Добавить новость

Он всю жизнь ковал славу СССР, а спас его Запад — там сделали операцию бесплатно! История о легенде ЦСКА Тарасове

СИРИУС НА ФЛЕШКЕ? ЕВРОПУ НАДО СПАСАТЬ ОТ НАТО?! Россия, США, Европа могут улучшить отношения?! Очень полезные советы Высшего Всенародного Президента.

Первое армянское название в Москве

Какая погода будет в октябре 2024 года: прогноз погоды в Москве и регионах

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2019

Новости за 01.04.2019

Radiotavisupleba.ge 

რა ხდება ორბელიანის მოედანზე?

გამოკვლევა, რომლის პრეზენტაცია 14 მარტს მოეწყო, თბილისის განვითარების ფონდის მუშაობას ეხება. გადაცემის სტუმარი ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი გვახსენებს, რომ თბილისის განვითარების ფონდის ერთ-ერთი მსხვილი პროექტი ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაა.

Radiotavisupleba.ge 

შრომის ინსპექტორი: არ ხდებოდა რისკების შეფასება და სწორედ ამან გამოიწვია უბედური შემთხვევა

„არ ხდებოდა კონკრეტული რისკების შეფასება და სწორედ ამან გამოიწვია უბედური შემთხვევა", - ასე აფასებს 31 მარტს, ჭავჭავაძის 5 ნომერში მომხდარ შემთხვევას, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორი მაია მიქაძე.  მისი თქმით, ტერიტორიაზე მოკვლევა კვლავ გრძელდება, თუმცა არსებული სურათიდან ჩანს, რომ გარკვეული საფრთხეების იდენტიფიცირება ობიექტზე არ ხდებოდა. „იმ საფრთხეებიდან და იმ სურათიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ობიექტზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ხდებოდა კონკრეტული რისკების, არსებული საფრთხეების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2018 წელს 715 არასრულწლოვანი გახდა დედა

"ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.  მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება, პრობლემად რჩება ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები. " - ნათქვამია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში, რომლის თანახმადაც 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა.  სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავ უწყებებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

1000-მდე პირმა მიმართა საპენსიო სააგენტოს საპენსიო სქემის დატოვების თაობაზე

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, უწყებას საპენსიო სქემის დატოვების თაობაზე, ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე ადამიანმა მიმართა. პირველი აპრილიდან, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი ადამინების რაოდენობა 200 ათასს აღემატება. „ამჟამად სქემის დატოვების უფლება პრაქტიკულად, არც ერთ მოქალაქეს არ აქვს, რადგან ბუღალტერის მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში პირველი დეკლარაციის დახურვიდან და შესაბამისად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი: უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება

2018 წელს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) რეგისტრირებული რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა, 2017 წელს კი ამ ციფრმა 24 308 შეადგინა. "მიუხედავად ამ ტენდენციისა, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პროფესიონალები ცდილობენ ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბესელია: კობახიძის ვერსიაში იუსტიციის საბჭოს აქვს გაშლილი ფრთები

ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს პარლამენტში შეხვდნენ დამოუკიდებელ დეპუტატებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღებას. შეხვედრის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის წევრებს გააცნო საკუთარი კანონპროექტი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ და შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც საფრთხის შემცველად მიიჩნევს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრანსგენდერი ადამიანები - ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის

ლგბტქ თემის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ აქვეყნებს გამოკვლევას ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ საქართველოში.

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას

„ბარემ პირდაპირ ილია ჭავჭავაძე აკრძალეთ, რომელიც მე-19 საუკუნეში ამბობდა, ლიბერალიზმი სალანძღავ სიტყვად გაიხადეთო! ის, რასაც თქვენ აკეთებ, არის მეცხრამეტე საუკუნის რეტროგრადული რუსული ნარატივი! თქვენ გააკეთეთ ის, რაც ეწინააღმდეგება ყველა კონსტიტუციას, პიროვნების თავისუფლებას, სოლიდარობა და საერთოდ, თაბნამედროვე სამყაროს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე, ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან  სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას. კომიტეტის თავმჯდომარემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უცნობია ვინ დაგეგმა, შექმნა და თავდაპირველად გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია

"2019 წელს კვლავ გამოვლინდა საჯაროდ ცნობილი პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტით მასობრივად გავრცელების შემთხვევები. მსგავსი ფაქტები ჯერ კიდევ 2015 და 2016 წლებში დაფიქსირდა არაერთხელ, თუმცა ამ დანაშაულთა სრულყოფილი გამოძიება დღემდე ვერ მოხერხდა. საქმე ის არის, რომ დანაშაულთა მთავარი აქტორები – ძირითადი დამნაშავეები ის პირები არიან, რომლებმაც დაგეგმეს, შექმნეს და თავდაპირველად გაავრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია კონკრეტულ პირთა დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად. აქვე აღსანიშნავია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალჟირში გარდამავალი მთავრობა დაინიშნა

ალჟირის პრეზიდენტმა, აბდელაზიზ ბუტეფლიკამ დანიშნა გარდამავალი მთავრობა, ქვეყანაში მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე.   სახელმწიფო სააგენტო APS 31 მარტს იუწყებოდა, რომ 27 მინისტრისგან შემდგარ ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ნურედინ ბედოუი. ბუტეფლიკა კაბინეტში შეინარჩუნებს თავდაცვის მინისტრის პოსტს, მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისას.  ბუტეფლიკა 82 წლისაა, ის ქვეყანას 1999 წლიდან მართავს. 2013 წელს ალჟირის პრეზიდენტს ინსულტი დაემართა და მას შემდეგ საