Добавить новость

Участок БКЛ «Деловой центр» — «Шелепиха» — «Хорошевская» временно закроют с 22 июня

Жители Подмосковья смогут принять участие в форуме «Устойчивое развитие во имя счастливого детства»

Модули фасада весом почти в три тонны устанавливают на зданиях в Москве

В Ступине реализован на торгах самый бюджетный участок в аренду за 34 тыс рублей



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2019

Новости за 19.04.2019

Marshalpress.ge (მარშალ) 

მედიის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად მიხეილ ფეიქრიშვილი დაინიშნა

მედიის საკითხებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად მიხეილ ფეიქრიშვილი ინიშნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თავად ფეიქრიშვილმა განუცხადა. იგი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობდა და პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. მიხეილ ფეიქრიშვილი სხვადასხვა დროს ტელეჟურნალისტად მუშაობდა, მათ შორის საქართველოს პირველ არხზეც.

Radiotavisupleba.ge 

დებატები სტადიონზე: ზელენსკი VS პოროშენკო

უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატებმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ,19 აპრილს პირველი საჯარო დებატები გამართეს.

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საქმე

უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადეს.

Marshalpress.ge (მარშალ) 

პატრიარქმა ძალოსნები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ძალოსნები დალოცა. შეხვედრა დღეს, საპატრიარქოში გაიმართა.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი არ მივიდა დებატებზე საზოგადოებრივ მაუწყებელში

პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსკი, პეტრო პოროშენკოს მოწოდების მიუხედავად, არ მივიდა დებატებზე უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რაზეც დებატების წამყვანმა, მიროსლავა ბარჩუკმა განაცხადა.   „მხოლოდ ერთი კანდიდატი მოვიდა. გთხოვთ, პეტრო პოროშენკო, მობრძანდით სტუდიაში და უპასუხეთ შეკითხვებს“, - მიმართა წამყვანმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც მარტო პასუხობს, როგორც სტუდიაში მყოფი ჟურნალისტებისა და ექსპერტების, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით სტუდიის გარედან დასმულ შეკითხვებს.   პოროშენკოს მისვლამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოროშენკო: მე არც ჯალათი ვარ და არც - მოსამართლე

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოლიმპიურ სტადიონზე 19 აპრილს გამართული დებატების დროს, ოპონენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუმარტა, თუ რაში მდგომარეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მისეული სტრატეგია და რატომ „არ აჭრის ხელს“ კორუმპირებულებს.   "მე არც ჯალათი ვარ და არც - მოსამართლე. პრეზიდენტი ქმნის აუცილებელ პირობებს სამართლიანი სასამართლოსთვის, საგამოძიებო ორგანოსათვის,სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისათვის. და მე ვაკეთებდი და გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ და დასძინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დასრულდა "მთავარი დებატები" პოროშენკოსა და ზელენსკის შორის

უკრაინაში პარასკევს გაიმართა მთავარი დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის, რომლებიც ამ ფორმატში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დებატებმა, რომელზეც უსაფრთხოებას რამდენიმე ათასი სამართალდამცველი იცავდა, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. შეკითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც ერთ საათს გრძელდებოდა, პოროშენკომ და ზელენსკიმ ერთმანეთს არაერთი ბრალდება წაუყენეს. “მე თქვენი ოპონენტი კი არა, თქვენი განაჩენი,“ - ვარ ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოროშენკოს. "მე თავად ვემხრობოდი პოროშენკოს, მაგრამ ჩვენ შევცდით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ორდღიანი მუხლობრივი განხილვა კენჭისყრით 87-მომხრე, 31-წინააღმდეგი დასრულდა. კენჭისყრას წინ უძღვოდა პროცედურული დებატები - საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა, პარლამენტს კანონპროექტი წარმოდგენილი სახით არ მიეღო და კენჭისყრის პროცედურა გადაედო. ოპოზიციის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლაშა ჟვანია პატრიარქის ფონდში ბრუნდება

პრეზიდენტის ადმინისტრციის უფროსი ლაშა ჟვანია თანამდებობას დატოვებს და პატრიარქის ფონდში დაბრუნდება. განცხადება ამის შესახებ თავად ჟვანიამ გაავრცელა, ფეისბუკის გვერდზე. ლაშა ჟვანიას განცხადების თანახმად, პრეზიდენტის ადმინსიტრაციაში 1 მაისამდე იმუშავებს: “ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ვერ იბრუნებენ საქართველოში დაბადებული სომხები მოქალაქეობას?

ჯავახეთის მოსახლეობას ერთი წელია, რაც ორმაგი მოქალაქეობის აღდგენის შანსი გაუჩნდა, თუმცა ამ უფლებით მხოლოდ ერთეულებმა ისარგებლეს. რა უშლის საქართველოში დაბადებულ სომეხ მოსახლეობას დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა?




