როგორ უნდა დაიცვა საკუთარი ქონება, ფული ქვეყანაში, რომელიც არც სტაბილურია და ვერც კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს?
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთის უბნებში განახლდა შეტაკებები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად მიმდინარე კონფლიქტს ემსხვერპლა 220-მდე ადამიანი. ლიბია გაყოფილია ორ, ერთმანეთის მეტოქე მთავრობას შორის, აღმოსავლეთით და დასავლეთით. შეტაკებაში ერთმანეთს უპირისპირდებიან თვითგამოცხადებული ლიბიის ეროვნული არმია, რომელსაც ხალიფა ჰაფთარი ხელმძღვანელობს და გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებსაც გარკვეული კავშირები აქვთ ტრიპოლიში განთავსებულ, გაეროს მიერ მხარდაჭერილ ეროვნული თანხმობის მთავრობასთან. Читать дальше...
საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა რუსეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი დაამარცხა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 20:10 მოუგეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე, ფინალის გზაზე ორი ეტაპი დაძლია. მოუგო გერმანიას - 46:0 და რუსეთს - 64:10.
ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელის საშუალებით “რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ სიუჟეტს, რაც მარტვილში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა, ეხმაურება. “უბრალოდ ვზივარ და სერიოზულად ვფიქრობ – რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ ადამიანებს პანაშვიდზე მივუვარდე და მიკროფონი შევთხარო პირში? რომ ლამის დედის ტრ..ს მაგინებდეს გამწარებული ჭირისუფალი კეტით მომდევდეს, გადაეთრიე ეზოდანო! – მიკიოდეს და მე კიდე ტუჩზე ირონიული ღიმილით მაინც მიკროფონს […]
სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა ქაბულის ცენტრში, როცა შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ კომუნიკაციების სამინისტროს - იუწყებიან ოფიციალური პირები. იერიშზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. თავდასხმა დაიწყო თორმეტი საათამდე მცირე ხნით ადრე, აფეთქებით სამინისტროს შესასვლელთან, რასაც სროლა მოჰყვა. პოლიციის ცნობით, სამინისტროს წინ თვითმკვლელმა მოიერიშემ აიფეთქა თავი და სხვა თავდამსხმელებს გზა გაუხსნა შენობაში შესვლისკენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულია ოთხი სამოქალაქო პირი და სამი ჯარისკაცი... Читать дальше...
გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ, სადაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმირ ხომერიკი საზოგადოებას ხვდებოდა, ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ვლადიმირ პუტინის ფოტო დაწვეს.
აშშ-ში, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ელიზაბეთ უორენი ამ პარტიის პირველი გავლენიანი წარმომადგენელი გახდა, რომელიც საჯაროდ გამოვიდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის რუსეთის შესახებ გამოძიების ანგარიში. "მიულერის ანგარიში მოიცავს ფაქტებს, რომლებიც აჩვენებს, რომ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის მთავრობამ იერიში მიიტანა ჩვენთან 2016 წელს გამართულ არჩევნებზე დონალდ ტრამპის დასახმარებლად, და დონალდ ტრამპი ამ დახმარებას მიესალმა" - წერს უორენი ტვიტერზე. Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტმა, "ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. "აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, ასევე სასწრაფოდ გადასაწყვეტია საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც, მისი თქმით, ვეღარ ითმენს. ,,ევროპა ნოსტრა" კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია... Читать дальше...
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა 20 აპრილს განაცხადა, რომ არ გადადგება იმ შემთხვევაშიც, თუკი მას ბრალს წაუყენებენ ევროკავშირის მიერ სუბსიდიის სახით გამოყოფილი ორი მილიონი ევროს მითვისების საქმეზე. პოლიცია 17 აპრილს გამოვიდა რეკომენდაციით ბაბიშისთვის ბრალის წაყენების თაობაზე საქმეზე, რომლის გამოც ბაბიშს და კიდევ რამდენიმე პირს, მათ შორის მისი ოჯახის წევრებს, შესაძლოა ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა მიესაჯოთ. "არ გადავდგები, რადგან, როგორც თავიდანვე ვამბობდი, ეს პოლიტიკური პროცესია" - უთხრა... Читать дальше...
საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები ვაფა და მაჰა ალ-სუბაიები ამბობენ, რომ სოციალიური ქსელით იღებენ ძალადობისა და ანგარიშსწორების მუქარის შემცველ შეტყობინებებს. „იცით, რომ თქვენი ბოლო, ალაჰის ნებით, კისრების მოჭრა იქნება! რადგან თქვენ ხართ სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი მთელი საზოგადოებისთვის! იცი, რომ დედაშენი ჯერაც საავადმყოფოშია და სავარაუდოდ მოკვდება? ჰიპნოთერაპიული ზედამხედველობის ქვეშაა, იცით ძუკნებო?“ - წერს ერთ-ერთ დას სოციალურ ქსელ ტვიტერში უცნობი მომხმარებელი. „არა, მუჰამედს არ მოუცია შენი ექაუნთი... Читать дальше...
20 აპრილს ეგვიპტეში დაიწყო სამდღიანი რეფერენდუმი კამათის საგნად ქცეული საკონსტიტუციო შესწორებების შესახებ, რომლებიც, დამტკიცების შემთხვევაში, მოქმედ პრეზიდენტს, აბდელ-ფატაჰ ალ-სისის პოტენციურად 2030 წლამდე გაუხანგრძლივებს ვადას. საკონსტიტუციო შესწორება მის ამჟამინდელ ვადას ოთხიდან ექვს წლამდე გაზრდის და მას უფლებას მისცემს კიდევ ერთი ვადით დარჩეს პოსტზე. ამასთან, კრიტიკოსების თქმით, შესწორებებით გაიზრდება არმიის როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში და პრეზიდენტს მეტი უფლებამოსილება ექნება სასამართლო სისტემასთან მიმართებით. Читать дальше...
კოსოვოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სირიიდან დააბრუნეს მათი 110 მოქალაქე, მათ შორის ოთხი პირი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა. ოთხივე მათგანი ჩასვლისთანავე დააპატიმრეს და სახელმწიფო პროკურორი აცხადებს, რომ მათ ბრალს მალე წაუყენებენ. კოსოვოს პოლიციის ხელმძღვანელმა, რაშიტ ჩალაიმ 20 აპრილს კონფერენციაზე განაცხადა, რომ დაბრუნებულებს შორის არიან 32 ქალი და 74 ბავშვი, მათ შორის ცხრა ბავშვი, რომელთა მშობლებიც სირიაში მიმდინარე კონფლიქტში დაიღუპნენ. Читать дальше...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს... Читать дальше...
სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში დილიდან იმყოფება. მან კულტურული მემკვიდრების ძეგლი „ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად დაათვალიერა. „ევროპა ნოსტრა“ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. „აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის […]
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მკვიდრი გოჩა ფიდიური გაიტაცეს. სოფელი მეჯვრისხევი, ოკუპაციის ხაზს მიღმა მდებარე სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ. გატაცებულის თანასოფლელების თქმით, ის ხშირად მიდიოდა გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე ლომისის სალოცავში და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ადგილებში მოხდა მისი დაკავება. ფიდიურის ოჯახის წევრებს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არავინ დაკავშირებია. Читать дальше...
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 ბავშვი სავარაუდოდ საკვების ინტოქსიკაციით შეიყვანეს. “ევექსის“ წარმომადგენელ გიორგი ნიორაძის განცხადებით, ბავშვებს აღენიშნებათ დიარეა და პირღებინება. მისივე თქმით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგეგმება მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა. საუბარია სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე. მათ შორის სამი 2 წლის, ერთი 11 წლის, 6 წლის, 1 წლის, 9 წლის, ასევე 11 თვის და შვიდი თვის. ამ დროს არაებული ინგორმაციით, ბავშვები უკრაინის მოქალაქემ შემოიყვანა... Читать дальше...
შს სამინისტროს ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადების და შემდგომი განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნ. ჯ. 1998 წელს დაბადებული გ.ხ. 1998 წელს დაბადებული ა.ლ. დაკავებულებს ბრალი ედებათ თბილისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის შეიარაღებულ ძარცვაში. Читать дальше...
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ღირშესანიშნაობების დაცვის საერთაშორისო დღე სოხუმში საგანგებო გამოფენით აღინიშნა.
ბათუმში, რევაზ კომახიძის ქუჩაზე ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა დიდი რაოდენობით ოქროს სამკაულები და სხვა ძვირფასეულობა აღმოაჩინეს და პატრონს დაუბრუნეს. ხანძრის შედეგად დამწვარია 450 მ² ფართობი. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა. ადგილზე მუშაობდა 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
კოსოვოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაბრუნდა რამდენიმე მოქალაქე, რომელიც ენათესავება სირიაში მებრძოლი,, ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს. აბელდარ ტაჰირის არ დაუზუსტებია ინფორმაცია ქალებისა და ბავშვების შესახებ იმ მგზავრებს შორის, რომლებიც 19 აპრილს დაფრინდნენ პრიშტინაში, თუმცა თქვა, რომ ახალი დეტალები მალე გახდება ცნობილი. "ჩვენი მოქალაქეების ნაწილის დაბრუნების ოპერაცია წარმატებით ჩატარდა" - განაცხადა ტაჰირიმ აეროპორტში. მას არც მგზავრთა რიცხვი უთქვამს. 2012 წლის შემდეგ სირიასა და ერაყში... Читать дальше...
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ცენტრიდან ვრცელდება ცნობები აფეთქების და შემდეგ სროლის შესახებ. ამის თაობაზე პოლიციის წარმომადგენელმა აცნობა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს. კომუნიკაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსთან ახლოს მომხდარ აფეთქებაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. ავღანეთის აღმოსავლეთში მოქმედებს როგორც თალიბანი, ისე ექსტრემისტული ჯგუფი "ისლამური სახელმწიფო" და წარსულში მათ ნაკისრი აქვთ პასუხისმგებლობა ქაბულში მომხდარ თავდასხმებზე.
აშშ-ის პროკურორები მოსამართლეს სთხოვენ 18 თვით შეუფარდოს პატიმრობა რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინას, მას შემდეგ, რაც მან თავი დამნაშავედ აღიარა უცხოეთის აგენტად დაურეგისტრირებლად მოქმედებაში. "მოქმედებები, რომლებთანაც ამ საქმეში გვაქვს შეხება, წარმოადგენს ნაწილს რუსეთის უფრო ფართო სქემისა მოიპოვოს ინფორმაცია და დაამყაროს კავშირები და საკომუნიკაციო არხები, რომლებიც შეიძლება რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ იქნეს გამოყენებული" - წერენ პროკურორები. ბუტინამ დანაშაული დეკემბერში აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო. Читать дальше...
საქართველოს გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თოვს მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85 კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. Читать дальше...
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კერსტი კალიულაიდს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისათვის. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია. ყველა საერთაშორისო და დიდ ფორუმზე იყენებს შესაძლებლობას საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს. ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი... Читать дальше...