Добавить новость

Самая модная обувь на лето-24 - названы основные виды и параметры

В усадьбе «Останкино» реставрируют два павильона и фасад дворца

За многовекторность придется заплатить 60 млрд долларов. Путин поставил Эрдогана в очень интересную позу.

Модернизация коммунальной инфраструктуры в Павловском Посаде коснется 36 тыс человек

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2019

Новости за 07.08.2019

Marshalpress.ge (მარშალ) 

“რუსთავი 2”-ზე ნათია ლაზაშვილს რომ დაინახავენ, არც ნაც.მოძრაობის და არც ევროპული საქართველოს მომხრეები აღარ უყურებენ

“რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში, არხს  მაყურებლის 80 პროცენტი გამოაკლდება, რადგან ეს აუდიტორია არის მკვეთრად ოპოზიციური. როგორც ნიკა გვარამიამ “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა, როდესაც მაყურებელი, დიანა ჯოჯუას ნაცვლად, ნათია ლაზაშვილს დაინახავს ეკრანზე, არც ნაც.მოძრაობის და არც ევროპული საქართველოს მომხრე ამ არხს აღა უყურებს.

Source

Radiotavisupleba.ge 

რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავის გამო ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაუშვეს

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

Radiotavisupleba.ge 

ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“ დაიხურება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე

„რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში იმ სისხლის სამართლის საქმის დაწყების მოტივზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებას სჭირდება საბაბად, იმისთვის, რომ სამაუწყებლო კომპანიის გაკოტრება ვიღაცას დააბრალოს. „იტყვიან, ნახეთ, ამ ადამიანებმა კომპანია რა დღეში ჩააგდეს და ამიტომ ეს საცოდაობა იხურება. პაატა სალიას ჰგონია, რომ რაღაცას გააკეთებს, მაგრამ სინამდვილეში ეს კომპანია დაიხურება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე“, - ამბობს ნიკა გვარამია.  ტელეარხის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აგვისტოს ომი: ვის გაასამართლებს ჰააგის ტრიბუნალი?

ახდენს თუ არა ზეგავლენას პოლიტიკური ბრძოლები ჰააგის ტრიბუნალში მიმდინარე გამოძიებაზე, რა ეტაპზეა პროცესი და ვინ შეიძლება დაისაჯოს?

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სამინისტრო Facebook-კომენტართან დაკავშირებული სარჩელის ავტორს პასუხობს

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ იურისტ გიორგი ნონიაშვილის საქმე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული კომენტარის წაშლას ასაჩივრებს, განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას გადაეცა. უზენაესი სასამართლოს ამ განჩინების შესახებ მოსარჩელემ 6 აგვისტოს შეიტყო. იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას წერილობით განუმარტა უზენაესი სასამართლოს განჩინების შესახებ საკუთარი პოზიცია. საქმე ეხება იურისტ გიორგი ნონიაშვილის სარჩელს, რომელიც ამტკიცებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი აგვისტოს ომზე: მაშინდელმა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით  შესაძლებელი გახადა საოკუპაციო გეგმის განხორციელება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძე აგვისტოს ომის 11 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა, მშვიდობის უზრუნველყოფა და ქვეყნისთვის განსაცდელის არიდებაა. რაც, მისი სიტყვებით, ვერ შეძლო წინა ხელისუფლებამ: „სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი“, - წერს ბახტაძე.  პრემიერის სიტყვებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უღრანი ტყეები ქართული სოფლების ადგილას

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ. ომის შემდეგ საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, რომელთაგან 30 000 დევნილობაში რჩება.