Radiotavisupleba.ge 

საპატიმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მორიგი აქცია რუსთავში

19 აპრილს მოქალაქეთა ჯგუფმა რუსთავში პენიტენციური დაწესებულების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო იუსტიციის სახლთან, რომლის წინ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა მდებარეობს. ორგანიზატორებმა, რომლებიც ადრე აცხადებდნენ, რომ ემიჯნებიან პოლიტიკას, დღევანდელ აქციაზე პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთეს. „ჩვენს ქვეყანაში არაევროპული რაც არის,ესაა თეა წულუკიანის მინისტრობა, რომელიც აცხადებს, რომ აშენებენ ევროპული ტიპის საპატიმროს და ეს არის ევროპული გზა“, თქვა გიორგი გზირიშვილმა,წვიმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Tbilisi Open Air - გუშინ, დღეს, ხვალ...

სათაური ცოტა არ იყოს გოიმური გამოვიდა, მაგრამ საუბრის შინაარსს ასახავს, და რა გინდა, რომ ქნა. Tbilisi Open Air უკვე 10 წელია ტარდება - მის წარსულსა და აწმყოზე ვახო ბაბუნაშვილმა და ირაკლი ნადარეიშვილმა ილაპარაკეს.

Radiotavisupleba.ge 

"მე - აფხაზეთიდან დევნილი, 16 წლის ასაკში რომ გავიარე გოლგოთა, დღეს მზად ვარ იმისთვის, რომ ჩავეხუტო ჩემს აფხაზ ძმებს, ჩემს ოს ძმებს..."

„მე გავიღვიძე ერთ მშვენიერ დილას და მითხრეს, რომ ომი დაიწყო...“, - იხსენებს რადიო თავისუფლების ეთერში სვეტლანა ჩხვიმიანი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც 16 წლისამ ოჯახთან ერთად იძულებით დატოვა მშობლიური სახლი სოფელ განახლებაში და ჭუბერის უღელტეხილის გზას დაადგა.

Radiotavisupleba.ge 

"ენერგო-პრო ჯორჯიას" სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის გაზრდას სთხოვენ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკავშირის წევრები დასაქმებულთა ხელფასის გაზრდას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასა და უსაფრთხო სამუშაო პირობებს სთხოვენ. 19 აპრილს “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების“ წარმომადგენლებთან ერთად მათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სათავო ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. კომპანიამ აქციის მონაწილეებს სათაო ოფისში შეხვედრა შესთავაზა, თუმცა საუბარი უშედეგოდ დამთავრდა. კომპანიის პროფკავშირების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან მხარეებს შორის დაპირისპირებაში დროულ ჩარევას მოითხოვენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერბეთში ქვეყნის პრეზიდენტის მომხრეების დემონსტრაცია გაიმართება

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის მხარდამჭერები იკრიბებიან იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმართება ანტისამთავრობო აქციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.   ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენიმე ადამიანი მიიღებს აქციაში მონაწილეობას.   19 აპრილის პროსამთავრობო აქციის ფონია ერთი კვირის წინ ბელგრადში გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელსაც ორგანიზატორებმა უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი. გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო ლომჯარია:სამწუხაროა, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომაზე დამაჯერებელი პასუხები არ მოგვისმენია

„ალბათ, ყველას გვახსოვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ის სრულიად მოულოდნელად, გასული წლის აგვისტოში გადადგა. მანამდე კი არაერთხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან - ეს მისი სიტყვებია. სამწუხაროა, რომ ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია დამაჯერებელი პასუხები გადადგომის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“, - განაცხადა საქართველოს სახალხო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკო: ბელორუსს ვერსად ვერ „წაიღებენ“ და ვერ „გაიყოფენ“

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ ემუქრება ის, რომ სადმე „წაიღებენ“ და „გაიყოფენ“. მან „როშვა“ უწოდა მითქმა-მოთქმას იმაზე, რომ ბელორუსს ემუქრება სუვერენიტეტის დაკარგვა. „შეუძლებელია ამის გაკეთება, რადგან უკვე დაიბადნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი ბელორუსები“, - განაცხადა ლუკაშენკომ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოსვლის დროს.   თავის წინა გამოსვლებისგან განსხვავებით ლუკაშენკოს 19 აპრილს პირდაპირ აღარ ულაპარაკია რუსეთზე. მან აქცენტი გააკეთა ქვეყნის შიდა პრობლემებზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში კარვებში მცხოვრები ქართველების ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია

საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ, რადიო თავისუფლებამ განმარტება სთხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთის სამ ქალაქში - პარიზში, სტრასბურგსა და მონპელიეში საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პოლიტიკური თავშესფრის მოთხოვნით მიმართეს საფრანგეთის მხარეს კარვებში უწევთ ცხოვრება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, ამჟამინდელი მდგომარეობით მონპელიეში 21 კარავია გაშლილი, პარიზში 3 და სტრასბურში 1. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლომჯარია: აუცილებელია პარლამენტმა გაითვალისწინოს ავტორიტეტული ორგანიზაციების მოსაზრებები

