რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ვირუსოლოგმა ვიტალი ზვერევმა “Россия-1” ეთერში პანდემიის შესახებ ისაუბრა.
ექსპერტის განმარტებით, კორონავირუსი დიდი ხნით ან შეიძლება სამუდამოდაც მოვიდა. კორონავირუსით დაავადდება პლანეტის, დაახლოებით, 70% . ადამიანებს მოუწევთ ისწავლონ მასთან ერთად ცხოვრება, როგორც გრიპის ან ადენოვირუსის დროს.
აკადემიკოსი აცხადებს, რომ რუსეთში უფრო მეტი შემთხვევა იქნებოდა გამოვლენილი, ტესტირება მოსახლეობის უმეტესობას რომ უტარდებოდეს.
ასეთ შემთხვევაში სიკვდილიანობის პროცენტიც ნაკლები იქნებოდა, დასძინა ვიტალი ზვერევმა.
წყარო: rambler.ru