Добавить новость

Инвесторы восстановят три исторических здания в столице

Умер крановщик, потерявший сознание из-за жары в кабине в Москве

Большой «Фестиваль Детства» проходит с 3 по 7 июля на Тверском бульваре в Москве

Жилые корпуса ввели в эксплуатацию в районе Покровское-Стрешнево



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2019

Новости за 29.08.2019

Radiotavisupleba.ge 

ალექსანდრ ლუკაშენკა არ გაემგზავრება პოლონეთში, ვინაიდან 1 სექტემბრის ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ ვლადიმირ პუტინი

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა არ გაემგზავრება პოლონეთში 1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად. როგორც პოლონეთის გაზეთი Rzeczpospolita წერს, ამის მიზეზი ისაა, რომ ვარშავამ უარი თქვა საზეიმო ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიჟებაზე. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ პუბლიკაციაზე კომენტირებისას განაცხადეს, რომ „თავი უნდა დაანებონ კონსპიროლოგიას“. სამინისტროს თანახმად, მინსკს „ყოველთვის ჰქონდა და აქვს გამჭვირვალე და მკაფიო... Читать дальше...

News.ge 

სამომავლოდ რაიმე სახის ცვლილებებზე შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა დღეს კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარს არ ვადასტურებ

ამ ეტაპზე რაიმე სახის სამთავრობო ცვლილებებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, არ ვადასტურებ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე დასმულ კითხვას. ამასთან, ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ, შესაძლებელია, მთავრობაში გარკვეულ ცვლილებებზე იყოს საუბარი, თუკი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გახდება საჭირო. “რაიმე სახის ცვლილებებს არ ვადასტურებ და არც გუნდი ადასტურებს. სამომავლოდ ...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მმართველმა პარტიამ დამოუკიდებლად შექმნა მმართველი კოალიცია

დღეს კიევში ტარდება ახალი მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადის პირველი სხდომა. ფიცი დადო 425-მა დეპუტატმა (მთლიანობაში რადაში 450 ადგილია, მაგრამ ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინა ვერ აკონტროლებს, არჩევნები არ ჩატარებულა). უკრაინის პარლამენტში უმრავლესობა ეკუთვნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“. მათ 254 მანდატი მიიღეს. უმაღლესი რადის სხდომაზე გამოცხადდა, რომ ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ ერთპიროვნულად ჩამოაყალიბა მმართველი კოალიცია. ეს ნიშნავს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შვეიცარია უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს

1 ოქტომბრიად შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს. ინფორმაციას საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შვეიცარიის კონფედერაცია ევროპის მე-15 ქვეყანა გახდება, რომელმაც საქართველო ამ სიაში შეიყვანა. საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს: ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიას, ჩეხეთს, სლოვენიასა და კვიპროსს. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანა მიანიშნებს... Читать дальше...

News.ge 

მის მიმართ 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ბრალდებულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, გაასაჩივრა. როგორც ჟურნალისტებს ბიზნესმენის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა, მისი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ის ავთანდილ წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. “მიგვაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. საფრთხე იმისა, რომ ის მიემალება გამოძიებას, ან მოწმეებზე ...

News.ge 

რუსეთი ჩვენს ნერვებზე თამაშობს, თუმცა მიზანს ვერ მიაღწევს

რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოსისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას, თუმცა ის ამას ვერ მიაღწევს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთში, საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში რუსეთის ქმედებებზე ვრცლად ისაუბრა. „საქართველო დიდ იმედებს ამყარებს პრეზიდენტ მაკრონის ...

Radiotavisupleba.ge 

ავთო წერეთლისთვის შეფარდებული ნახევარმილიონიანი გირაო სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა

ბიზნესმენ ავთო წერეთლის ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წერეთელს აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარის გირაო აქვს შეფარდებული. დაცვის მხარე ავთო წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. „საფრთხე იმისა, რომ მიემალება გამოძიებას, ან მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს, არ არსებობს. საჩივარში ვცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ თავად ბრალდების დადგენილების აღწერილობითი ნაწილი არ შეესაბამება დასკვნებს, რომელიც ბრალდების მხარეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი: აქცენტი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სტიგმას აძლიერებს

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 27 აგვისტოს, პეკინის გამზირზე, მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ამბის შეფასებისას, სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი მოწოდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების საზოგადოებიდან გარიყვის და მათი იზოლაციის შესახებ. მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დანაშაულში ბრალდებული ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიებით უნდა დადგინდეს, მანამდე კი ამ ფაქტორის ხაზგასმა აძლიერებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი ჩვენს ნერვებზე თამაშობს

რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას, თუმცა ის ამას ვერ მიაღწევს,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ფრანგული ბიზნესკომპანიების გაერთიანების,  "მედეფის" მიერ ორგანიზებულ  საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას და ვრცლად ისაუბრა საქართველოში რუსეთის ქმედებებზე. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, 2008 წლის ომი რუსეთის მიერ საქართველოს სტრატეგიული... Читать дальше...

