“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისივე ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამუშავდა

კახეთის რეგიონში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სტიქიასთან საბრძოლველად მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში ამბობენ, რომ მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობისა, სრულყოფილად ჩატარდა წინასასეზონო ტექნიკური სამუშაოები, დანადგარები შეივსო რაკეტებით. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს კახეთში 600 000-მდე ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვას. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საქართველოში, დაახლოებით, 28 წლის წინ შეწყვიტა არსებობა... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

რუსეთში საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თქმით, ბუნებრივი აირის აფეთქებას საცხოვრებელ სახლში, მოსკოვიდან 85 კილომეტრში მდებარე ორეხოვო-ზუევოში, სულ მცირე, ერთი ადამიანის სიკვდილი და მეორის დაშავება მოჰყვა. აფეთქებამ დააზიანა არაერთი ბინა შენობაში.   აფეთქების ფონია მოსკოვსა და მისი შემოგარენის ქალაქებში კორონავირუსის გამო მკაცრი კარანტინი, რომლის მიხედვით, მოსახლეობა ბინებში უნდა დარჩეს. სამინისტროს თანახმად, აფეთქება მოხდა ხუთსართულიანი სახლის მესამე სართულზე.

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაშვების შემდეგ დააპატიმრეს

აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის წევრი პოლიციამ დააპატიმრა ერთ დღეში მას მერე, რაც გაუშვეს ფსიქიატრიული კლინიკიდან, სადაც ის თავისი ნების წინააღმდეგ იმყოფებოდა სამი დღის განმავლობაში. აქილ ჰუმბათოვის ცოლმა, აიგუნ ჰუმბათოვამ უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ მისი ქმრის თანამშრომლების თანახმად, აქილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა ორმა პირმა დააკავა ბაქოში 2 აპრილს. ჰუმბათოვას თქმით, მან ვერ დაადგინა ქმრის ადგილსამყოფელი და ბაქოს პოლიციამ არ მიაწოდა ინფორმაცია დაპატიმრების მიზეზზე. ჰუმბათოვმა ადრე რადიო თავისუფლებას უთხრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“გარდაცვლილი 15 კილოს იწონიდა, ბევრი ქრონიკული დაავადება ჰქონდა“ - ლალი ტურძელაძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში კორონავირუსით გარდაცვლილის მდგომარეობა დაწვრილებით აღწერა. მისი თქმით, 79 წლის ქალს კახექსია ჰქონდა და 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო - კლინიკაში შეყვანისას კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული და 12-15 კილოს იწონიდა. „პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტაჯიკეთში ფეხბურთის სეზონი იხსნება კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად

ტაჯიკეთის ფეხბურთის სეზონი იწყება კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, როცა მთელ მსოფლიოში ყველა სპორტული შეხვედრა გადაიდო. შუა აზიის ამ ქვეყანაში, სადაც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა. ტაჯიკეთის სუპერთასის გათამაშების ფინალში „ისთიქლოლი“ და „ხუჯანდი“ ხვდებიან ერთმანეთს 4 აპრილს, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, შეხვედრა ქომაგების გარეშე გაიმართოს. 5 აპრილს უკვე ლიგის შეხვედრები გაიმართება, ასევე დახურულ კარს მიღმა. ტაჯიკეთის მიმართ კრიტიკა გაისმა დიდი აღლუმების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს. 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე ქვეყანაში 180 მოქალაქე დააჯარიმეს. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დაჯარიმდა. 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბულის გარეუბანში პრეზიდენტის დაცვის წევრი მოკლეს

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეიარაღებულმა პირებმა ქაბულის გარეუბანში მოკლეს პრეზიდენტის დაცვის სამსახურის წევრი. სამინისტროს წარმომადგენლის, თარიყ არიანის თქმით, 3 აპრილს გვიან, ქაბულის გარეუბან ფაღმანში მოხდა თავდასხმა, რომლის დროსაც პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ერთი წევრი მოკლეს და მეორე დაჭრეს. არ არის ცნობილი, ასრულებდნენ თუ არა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას. არიანის თქმით, გამოძიება დაიწყო. პასუხისმგებლობა არავის უკისრია მომხდარისთვის. ჩვეულებრივ, ამგვარი თავდასხმის უკან თალიბანი იდგა ხოლმე. Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

ვახო სანაია გახლდათ მიშას ხელის ჟურნალისტი – ეს ახლაა რომ თავმომწონედ იძახის “ჩემი პროფესია კითხვების დასმააო” – რამიშვილი

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს ვახო სანაიას აკრიტიკებს და ამხელს: ეს ლინკი არის მედია-არარაობის ვახო სანაიას გადაცემების “ვახო სანაიას რეპორტაჟი” გვერდი, რომელიც 2011 2012 წლებში გადიოდა საზ მაუზე. მოდით ვნახოთ თუ რა თემებს ეხებოდა ეს გადაცემები: გენეტიკა:ალკოჰოლიზმი ანტროფოსოფია საქართველოს დაცული ტერიტორიები ევერესტი კიბერუსაფრთხოება არგენტინა -არქივის დაბრუნება და ა.შ და მისთ. გადაცემის მოკლე […]

Source

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია: 20 ივნისთან დაკავშირებით ომბუდსმენის დასკვნაში ახალი ვერაფერი ვნახე

გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და იქ ახალი ვერაფერი ვნახე. ამ დასკვნამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით - რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისის ღამეს არ გაცემულა. „ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი.