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტთან დაკავშირებით პლენარული სხდომაზე მიმართა. მან თავისი სიტყვა დაიწყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ერთ-ერთ იმ ბოლო გადაწყვეტილებაზე საუბრით, რომელიც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლების  დარღვევას შეეხება, მოსამართლეთა დანიშვნის წესების ხელყოფის გამო. „ სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბუნდოვანი კრიტერიუმებისა და თვითნებური გადაწყვეტილების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"აქ ჩემი სახლია" - ganakhleba.ge დევნილთა მეხსიერების შესაგროვებლად

„მე გავიღვიძე ერთ მშვენიერ დილას და მითხრეს, რომ ომი დაიწყო...“, - იხსენებს რადიო თავისუფლების ეთერში სვეტლანა ჩხვიმიანი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც 16 წლისამ ოჯახთან ერთად იძულებით დატოვა მშობლიური სახლი სოფელ განახლებაში და ჭუბერის უღელტეხილის გზას დაადგა. დღეს სვეტლანა ჩხვიმიანმა მიაგნო გზას, როგორ მოუყაროს თავი აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან დევნილებთა მეხსიერებას. მან გვერდში ამოიყენა ასევე განახლებელი, შორენა გოროზია და ორივენი ერთად ცდილობენ რაც შეიძლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოროშენკოს მომხრეები „ოლიმპიური“ სტადიონისკენ მიემართებიან

საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებამდე რამდენიმე საათით ადრე კიევის ცენტრში „მაიდან ნეზალეჟნოსტიზე“ შეიკრიბნენ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები, რომლებსაც სიტყვებით მიმართეს კულტურის მინისტრმა, ევგენი მიშჩუკმა, „ვერხოვნა რადას“ სპიკერმა ანდრეი პარუბიმ და სულ ბოლოს თავად პეტრო პოროშენკომ. „ 2014 წელს ბევრი დეზერტირი გვყავდა, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მათგან მხოლოდ ერთი დეზერტირი აცხადებს პრეტენზიას. როგორ უნდა შეხედოს მან თვალებში ჯარისკაცებს? როგორ შეხედავს თვალებში დაღუპულთა მშობლებს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაკეში მუშების გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით. ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავს. 31 მარტს, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატა იმედაიშვილი: ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადება ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი უარყოფს მოსაზრებას, რომ დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძის გადაყენება მართული პროცესის შედეგი იყო. ნატა იმედაიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების მხარდაჭერა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიუღია. მრჩეველთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე იმედაიშვილი ამბობდა, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ რამდენად არგუმენტირებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორ საათში შეცვლილი ეკონომიკის მინისტრი - რატომ გაუშვა მთავრობამ გიორგი ქობულია?

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან საქართველოს რიგით მეშვიდე ეკონომიკის მინისტრი ჰყავს - ნათია თურნავა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა უკვე ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას გათავისუფლებიდან დააახლოებით ორ საათში. „აქ გასაკვირი არაფერია“ „გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე, როგორც პრემიერ-მინისტრს და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე კიდეც გოგასთან ერთად. გარწმუნებთ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Лихачев заявил о планах России возобновить переговоры по строительству АЭС во Вьетнаме

Глава МИД Армении пропустит заседание ОДКБ. Москва молчать не стала

Тарасова: вижу Туктамышеву хорошим тренером

"Помогал сдать экзамены": Доцента московского мединститута задержали за взятки от студентов - ТАСС

Музыкальные новости

Звезды оперной сцены представят I Международный фестиваль «Мир классического романса»!

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

В Пулково задерживаются шесть рейсов

Собянин сообщил о планах благоустройства территорий школ и детских садов

Новости России

Ким Чен Ын подарил Путину пару собак — потомков волков

Четыре автомобиля сгорели на Большой Филевской улице в Москве

Основатель «Жизньмарта» рассказал, кто получит миллион после отравления

Тарасова: вижу Туктамышеву хорошим тренером

Экология в России и мире

Почти 1000 человек приняли участие в «МедЗабеге»

Доктор Кутушов: не стоит носить кроссовки в жару

Mishel Dar и его главный хит лета: «Лети»

PREMIER проведет фестиваль «Лето PREMIER» по всей России

Спорт в России и мире

Лучший теннисист Казахстана узнал позицию в обновленном рейтинге ATP

Рублёв и еще два российских теннисиста не сыграют на Олимпиаде в Париже

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024

Кирилл Скачков из Новокузнецка стал победителем Игр стран БРИКС-2024

Moscow.media

На одном из перекрестков Северного района Орла не разошлись мотоцикл и микроавтобус

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона











Топ новостей на этот час

Rss.plus






13 лет назад под Петрозаводском разбился Ту-134: как произошла самая крупная авиакатастрофа Карелии

Московские парки могут закрыть из-за непогоды 20 июня

Участники СВО освобождены от выплаты процентов по кредитам

АРМЕНИЯ. Активность Франции в Армении беспокоит Россию