„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები. სასამართლოს სრულად ენდობა გამოკითხულთა 5%. ამდენივეა პარლამენტის მიმართ სრული ნდობის ხარისხიც.
ია მეტრეველის პოსტი სოციალურ ქსელში. “უკვე მართლაც გაუსაძლისია ამ კოაბიტაციის გამო, ამ დამნაშავე ნაცების მოსმენა და ყურება ყველა ეთერებიდან, მე -15 წელი დაიწყო და კიდევ ვერ მოგვიშორებია ეს კრიმინალები და მათ შეურაცხყოფებს ვიტანთ. აღარ გვინდა, დავიღალეთ ,მორჩა.დაასრულეთ კოჰაბიტაცია და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით”- წერს ია მეტრეველი.
ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს "მართლაც სახიფათოდ" მიაჩნია იმის ფიქრი, რომ რუსეთის მიმართ "პროვოკაციაა" საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიწვევა. ეს მოსაზრება მან გამოთქვა ვაშინგტონში 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა პასუხობდა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტის შეკითხვას, რამდენად სწორია გამუდმებით საჯარო განცხადებების გაკეთება იმის შესახებ, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოში იწვევენ, ხომ არ ძაბავს ეს რუსეთთან ურთიერთობას. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა... Читать дальше...
„დავით ბაგრატიონი უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოების მიერ“- განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელენე რუხაძემ. მისი თქმით, შესაძლოა დავით ბაგრატიონის საზღვარგარეთ გამგზავრება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
ვაშინგტონში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცეს ზომები, რომლებიც მიმართულია შავი ზღვის რეგიონში რუსეთის შეკავებისაკენ. 4 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ნატოს დაარსების 70-ე წლისთავს მიეძღვნა, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაააქტიურებენ შავ ზღვაში საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას, გაახშირებენ ერთობლივ პატრულირებასა და ნავსადგურებში ვიზიტებს. ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მან რუსეთს მოუწოდა, გაათავისუფლოს ქერჩის სრუტესთან... Читать дальше...
შეერთებულმა შტატებმა ისევ მოუწოდა ნატოელ მოკავშირეებს, გაზარდონ სამხედრო ხარჯები ახალ გამოწვევებთან, მათ შორის რუსეთის მზარდ აგრესიასთან გასამკლავებლად. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 4 აპრილს ვაშინგტონში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოთქვა შეფასება, რომ მსოფლიო შესულია დიდ სახელმწიფოთა შორის კონკურენციის „ახალ ეპოქაში“ და მიუხედავად იმისა, რომ 29-წევრიან ალიანსს ძლიერი პოზიცია აქვს, მზარდი საფრთხეები არ აძლევს მას შეჩერების უფლებას. „ალიანსი უნდა მოვარგოთ ვითარებას მზარდ... Читать дальше...
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბულგარეთს მოუწოდებს, არ გადასცეს ირანს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული. სასამართლოს პრესრელიზში, რომელიც 4 აპრილს გამოქვეყნდა, გამოთქმულია შეშფოთება, რომ ბრალდებულს ირანში გაროზგვა ემუქრება. საქართველოს მოქალაქე მოხსენიებულია 1951 წელს დაბადებულ, ამჟამად სოფიის ციხეში მყოფ გ.ს.-დ, რომელსაც ირანში ექსტრადიცია ემუქრება. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ირანში ექსტრადიციის შედეგად დაირღვეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი - წამებისა და არაადამიანური... Читать дальше...
4 აპრილი ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. ეს თარიღი გაერომ 2005 წელს დააწესა. 2019 წლის 4 აპრილის მთავარი გზავნილია „უსაფრთხო მიწა - უსაფრთხო სახლი“. 2008 წლის აგვისტოს ომმა შიდა ქართლს მრავლად დაუტოვა ომის ნარჩენები ჭურვების, ნაღმებისა და თუ აუფეთქებელი ნარჩენების სახით. ომის დასრულების შემდეგ ჰუმანიტარული ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტი“ ტერიტორიების დასუფთავება დაიწყო და 10 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის აუფეთქებელი ნარჩენი გააუვნებელყო. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჰუმანიტარულმა... Читать дальше...
საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება „კატაკომბური მართლმადიდებლური ეკლესიის“ დამფუძნებლებს. ეს ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს ახალგაზრდებს.
საბანკო რეგულაციები არ გადაიხედება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოამბის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. ჩვენ გვქონდა უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემა, ხშირ შემთხვევაში თაღლითური, როდესაც წინასწარ, გაკოტრებისთვის განწირული სესხები გაიცემოდა და ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მძიმე და კაბალურ პირობებთან ჰქონდათ შეხება ჩვენ მოქალაქეებს, როდესაც ადამიანიაიღებდა სესხს, მაგალითად 1000 ლარს, დაფარავდა 800 ლარ ძირ თანხას, რჩებოდა 200 […]
აშშ უარს იტყვის რუსეთის RD-180 ტიპის სარაკეტო ძრავების შესყიდვაზე 2022 წლის შემდეგ. ამის შესახებ კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა აშშ-ის კოსმოსური ძალების სარდალმა ჯონ რაიმონდმა. გენერალმა დააზუსტა, რომ 2022 წლის შემდეგ ამ ძრავების შესყიდვა კანონით იქნება აკრძალული. რაიმონდის თქმით, აშშ-მა დამოუკიდებლად განახორციელა 76 რაკეტის წარმატებული გაშვება. მათი ხარჯები 2012 წელთან შედარებით 25 %-ით შემცირდა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ამერიკული რაკეტმზიდებისთვის რუსულ RD-180-ს შეცვლის ჟანგბად-მეთანის ძრავები. Читать дальше...
