საქართველოს სარაგბო ნაკრებმა „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან გამართული ტესტ-მატჩი უშანსოდ წააგო. „ბორჯღალოსნებმა“ ევროპის ექვსი ერის მონაწილე ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. საწყის ოც წუთში ოცი ქულით ჩამორჩნენ და პირველი ტაიმიც ასევე წააგეს - 3:23. თამაში შესვენების შემდეგაც სტუმართა უპირატესობით გაგრძელდა და, საბოლოოდ, შოტლანდიელებმა 44:10 მოიგეს. საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ერთხელ კიდევ დაუპირისპირდებიან 6 სექტემბერს შოტლანდიაში. ის თამაში „ბორჯღალოსნებისთვის“ ბოლო... Читать дальше...
ვარშავაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ ერს მადლობა გადაუხადა "მთელი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს რუსეთის აგრესიის ამ რთულ პერიოდში". ზელენსკი ამ განცხადებით გამოვიდა 31 აგვისტოს, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. დუდამ ზელენსკი დაარწმუნა, შეგიძლია "დამეყრდნო, როცა საქმე ეხება სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და უკრაინის ტერიტორიის მთლიანობასო". ზელენსკი პოლონეთში 31 აგვისტოს ჩავიდა, ორდღიანი მოლაპარაკებებისთვის... Читать дальше...
ბათუმში, ბონის დასახლებაში ქმარმა ცოლი დაჭრა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. 30 წლამდე ქალს ცივი იარაღით კისრის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.
Source
31 აგვისტოს რუსეთის ათასობით მოქალაქე არ დაემორჩილა მთავრობას და მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში, ქალაქის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვების მოთხოვნით. პოლიცია მასშტაბურად იყო წარმოდგენილი ქალაქში, თუმცა აქციაში არ ჩარეულა. 31 აგვისტოს აქციის მონაწილეთა რაოდენობა ნევრად ნაკლები იყო, ვიდრე წინა დემონსტრაციებზე. თუმცა, როცა აქციის მონაწილეები პუშკინის მოედანს მიუახლოვდნენ - სიმბოლურად მნიშვნელოვან პარკს, რომელიც კრემლთან ახლოს მდებარეობს - პოლიციელებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს... Читать дальше...
„ქალაქი ყარს!“, „სიმყრალე გვკლავს!“, „მიხედეთ ქალაქს!“ - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ 31 აგვისტოს რუსთავის მერიის წინ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით გამართული საპროტესტო აქცია-პერფორმანსის მონაწილეებს.
"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას გააპროტესტებს. ამ მიზნით 2 სექტემბერს პრეზიდენტის სასახლის პიკეტირება იგეგმება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, პრეზიდენტმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ვის აქვს შესაძლებლობა ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების დროს მასზე ზემოქმედება მოახდინოს, მაშინ როცა აშკარა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება დამაზიანებელი იქნებოდა პრეზიდენტისთვის. " როგორც არ უნდა იმართლოს თავი პრეზიდენტმა... Читать дальше...
სააგენტო ინტერპრესნიუსი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სააგენტოს ცნობით პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, შს მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაუბრუნდება. ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა. მმართველ გუნდში ამ დრომდე უარყოფენ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობას, თუმცა მედიაში ცვლილებების შესახებ ვერსიები ბოლო ერთი თვეა ვრცელდება. 1 სექტემბერს... Читать дальше...