Radiotavisupleba.ge 

სპეცრაზმმა შტურმი განახორციელა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე

7 აგვისტოს ყირგიზეთის სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმი განახორციელა ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის რეზიდენციაზე, სოფელ კოი-ტაშში, სადაც თავის თანამოაზრეებთან ერთად იმყოფება ყირგიზეთის ყოფილი ლიდერი და უარს ამბობს დაემორჩილოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში გამოტანილ გადაწყვეტილებას.   ყირგიზი ჟურნალისტი მაირბეკ აიტიკევი ფეისბუკის საშუალებით ავრცელებს ფოტო და აუდიო მასალას, რომელიც ასახავს შტურმში მონაწილე ნიღბიან სპეცრაზმელთა მოქმედებას და სპეცოპერაციის დროს დაშავებულ ადამიანებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქციაზე „სირცხვილია“  -  49-ე დღეს ომზე ილაპარაკებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების 49-ე დღეს, რომლის მთავარი მოთხოვნაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა, მთავარი თემა იქნება 11 წელი ომიდან. აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის  შემდეგ დაიწყო დე-ფაქტო, არაღიარებული საზღვრების თანდათანობით გადმოწევა და საქართველოს ტერიტორიების მიტაცება. ხოლო რუსეთის ფედერაციამ დაარღვია კონფლიქტის შემდგომ დადებული შეთანხმება და მცოცავი ოკუპაციით დაიკავა ასზე მეტი ქართული სოფელი. მოკლეს გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საარჩევნოდ რეგლამენტირებული წარსული

კარგია, რომ 20 %-ზე არაა საუბარი. რაღაცნაირად სწორხაზოვნად სიმბოლური იქნებოდა ომის წლისთავზე გამოხატვის თავისუფლების 20 %-ით შეზღუდვა, თუმცა ვერც 25 %-ით ავარიდებთ თავს აღნიშნულ ანალოგიაზე საუბარს

Radiotavisupleba.ge 

ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას მალე ბევრი ქვეყანა აღიარებს

სამხრეთ ოსეთი მუშაობს ბევრ ქვეყანასთან მათგან დამოუკიდებლობის აღიარების მისაღწევად, მიუხედავად საქართველოს მცდელობებისა დაბლოკოს ეს პროცესი“, - განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. ინფორმაცია სააგენტო  „ტასს“-ი ავრცელებს. „თუ რომელიმე სახელმწიფოს დავასახელებთ, რომელთანაც სამხრეთ ოსეთის აღიარების მიზნით ვმუშაობთ,  საქართველო  მაშინვე გზავნის იქ  თავის წარმომადგენლებს,  საპროტესტო ნოტებს გადასცემს და ამ პროცესს ყველანაირად ბლოკავს. მაგრამ სამხრეთ ოსეთის აღიარება - შეუქცევადი პროცესია. Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

კვლევა: შშმ ბავშვების დედების საჭიროებები სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფილია

7 აგვისტოს საინიციატივო ჯგუფმა "ქალთა ხმები" წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელშიც ასახულია საქართველოს შვიდ ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედების საჭიროებები. კვლევიდან ირკვევა, რომ დედები არ არიან ჩართული სახელმწიფო სერვისებსა თუ პროგრამებში, რომლებიც მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს. კვლევის მიხედვით, ისინი განიცდიან საზოგადოების წნეხს. მათ დამატებით სირთულეებს უქმნის სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალის ცნობიერების დაბალი დონე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შესწავლილია, თუ არა „ბათუმი რივიერას“ რისკები?

ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა, რომ პროექტ „ბათუმი რივიერას“ განხორციელების შემაფერხებელ ფაქტორს ვერ ხედავს. ამ პროექტით, ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს.

Radiotavisupleba.ge 

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია! - ბაქო გაბრაზებული უპასუხებს ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას

"დაე, ნურავის ნუ შეეპარება ეჭვი, რომ აზერბაიჯანი აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. პასუხისმგებლობა შედეგებზე სომხეთის მხარეს დააწვება“, - აღნიშნა გაჯიევმა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

მე დღემდე ვერ ვერავინ მაჯერებს, ვერ მოვისმინე არგუმენტირებული შეფასება იმისა, რომ ეს საომარი მოქმედებები არ იყო კარგად შეფუთული, გააზრებული, ტერიტორიების გადაბარების კონკრეტული კომბინაცია და ამოცანა – კობა კობალაძე