News.ge 

საერთაშორისო ფორუმზე – საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეუძლებელი არაფერია – მეუბნებოდნენ, რომ არასდროს აირჩევდა „ფრანგ ქალს”, მან კი ის აირჩია

საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეუძლებელი არაფერია. მეუბნებოდნენ, რომ საქართველო არასდროს აირჩევდა „ფრანგ ქალს”, მან კი ის აირჩია. როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, მედეფის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ ხალხს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდა, რათა ნახონ ქართველები ...

Radiotavisupleba.ge 

პანკისის ხეობაში დაკრძალეს ზელიმხან ხანგოშვილი

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ცოტა ხნის წინ დაკრძალეს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე, პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი.  ხანგოშვილის ცხედარი სასაფლაომდე სოფელში მცხოვრებმა მამაკაცებმა მიაცილეს.  40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ უკვე დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის მამაკაცი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. პანკისელების განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა ორგანიზებული. ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო. Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ აზერბაიჯანის ციხიდან გათავისუფლდა ოპოზიციონერი ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, სეიმურ ჰაზი, რომელმაც ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა საპყრობილე, აცხადებს, რომ გისოსებში ყოფნას არ შეუცვლია მისი შეხედულებები.   ჰაზი 2014 წელს დააპატიმრეს ხულიგნობის მუხლით, რასაც თავად ჟურნალისტი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა. სეიმურ ჰაზი მუშაობდა ოპოზიციური გაზეთ „აზადლიქში“ („თავისუფლება“), იყო ტელეწამყვანი და ასევე ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ წევრი. 2015 წელს სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო ხულიგნობაში და ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩორჩანის მახლობლად ოსური ფორმირებები ისევ გამოჩნდნენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად:„ქართველი ძალოვანების პროვოკაციული მცდელობების გამო ზნაურის რაიონის სოფელ უისტასთან(წნელისი) განათავსონ პოლიციის საგუშაგო, სასაზღვრო დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან უშიშროების კომიტეტის ნაკრები რაზმი, საგანგებო დანიშნულების ქვედანაყოფები და ძალოვანი უწყებების სხვა სტრუქტურები.“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მედვედევის მუშაობას რუსების უმრავლესობა უარყოფითად აფასებს, პუტინისას - დადებითად

რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის მუშაობას დადებითად აფასებს რუსების ორი მესამედი, 67%, უარყოფითად - 31%. სრულიად განსხვავებული სურათია მთავრობის და სახელმწიფო სათათბიროს მუშაობის შეფასებისას. „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 63%-ი უკმაყოფილოა დმიტრი მედვედევის მუშაობით; პრემიერ-მინისტრის მიმართ დადებითად არის განწყობილი რესპონდენტების 36%-ი. მთლიანობაში მინისტრთა კაბინეტის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 44 %-ი, 55%-ი - უარყოფითად   კიდევ უფრო უარესად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ ხულორდავა: პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავასთვის გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალების შესახებ. "შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ", - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ხულორდავამ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 მსჯავრდებული. მათ შორის აღმოჩნდა რამაზ დევაძე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პოლონეთში შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე სამუშაო ვიზიტით ეწვევა პოლონეთის რესპუბლიკას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ცერემონიალში. დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა გამოფენის გახსნაზე „50 ქალი საქართველოდან“ და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში“. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. Читать дальше...

News.ge 

საქართველოს სამარცხვინო და თავისმომჭრელი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო და თავისმომჭრელი პრეზიდენტი, – ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. როგორც კანდელაკმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პოლიციელის მკვლელს ახალისებს. “ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი შემთხვევა. 2 შვილის მამა, პოლიციის 22 წლის თანამშრომელი მოკლა “კანონიერი ქურდის” ლავასოღლის წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოში “ქართული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯონ ბოლტონმა მოლდოვის ხელისუფლება შეაქო ანტიკორუფციული ძალისხმევისთვის

მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, „უსაფრთხოების საკითხებთან“ დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს შეხვდა.   29 აგვისტოს კიშინიოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯონ ბოლტონმა მნიშვნელოვანი უწოდა მოლდოვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ანტიკორუფციულ ნაბიჯებს. „ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია პოტენციური ამერიკელი ინვესტორებისთვის და ბიზნეს პარტნიორებისათვის, რომლებიც ენდობიან კანონის უზენაესობაზე დამყარებულ სისტემას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ვიფრინოთ იაფად - ბიუჯეტური ავიაკომპანიების გამოყენების საიდუმლოებები

ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი თბილისიდან და ქუთაისიდან ავიარეისებს ნოემბრის პირველი რიცხვებიდან იწყებს.

Radiotavisupleba.ge 

გლდანის გამგებლის მოადგილისთვის უფლებამოსილების შეჩერება არ განიხილება

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამბობენ, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე გლდანის გამგებლის მოადგილე, რომლის წინააღმდეგაც 28 აგვისტოს ძალადობის მუხლით აღიძრა საქმე. ლევან ნაროუშვილი წინააღმდეგ საქმე 2 წლის წინ მომხდარი შემთხვევის გამო აღიძრა, რომლის ამსახველი ვიდეო კადრებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.  მოკლე ვიდეოში, რომელსაც პარტია “ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ყუფარაძე ავრცელებს, ჩანს რომ ერთი ადამიანი, სავარაუდოდ გლდანის გამგებლის მოადგილე ფიზიკურად უსწორდება მეორეს. გიორგი ყუფარაძე ამბობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანდრეას ნორლენი: შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას

„ჩვენი საქართველოში ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ შვედეთი მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს დემოკრატია. გვინდა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის მიმართ, ასევე დემოკრატიული კულტურისადმი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირმა ნადირაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ქურდების პრეზიდენტია

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ სამარცხვინოს უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შეეწყალებინა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანი - განაცხადა პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები არღვევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, რადგან თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ პოლიციელები და შესაბამისად, მოქალაქეებიც. „პრეზიდენტმა შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული... Читать дальше...

News.ge 

გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომენტს ვქმით, როცა მომავალში საქართველოს ტერიტორიების აღდგენა იქნება შესაძლებელი

გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომენტს ვქმით, როცა მომავალში საქართველოს ტერიტორიების აღდგენა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც თალაკვაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. „საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ...

News.ge 

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქურდების პრეზიდენტია

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ქურდების პრეზიდენტი, იმიტომ, რომ მის მიერ შეწყალებული პირილავასოღლის, ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრია, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებს შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირია, რაც “სამარცხვინო საქციელია.” “ევროპული საქართველოს” სახელით მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრეზიდენტის სამარცხვინო საქციელს. სალომე ზურაბიშვილმა ...

News.ge 

დავინახავთ ახალ პაიკებს, რომლებიც საარჩევნო ვითარებას უკეთესად მოერგებიან

დავინახავთ ახალ პაიკებს, რომლებიც საარჩევნო ვითარებას უკეთესად მოერგებიან, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძე ჟურნალისტების კითხვას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ყველა მოვლენა, რაც დღეს საქართველოში ხდება, დაკავშირებულია ძალაუფლების შენარჩუნებასთან. “ყველა მოვლენა, რაც დღეს საქართველოში ხდება – დაჭერები, “რუსთავი 2″-ის გაჩერება, რეპრესიები, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ქმედებები, რომელსაც პოლიტიკური მიზნები გაუჩნდა, ისევე, როგორც... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Путин: Россия придаёт большое значение взаимодействию в ШОС

Заммэра Москвы Ефимов: в ТиНАО достроят пять станций метро до конца года

Возвели уникальный дворец для наших фигуристов

«Нечто гнилое»: в New York Times опубликовали рецензию на «Слово пацана»

Музыкальные новости

Совладелец «ТЕХНОНИКОЛЬ» Игорь Рыбаков запустил на Дальнем Востоке бизнес-клуб «Эквиум»

Оранжевый уровень опасности: ураган из Петербурга скоро обрушится на Москву

Совладелец «ТЕХНОНИКОЛЬ» Игорь Рыбаков запустил на Дальнем Востоке бизнес-клуб «Эквиум»

LEON Вторая лига Б. «Сокол» против «Динамо» Барнаул

Новости России

Заммэра Москвы Ефимов: в ТиНАО достроят пять станций метро до конца года

Путин: Россия придаёт большое значение взаимодействию в ШОС

Тащил ребенка за руку. Курьер спас ребенка от неадеквата

«Нечто гнилое»: в New York Times опубликовали рецензию на «Слово пацана»

Экология в России и мире

Как выглядеть молодо после 50 лет: рабочие способы

Врач-стоматолог Татьяна Сумцова: какие могут быть противопоказания к установке брекетов

Детский сад на 180 мест построят в Реутове

В МГППУ прошло обсуждение профстандарта «Специалист по реабилитационной работе в социальной сфере»

Спорт в России и мире

Бекхэм оценил шутку Радукану о сравнении её игры на Уимблдоне-2024 и Англии на Евро-2024

Звезда «Гонки» Даниэль Брюль снимет байопик о немецком теннисисте Готфриде фон Крамме

Уимблдон. 4 июля. Марреи сыграют пару последним запуском на Центральном корте, Зверев сыграет на Корте №1

Медведев остался на пятом месте в рейтинге ATP перед стартом Уимблдона

Moscow.media

Готовность пермского участка трассы Дюртюли – Ачит превысила 50%

Фестиваль троечной езды и гастрономии "Русский драйв"

Столичные росгвардейцы оказали помощь гражданину, получившему серьезную травму

Военное следственное управление Следственного комитета Российской Федерации по Черноморскому флоту предупреждает:











Топ новостей на этот час

Rss.plus






Россия стала закупать в 14 раз меньше апельсинов из Турции

Скидки на штрафы за парковку хотят ввести в России

Семья Кравцовых с 18 детьми приедет в Москву в полном составе

Тащил ребенка за руку. Курьер спас ребенка от неадеквата