ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ვაშინგტონში დაფუძნებულ "დემოკრატიების დაცვის ფონდს" და მის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ დუბოვიცს. სამინისტროს თანახმად, ორგანიზაცია ხელს უწყობდა სანქციების დაწესებას ირანისთვის და „ეკონომიკურ ტერორს“ ირანის წინააღმდეგ. ირანის მედია, მათ შორის, სააგენტო "ფარსი", იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, რომ ფორდმა და დუბოვიცმა „განზრახ“, მიაყენეს ზიანი ირანის სასიცოცხლო ინტერესებს და "ავრცელებდნენ სიცრუეს" ირანის წინააღმდეგ. Читать дальше...
ჩვენ გვაქვს ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კონსტიტუცია ქვეყნის წარსულსა და მომავალს განსაზღვრავს. „საქართვლოს კონსტიტუციის დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს ქვეყნის, როგორც წარსულს და იმ პრინციპებს, რომელზეც იდგა ქართული სახელმწიფო, ასევე მომავალს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის […]... Читать дальше...
24 აგვისტოს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა. ღონისძიება მედიისთვის დახურული იყო. სიტყვა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა მიწვეულ სტუმრებს მიმართა, გამოქვეყნდა პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე. სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვაში ხაზს უსვამს კონსტიტუციის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია იქცა 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივ საფუძვლად: "დამოუკიდებლობა თუ ვერ დაიცვა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ, მან მისცა მთავარი იარაღი ემიგრაციას და თვით ქვეყანაში... Читать дальше...
ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება, დაუბრუნდეს რუსეთი „დიდი შვიდეულს“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების ჯგუფს. ტუსკმა ამის თაობაზე განაცხადა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც დაიწყო 24 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში. ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ახლა უფრო მეტი მიზეზი არსებობს, არ მიიღოს „დიდმა შვიდეულმა“ მოსკოვი თავი რიგებში. „დიდი შვიდეულის“ სამიტი იქნება ერთიანობის და სოლიდარობის გამოცდა, რადგან მისმა... Читать дальше...
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება ძლიერი სიცხის, ქარისა და მთის რთული რელიეფის გამო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, სტიქიასთან ბრძოლაში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო. სპეციალურად შექმნილ შტაბს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. სულ ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 70 მეხანძრე-მაშველია ჩართული. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში, ცეცხლი ხეებსა და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა. Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიმართა კონგრესს წინადადებით, გაიხსნას საკონსულო გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკეში. აშშ-ს საკონსულო გრენლანდიაში ჰქონდა 1940-1953 წლებში. ახლანდელი წინადადება დანიის ამ ტერიტორიაზე საკონსულოს კვლავ გახსნას გულისხმობს. აშშ-ს აქვს „სტრატეგიული ინტერესი, განამტკიცოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კომერციული კავშირები არქტიკის რეგიონში“, წერია სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში გაგზავნილ წერილში, და ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტი თვლის, რომ საჭიროა... Читать дальше...
„დიდი შვიდეულის“ სამიტი იქნება ერთიანობის და სოლიდარობის გამოცდა, რადგან მისმა ლიდერებმა ვერ გამონახეს საერთო ენა მიმდინარე წელს, განაცხადა ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა 24 აგვისტოს ბრიფინგზე. ბიარიცში ტუსკმა ასევე თქვა, რომ სავაჭრო ომები შვიდ მდიდარ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო მეტად ავნებს მათ შორის ნდობას. ტუსკის თქმით, თუ ტრამპი ტარიფებს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს, ეს საფრთხეს შექმნის მსოფლიოს. „დიდი შვიდეულის“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების, ლიდერები 24 და... Читать дальше...
რუსეთის კოსმოსური ხომალდის, „სოიუზის“ ახალმა მოდელმა, რომელზეც იმყოფება რუსეთის ადამიანის მსგავსი პირველი რობოტი, ვერ მოახერხა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირება. რუსეთის სააგენტო ინტერფაქსის თანახმად, ავტომატური შეპირაპირების სისტემამ ვერ მოახერხა ხომალდის სტაბილიზება და სადგურთან მიახლოვების დაწყება. შეპირაპირების შემდეგი მცდელობა 26 აგვისტოს მოხდება. აშშ-ის და რუსეთის კოსმოსურმა უწყებებმა, „ნასამ“ და „როსკოსმოსმა“ განაცხადეს, რომ ექვსკაციან ეკიპაჟს სადგურზე საფრთხე არ შექმნია. „სოიუზის“ ახალ ვერსიაზე... Читать дальше...
25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებში 9 პრეტენდენტი მონაწილეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოაწყო ბალისტიკური რაკეტების „სინეავას“ და „ბულავას“ გამოცდა. საწვრთნელი გაშვებები ჩატარდა წყალქვეშა ნავებიდან „ტულასა“ და „იური დოლგორუკიდან“. ცნობას თავდაცვის უწყება ავრცელებს თავის ვებსაიტზე. გამოცდა მოეწყო ორ დღეში მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ „სიმეტრიული პასუხს" გასცემდა ფრთოსანი რაკეტა „ტომოჰოკის“ სახმელეთო ვარიანტის გამოცდას აშშ-ის მიერ. რუსეთის რაკეტები გაუშვეს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანეში, ჩრდილოეთ პოლუსის მიმდებარე არეალიდან და ბარენცის ზღვიდან. Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია შეადარა „ბავშვის მოპარვას და მისი დაბადების ახალი მოწმობის გამოწერას“, როცა მან სიტყვა წარმოთქვა დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე. შეკრებილთა წინაშე, სადაც უკრაინის უამრავი დროშა ფრიალებდა, ზელენსკიმ პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ახლა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ, კვლავ კიევის მმართველობას დაუბრუნდება. ზელენსკი, ყოფილი კომიკოსი, პრეზიდენტად... Читать дальше...