იმდროინდელი ხელისუფლების კრიტიკა არ არის მარტო ჩვენი ნააზრევი, ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეფასება და ანალიზი მე დღემდე ვერ ვერავინ მაჯერებს, ვერ მოვისმინე არგუმენტირებული შეფასება იმისა, რომ ეს საომარი მოქმედებები არ იყო კარგად შეფუთული, გააზრებული, ტერიტორიების გადაბარების კონკრეტული კომბინაცია და ამოცანა. ჩვენ დღესაც ვიცით, საქართველოს რომ მთავარი აგრესორი, მოწინააღმდეგე და მტერი არის ჩრდილოეთის მხრიდან, ჩვენი […]

Source

Radiotavisupleba.ge 

ელიზაბეთ რუდი წეროვანში: ეს სახლები უდრეკი ხალხისა და მათი საყვარელი სამშობლოს სიმტკიცის ისტორიას გვიყვება

„საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 11 წლისთავზე თითოეული ეს სახლი გვიყვება ოჯახების, მეგობრების, სახლ-კარისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ამბავს, მაგრამ, ამასთანავე, გვიამბობს სიმამაცის, მეგობრობის, უდრეკი ხალხისა და მათი საყვარელი სამშობლოს სიმტკიცის ისტორიას", - აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი. მისი განცხადება აშშ-ის საელჩოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. ელიზაბეთ რუდი შენიშნავს, რომ შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ 20-21 ივნისის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კანონდარღვევა ვერ დაუმტკიცა

სასამართლომ თელავის "დემოკრატიის სკოლის" ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძის საქმეზე სამართალწარმოება შეწყვიტა.

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული გამოცდებზე ოთხის ნაცვლად სამი გამოცდა ჩაბარდება

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ -  ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და ის დამატებითი საგნების სიაში გადაინაცვლებს. ახალი მოდელი გულისხმობს, რომ აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას  ჩააბარებენ: ქართული ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში. მესამე გამოცდა კი, დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით ზალკალიანი: საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად,  ყოველდღიურ რეჟიმში  მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული შესაბამისი შფასებები სულ იყო საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებზე. ზალკალიანის განცხადებით, როგორც არასდროს, დღეს საქართველო არის ძალიან წინა პოზიციებზე საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რაც არც ისე ადვილია, რადგან მისი თქმით, „დღევანდელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები

რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის მე -11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში".  განცხადება მიუთითებს, რომ კვლავაც ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გადაადგილების... Читать дальше...

News.ge 

„ნაცების“ ნებისმიერი აქტივობა რუსულ თემასთან დაკავშირებით მთავრდება ისეთი შედეგით, რომელიც აწყობს მხოლოდ რუსეთს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში „ნაცების“ მიერ მხილებული პოლიტიკოსები დღეს მათ მხარდამხარ იბრძვიან და ცდილობენ ეს იარლიყი„ქართულ ოცნებას“ მიაკერონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხზე აცხადებს. როგორც მდინარაძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება 2008 წელს რუსულ პროვოკაციას წამოეგო, რის შედეგადაც ტერიტორიები დაიკარგა და საქართველოს ასეულობით მოქალაქე დაიღუპა. მამუკა მდინარაძეწინა ხელისუფლებას რუსეთისთვის ხელის დაფარებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალისკენ გაშვებული ფრანები და სტენსილი გორში კასეტური ბომბის ნაკვალევზე

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები ერგნეთიდან დაიწყო. ცხინვალთან ახლოს აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

Radiotavisupleba.ge 

ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება   2.9338 ლარია. კურსი, რომელიც დღეს, 7  აგვისტოს მოქმედებდა, 2.9321  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის  ცვლილებამ ლართან  მიმართებაში  0.17 თეთრი  შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2806  ლარია, 7 აგვისტოს მოქმედი კურსი კი 3.2840 ლარი  იყო. შესაბამისად, ევროსთან ცვლილება  0.34  თეთრია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 8 აგვისტოს იქნება ძალაში.