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთი უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ სამეფომ დატოვა ნავთობის მოპოვების შესახებ შეთანხმება

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტმა უარყო რუსეთის მტკიცება, რომ სამეფომ დატოვა ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმება მარტში. პრინც აბდულაზიზ ბინ სალმანის სიტყვები მოჰყავს 4 აპრილს საუდის არაბეთის SPA-ს სააგენტოს, რაც წარმოადგენს რუსეთის მტკიცებაზე პასუხს. რუსეთთან კამათის თაობაზე კომენტარი გაკეთა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინც ფაიზალ ბინ ალ საუდმა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება OPEC+ შეთანხმებიდან სამეფოს გასვლის შესახებ, არასწორია, და რომ რუსეთია ის ქვეყანა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ის პირადად არ დაესწრება სააღდგომო ლიტურგიას და მას თვალს ტელევიზორის საშუალებით მიადევნებს. "მე, რა თქმა უნდა, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე", - თქვა გიორგი გახარიამ.

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ლაბორატორიულად 2 762 ადამიანი შემოწმდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსზე 3 ათასამდე ადამიანი შემოწმდა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ნათქვამიდან ირკვევა, რომ შესაძლო შემთხვევებიდან კორონავირუსი 6 პროცენტზე ნაკლებ შემთხვევაში დაფიქსირდა. "საქართველოში ჩვენ გვაქვს 157 დადასტურებული შემთხვევა, ეს გახლავთ იმ 2 762 შესაძლო შემთხვევიდან, რომლებიც საჭიროებდნენ ღრმა კვლევებს - ეპიდკვლევას, კლინიკურ კვლევას და ლაბორატორიულ კვლევას. აქედან გატესტილია 2 912 ნიმუში", - თქვა მან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია: ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს. ზომები შესაძლოა გამკაცრდეს

გარდაცვალების ამ შემთხვევამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. პრემიერმა კორონავირუსით გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და თქვა, რომ მომხდარი ფაქტი უკიდურესად საგანგაშოა. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ, პირველ რიგში, ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შიდა ქართლში აგრარული ბაზრები იხურება

შიდა ქართლის რეგიონში არსებული აგრარული ბაზრები დღის ბოლომდე დაიხურება. საგანგებო შტაბის ამ გადაწყვეტილების შესახებ მოვაჭრეებს უკვე აცნობეს. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ბაზრების დროებითი დახურვა მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის გადაადგილებას შეამცირებს. „გუშინ საღამოს გვქონდა შტაბის შეკრება, ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც რეგიონში მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მაღალი რისკების გათვალისწინებით, შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება აგრარული ბაზრების მუშაობის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით გარდაცვლილ 79 წლის ქალს განსხვავებული წესით დაკრძალავენ

დღეს, 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა. 79 წლის ქალს განსხვავებული წესით დაკრძალავენ. დაკრძალვის წესებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ილაპარკა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების გამო გვამი სპეციალური დამუშავების შემდეგ სპეციალურ ჩანთაში უნდა მოთავსდეს, შემდეგ კი ჩანთით სამედიცინო სივრცეში ცალკე გამოყოფილ ადგილას მოათავსებენ. სათავსოში ჩანთას გაუკეთდება სპეციალური ნიშნული. საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Сибантрацит переориентируется на российский рынок из-за санкций США

Вадим Верван: День Победы всегда будет святым для русского народа

Названы регионы РФ с самым большим миграционным приростом в начале 2024 года

Эксперт в области культуры, искусства и моды Елена Шерипова: как привить детям любовь к выставкам и театрам

Музыкальные новости

В России после переизбрания Путина началась широкомасштабная зачистка чиновников. Аресты идут один за другим

«Коноплянка» гнездится в России // Московский «Кристалл» начнет выпуск белорусской водки

Выпускники БРХК вновь выступят на одной сцене

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне

Новости России

Тренер Газзаев: ЦСКА вполне по силам обыграть "Зенит" в Санкт-Петербурге

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне

1XBET Qazaqstan Hockey Open. Сборная Казахстана с минимальным счетом уступила команде России

Новосибирская область в мае представит программу научно-технического развития

Экология в России и мире

Вседозволенность азербайджанской диаспоры в России или как пантюркистские националисты 29 апреля перекрыли улицу в центре Москвы

Актерское агентство Киноактер. Актерское агентство в Москве.

XXIII Московский Пасхальный фестиваль проходит при поддержке Relax FM

В российских регионах в 2024 году начнут работу магазины «Петербургского дизайна»

Спорт в России и мире

Легечка обыграл Надаля и сыграет с Медведевым в 1/4 финала «Мастерса» в Мадриде

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 

Чех Легечка пожелал здоровья россиянину Медведеву, который снялся с их матча

Соболенко вышла в ⅛ финала турнира WTA в Мадриде

Moscow.media

РОССИЯН ПРЕДУПРЕДИЛИ О РИСКАХ ВОЗВРАЩЕНИЯ РАЗБОРОК НА ДОРОГАХ

Героическое участие армян в СВО. Часть третья

Новинка от Edifier: беспроводные наушники Comfo Run для занятий спортом

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?











Топ новостей на этот час

Rss.plus






Планируете отдых на Черном море? Отель “Мишель” предлагает отличный сервис по приемлемым ценам

Танк Abrams заметили на трассе под Ельцом

Суд продлил арест замглавы авиационной компании МЧС Матвеева

ЧЭРЗ развивает промышленный туризм в рамках Всероссийской акции «Неделя без турникетов»