უკრაინის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცელი და ემოციური სიტყვით მიმართა უკრაინელ ხალხს. „ჩემი ყოველი დღე იწყება სმს შეტყობინებით. ეს არის გენერალური შტაბის შეტყობინება: გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის გახსნა - 7, დანაკარგი - 2. ციფრები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ერთი რამ აქცევს დილას მშვიდობიანად. ესაა ნული. ცეცხლის გახსნა - 0, დანაკარგი - 0. მოდით, მადლობა ვუთხრათ იმათ, ვისი წყალობითაც დღეს ჩვენ აქ ვდგავართ - კაშკაშა მზისა და ლურჯი ცის ქვეშ. და რომ ამ ოვაციებმა მიაღწიონ ჩვენს დამცველებამდე... Читать дальше...
ირანის დროშით მცურავი ტანკერი, რომელიც გიბრალტარში გააჩერეს, და რომლის თაობაზე აშშ-მა დაკავების ორდერი გაავრცელა, ახლა მიემართება თურქეთის ნავსადგურისკენ. ტანკერ „ადრიან დარია 1“-ის ეკიპაჟმა ადრე გამოცხადებული მიმართულება შეცვალა და 24 აგვისტოს „ავტომატური ამოცნობის სისტემაში“ დანიშნულების პუნქტად თურქეთის ნავსადგური მესრინი შეიტანა. ექსპერტების თანახმად, ეკიპაჟს შეუძლია დანიშნულების ნებისმიერი პუნქტის სისტემაში შეტანა. საზღვაო ტრანსპორტის ვებსაიტის, MarineTraffic.com-ის თანახმად, ამ წუთში გემი... Читать дальше...
„დიდი შვიდეულის“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების, ლიდერები 24 და 25 აგვისტოს საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში სამიტს მართავენ. სამიტის, რომლის მონაწილეებმა შესაძლოა ზოგიერთ საკითხზე იკამათონ, მთავარი თემებია ირანის ბირთვული პროგრამა და რუსეთის ამ ჯგუფში მოსალოდნელი დაბრუნება ორდღიან სამიტში მონაწილეობენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. შეხვედრა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს, იმართება საკურორტო ქალაქ ბიარიცში... Читать дальше...
„განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად“, - ასეთ შეფასებას აძლევს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი პროკურატურის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს გამოძიება ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე. სერგო რატიანის თქმით, "ევროპული საქართველო" მოითხოვს, შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი. „ბოლო პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა დღე, რომ ხელისუფლება არ აწარმოებდეს პოლიტიკური ინტერესით გაჯერებულ დევნას იმ ოპონენტების წინააღმდეგ... Читать дальше...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ნაწილმა ტელევიზიიდან წასვლის გადაწვეტილება ბულინგისა და წნეხის პირობებში მიიღეს. „ვფიქრობ, ნაწილობრივი მათგანისთვის ეს იყო წნეხის ქვეშ, ყოფილი დირექტორის ბულინგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება და ეს არც მათ და არც არხის ინტერესებში შედიოდა. მცდელობა, რომ „რუსთავი 2" განადგურდეს, ყოფილი დირექტორის და მფლობელის ტიპიური ქმედებაა, რადგან ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს, რომ მის მერე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს. Читать дальше...
დღევანდელ გადაცემაში: საერთაშორისო დიდოსტატი ელიზბარ უბილავა საუბრობს ევროპის მომავალი ჩემპიონატისათვის მოჭადრაკე ქალთა ნაკრების მზადებისა და მადრიდის „რეალის“ შესახებ; ვლადიმერ გუცაევი მიმოიხილავს უცხოეთში ამაჟამად მომუშავე ქართველ მწვრთნელთა პერსპექტივებს.
არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა. ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა. გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს!. Слава Україні!“ - წერს არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებ-საიტზე. უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 24 წლის წინ... Читать дальше...
23 აგვისტოს გერმანიაში პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელი მუსა პანკისელი (მურაზი გოდერძიშვილი). „გული ტირის თვალი კი ცრემლებს ვერ ერევა... დღეს დღის თორმეტ საათზე გერმანიაში მუხანათურად მოკლეს ჩვენი უფროსი ძმა ზელიმხან ხანგოშვილი...“ - წერს მუსა პანკისელი. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. „ადგილობრივების ინფორმაციით... Читать дальше...
1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სახელმწიფოს უზენაესი კანონი - კონსტიტუცია. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. კონსტიიტუციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საზეიმო მიღება და გამოიფინება ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები:1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტომასალა. შეკრებილ საზოგადოებას... Читать дальше...