Radiotavisupleba.ge 

ბუბა ნაჭყებია: ლექტორი აზრის გამოხატვისთვის ხულიგნობაში მადანაშაულებს

ლექტორი სტუდენტს ბრალს სდებს წვრილმან ხულიგნობაში, სტუდენტი კი აცხადებს, რომ ეს მასა და ლექტორს შორის დავა კი არა, „ეს არის დავა სტუდენტების,  დავა უსამართლობის წინააღმდეგ! უზნეობის წინააღმდეგ! ამორალურობის წინააღმდეგ! დისკრიმინაციის წინააღმდეგ! „თსუ“-ს რექტორები იცვლება, „შიდასამზარეულო“ უცვლელია ბუბა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელ ფეისბუკში ამ ამბავზე საჯარო პოსტი დაწერა, სადაც ის ამბობს, რომ თსუ-ს ლექტორი გიორგი გორაშვილი მას ფეისბუკის დახურულ ჯგუფში აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის ედავება. ბუბა ნაჭყებია საჯარო პოსტში წერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რუსეთი ოკუპანტია" მოითხოვს გადაერქვას სახელი მოსკოვის გამზირს

მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრებმა 7 აგვისტოს, რუსეთ -საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე, თბილისში მოსკოვის გამზირზე 170 აბრა მიიტანეს. აბრებზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების გვარები იყო დატანილი. აქციის ამ ფორმით მოძრაობის წევრებმა დედაქალაქის მერიისგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს, გადაერქვას სახელი მოსკოვის გამზირს. „გადავწყვიტეთ 170 მიზეზი გვეჩვენებინა  ხელისუფლებისთვის,  რატომ უნდა გადაარქვან სახელი მოსკოვის გამზირს. ამავდროულად ეს არის 170 ვარიანტი იმისა, რა შეიძლება დაერქვას ამ გამზირს. Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Как можно сравнивать "Черный квадрат" и "ГЭС-2"» // Франческо Бонами о выставке в Москве

Двух иностранцев задержали на северо-западе Москвы за изнасилование женщины

ФСБ России признало ViPNet CryptoSmart соответствующим требованиям к СКЗИ

Объявлены итоги XIII конкурса «Вместе в цифровое будущее»

Музыкальные новости

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG

Почти 40 пар поучаствовали в турнире по конкуру на Кубок Гагарина в Щелкове

В "Атомайз" рассказали о смарт-контракте как главной составляющей ЦФА

«Волшебные башмачки Элли» - эта постановка создана по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города» - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети

Новости России

Двух иностранцев задержали на северо-западе Москвы за изнасилование женщины

"Это начало". На Западе раскрыли, с чем столкнутся США из-за шага Путина. В Евразии им не место

Проверку детских лагерей дневного пребывания провели в Ленинском округе

Дети из Мытищ побывали на экскурсии в Музее узников фашистских концлагерей

Экология в России и мире

«Три богатыря. Ни дня без подвига» уже в кино! «Юмор FM» рекомендует

Проект Детского радио – победитель второго грантового конкурса Президентского фонда культурных инициатив

Mishel Dar и его главный хит лета: «Лети»

Спрос на «русское» золото 585 пробы стабильно растет – исследование «585*ЗОЛОТОЙ»

Спорт в России и мире

Самсонова поддержала Андрееску после победы над ней в финале турнира в Хертогенбосхе

Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосхе

«Ну и где здесь «группа смерти?» ATP показала, каким был бы Евро-2024 с теннисистами

Лучший теннисист Казахстана узнал позицию в обновленном рейтинге ATP

Moscow.media

Работники сервисного локомотивного депо (СЛД) «Боготол-Сибирский» филиала «Красноярский» ООО «ЛокоТех-Сервис» приняли участие в соревнованиях Роспрофжел «Мы вместе»

Ирина Ортман оставляет в прошлом «Всё, что было вчера».

Белые ночи Беломорья....

Приморье. Взгляд.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Рукавишникова: ИИ все чаще используется для выявления административных правонарушений

За многовекторность придется заплатить 60 млрд долларов. Путин поставил Эрдогана в очень интересную позу.

ФСБ России признало ViPNet CryptoSmart соответствующим требованиям к СКЗИ

Объявлены итоги XIII конкурса «Вместе в цифровое будущее»