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან კონდიციონერი გადმოვარდა და მამაკაცს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. როგორც თვითმხილველები ყვებიან კონდიციონერი ბინის მე-4 სართულზე ხის კონსტრუქციაზე იყო დამონტაჟებული. მათივე თქმით, კონდიციონერი დემონტაჟის პროცესში ჩამოვარდა და ქუჩაში გამვლელს დაეცა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
31 აგვისტოს ჰონგ-კონგის პოლიცია ცრემლმდენი გაზით და წყლის ჭავლით დაუპირისპირდა დემოკრატიის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც, თავის მხრივ, ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. ამ, ჩინეთის მიერ მართულ ქალაქში გრძელდება ძალადობრივი შეტაკებები, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკურ კრიზისს ქმნის. პოლიციამ რამდენიმე ჯერზე ისროლა ცრემლმდენი გაზი, რასაც დემონსტრანტები ქოლგების უკან ემალებოდნენ. პოლიციას აქციის მონაწილეები აგურებს ესროდნენ. ჭავლი, რომელიც პოლიციამ გაუშვა... Читать дальше...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა - ლუხუმ ჩხვიმიანის (60 კგ) ოქროთი და ლუკა მაისურაძის (81 კგ) ბრინჯაოთი. ინდივიდუალური პირველობის დასკვნით დღეს - 31 აგვისტოს ტოკიოს ტატამზე მძიმეწონოსნები გავიდნენ და საქართველოს სახელით კონკურენციაში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ჩაება, მაგრამ კვარცხლბეკზე ზედიზედ მეორედ ასვლა ვერ შეძლო. ძირითად ბადეში თუშიშვილი ნახევარფინალამდე მივიდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან წაგებით დაკარგა. Читать дальше...
მოსკოვში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელშიც ათასობით მოქალაქე მონაწილეობს. ოპოზიციის აქტივისტები არ დაემორჩილნენ მთავრობის გაფრთხილებას და მაინც გამართეს საპროტესტო დემონსტრაცია, რომელიც ქალაქის სათათბიროს მოახლოებულ არჩევნებს ეხება. 31 აგვისტოს დემონსტრაცია მორიგი ღონისძიებაა დემონსტრაციათა ციკლში, რომელსაც მოჰყვა კონფრონტაცია ლიბერალ აქტივისტებსა და ქალაქის ადმინისტრაციასა და კრემლს შორის. აქციები ივლისის შუა პერიოდიდან მიმდინარეობს. მათ ბიძგი მისცა ქალაქის სათათბიროს მოახლოებულმა არჩევნებმა... Читать дальше...
გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 20 მგზავრი. მათგან 17 სომხეთის, 1 - აზერბაიჯანის და 2 - საქართველოს მოქალაქეა. გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია. 31 აგვისტოს გამთენიისას სოფელ თელეთთან ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით მიდიოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის... Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 31 აგვისტოს პოლონეთში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით, მოლაპარაკებებზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შეეხება მისი ახლადდანიშნული მთავრობის პოლიტიკას და უკრაინის ურთიერთობას ევროკავშირთან. ზელენსკის, რომელსაც თან ახალი კაბინეტის რამდენიმე წევრი ახლავს, პრეზიდენტის სასახლის წინ მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა. 1 სექტემბერს ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ვარშავაში გამართულ ცერემონიაში, რომლითაც აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომის დაწყების - 1939 წლის 1 სექტემბერს... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელთა დღე მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, მისთვის დიდი პატივია მიმართოს საქართველოს ჯარისკაცებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იცავენ მშვიდობას და აძლიერებენ ქვეყნის უსაფრთხოებას. „თქვენს მიმართ ჩვენი პარტნიორები უდიდეს პატივისცემას, ნდობას და თქვენი მსახურობის მაღალ შეფასებას გამოხატავენ. მთელი ქვეყნის სახელით მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოსთვის გასწიეთ. მინდა გავიხსენო... Читать дальше...
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალების შესახებ. როგორც ზაალ უდუმაშვლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ მიიღებს "ორაზროვან და აბსურდულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა". „გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ანტისახელმწიფოებრივ და აღმაშფოთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პირველმა პირმა, უფრო ზუსტად კი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტად დანიშნულმა მიიღო. Читать дальше...
კომპანია „როსატომის“ ხუთი სპეციალისტი და ორი რუსი სამხედრო დაიღუპა არა ახალი ბირთვულძრავიანი რუსული ფრთოსანი რაკეტის გამოცდის შედეგად, ნიონოკსაში, არამედ იმ დროს, როდესაც ცდილობდნენ ფსკერიდან ამოეღოთ ასევე წარუმატებელი გაშვების შემდეგ წყალში ჩავარდნილი რაკეტა.