თანამდებობის პირები ძალაუფლებას იყენებენ პირადი სარგებლის მისაღებად (68,8%), თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს (58,6%), თანამდებობის პირთა ნათესავები უფრო იოლად შოულობენ სამსახურს (68,8%) - საზოგადოების უარყოფითი აღქმები CRRC-ის ახალმა კვლევამაც დაადასტურა.
ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ქურდობისთვის ბრალდებული საქართველოს 25 მოქალაქე, 41 მოქალაქე კი საიმიგრაციო წესების დარღვევისთვისაა დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ. „ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია სახელწოდებით „მერლინ-ტაკა“, რომელშიც 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. Читать дальше...
წყალს არ აქვს გასასვლელი და ჩემს ეზოში შემოდის. სახლის პირველი სართული მთლიანად წყალშია. მელიორაციაში ვიყავი და სოფლის გამგებელთან. ასე დავდივარ ზევიდან ქვევით და პირიქით. უყურადღებოდ ვართ მიტოვებულები.
„უკვე ეუბნებიან მოვაჭრეებს, რომ სხვა ახლომდებარე სავაჭრო ცენტრებში გადავიდნენ. გარკვეული პირების ინტერესშია გვირაბის ღამით გახსნა და მოვაჭრეების შეშინება, რათა მათ დატოვონ სავაჭრო ცენტრი“.
"სახელმწიფოს ვალია დაიცვას თავისი მოქალაქეები", - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი "დილის საუბრებში" ტყვიით დაბინძურების გამოკვლევის შედეგებზე საუბრისას.
„ყველაფერი გატეხილი და მიმოფანტული დაგვხვდა. ეს ჩვენი სამლოცველოა. ხალხი მოდის აქ, ტოვებენ ხატებს, ლოცულობენ, სანთლებს ანთებენ. უცნობმა ადამიანებმა დასცინეს ჩვენს სიწმინდეს, გაანადგურეს წმინდანთა სურათები“, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა.
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იქნება ზუგდიდი მერის მოადგილე გიორგი შენგელია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.
4 აპრილს 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთი მოწმე დაიკითხა: 2 გამომძიებელი, იმ სახლის მესაკუთრეები, სადაც დანაშაული მოხდა და ერთი მეზობელი ქალი. იაგო ნებიერიძის ადვოკატი, მარიამ პაპოშვილი აცხადებს, რომ აქამდე მოპოვებული მტკიცებულებებით, იაგო ნებიერიძის ბრალეულობა არ მტკიცდება. საქმის პროკურორი, ზურაბ წერეთელი კი ამბობს, რომ დღეს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, დგინდება იაგო ნებიერიძის საქმესთან შემხებლობა. პროკურორის თქმით... Читать дальше...
თბილისში, გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიპოპოტამის ქანდაკების განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად მერიამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. ესკიზური ნამუშევარი კომპოზიციური თვალსაზრისით გააზრებული უნდა იყოს იმ გარემოს შესაბამისად, სადაც მისი განთავსებაა გათვალისწინებული. კონკურსანტი თავისუფალია... Читать дальше...
„კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა!“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში. „თქვენ ჩემი პოზიცია იცით, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის. ჩვენ კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განსაკუთრებით ნატოსთვის ეს საფრთხე არის მწვავე. შესაბამისად, შეკავებისა და თავდაცვის განახლებული პოლიტიკა, რომლის ერთგულებიც ჩვენ ჩვენი რეფორმებით ვართ, იმას ემსახურება, რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს“,- განაცხადა ლევან იზორიამ. Читать дальше...
მე ჩემი ფილმი მაქვს გია დანელიას შემოქმედებაში. მისი ერთადერთი აკრძალული ფილმი - მთელი 23 წელი რომ იდო თაროზე. ესაა “ოცდაცამეტი”. დანელიას კომედია, რომელიც 1966 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ აიკრძალა.
მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ჰალო ტრასტმა“ 137 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოაცხადა უსაფრთხოდ. ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ 20 ათასზე მეტი ჭურვი, ნაღმი, ბომბი და სხვა აუფეთქებელი ნარჩენი გააუვნებელყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დაუმსახურებელი უწოდა კრიტიკას „ძედოვშინაზე“. მან პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას გულისწყრომა გამოხატა იმის გამო, რომ ოპოზიცია ჯარში ძველი, შევარდნაძის დროის დაბრუნებაზე აპელირებს. მინისტრმა განაცხადა, რომ საგანგებოდ მოიძია დარღვევების შესახებ სტატისტიკა, მათ შორის იმ პერიოდზე, როდესაც ხელისუფლებაში პარლამენტის ახლანდელი ოპოზიციური პარტიები იყვნენ: „თქვენ ვერ დამისახელებთ პერიოდს, სადაც გარკვეულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა. მათ შორის გამოძალვის ფაქტსაც ადგილი არ ჰქონდა. Читать дальше...
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ამჟამად განიხილავს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების საკითხს, პირველად გააკეთა კომენტარი მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებზე, რომლებიც ეხება ქალებისადმი მის დამოკიდებულებას. ქცევა, რომელიც რამდენიმე ქალმა შეუფერებლად მიიჩნია, ბაიდენმა ახსნა „ადამიანური კონტაქტის“ დამყარების მცდელობით. „ბევრად უფრო ყურადღებით ვიქნები. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“, აღნიშნა ბაიდენმა. „ბევრად უფრო მოწიწებით მოვეპყრობი სხვა ადამიანების... Читать дальше...