თალიბანის ექსტრემისტებმა მასშტაბური იერიში მიიტანეს ავღანეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქზე, მიუხედავად აშშ-სთან წარმოებული მოლაპარაკებისა ავღანეთის 18-წლიანი კონფლიქტის დასრულების მიზნით. ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, 31 აგვისტოს თალიბანის მებრძოლები რამდენიმე პოზიციიდან დაესხნენ თავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ჩრდილოეთის ქალაქ კუნდუზს, რომელიც ამავდროულად კუნდუზის პროვინციის რეგიონული დედაქალაქია. პრეზიდენტის პრესმდივნის, სედიყ სედიყის თქმით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე ადგილას შესძლეს თავდასხმის მოგეროება. Читать дальше...
პირველ სექტემბერს "ქართული ოცნება" უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება. შეხვედრა საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე იმართება. დეპუტატ ნინო გოგუაძის განცხადებით, უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს. როგორც ტელეკომპანია "პირველის" ეთერში დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გამაცხადა, მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა არ ყოფილა. თუმცა მედიაში ცვლილებების შესახებ ვერსიები ბოლო ერთი თვეა ვრცელდება. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატები სწორედ... Читать дальше...
რუსეთის ოპოზიციის აქტივისტები ემზადებიან მნიშვნელოვანი კონფრონტაციისთვის მოსკოვის პოლიციასთან, ისინი მოსკოვში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, მიუხედავად ქალაქის მესვეურების უარისა აქციაზე ნებართვა გაეცათ. 31 აგვისტოს დაგეგმილი საპროტესტო დემონსტრაცია მორიგი ღონისძიებაა აქციების ციკლში, რომლებსაც ოპოზიცია მართავს, რათა მოსკოვის მესვეურებზე ზეწოლა განახორციელოს ქალაქის საბჭოს მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ყოველკვირეული აქციები დაიწყო ივლისში, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა... Читать дальше...
საქართველოში, სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი. „რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაციის გაგრძელება აღმაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა დაუფიქრებლად განაგრძობს სხვა ერების სუვერენიტეტის უგულებელყოფას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, – წერია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბათუმში გვიან ღამით ქმარმა ცოლი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 30 წლამდე ქალს ცივი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. დაკავებულია მამაკაცი. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს არ აჰყვნენ ჭორებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ. ამის შესახებ მან თავის ფეისბუკ გვერდზე დაწერა. „პატივცემულო მეგობრებო, თანამოქალაქეებო! სოფელ უისტაში (წნელისი) შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა დაიწყო ვითარების დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება,“- წერს ბიბილოვი. მან უარყო ხმები, რომ მისი ოჯახი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გაიყვანა. Читать дальше...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას - სამინისტრო აცხადებს, რომ "სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, რაც პროვოცირებული იყო ქართული პოლიციის მიერ სამხრეთოსური სოფლის, წნელისის სიახლოვეს პოსტის მშენებლობით". სამინისტრო ამ ნაბიჯებს "პროვოკაციულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი გადაიდგა "თბილისის მრავალჯერადი უარის ფონზე ცხინვალის შეთავაზებაზე, დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე". Читать дальше...
სამართალდამცველებმა რუსთავში დააკავეს 2002 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედება ქურდობის 6 ფაქტი. დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის აგვისტოში, რუსთავში, მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. სამართალდამცველებმა მოპარული ავტომობილი იმავე დღეს კახეთში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა პროდუქტების მაღაზია, საწარმოები და ავტომობილი გაქურდა. ამოღებულია მოპარული ნივთების ნაწილი. Читать дальше...
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა მესამე წრეში დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში მე-18 ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი 118-ე ჩოგანს - გერმანელ დომინიკ კოპფერს დაუპირისპირდა და ოთხ სეტში დამარცხდა - 3:6, 6:7, 6:4, 1:6. კოპფერთან შეხვედრამდე, ბასილაშვილმა ორი მეტოქე დაამარცხა - უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 და ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი 3:6, 7:6, 7:5, 6:2.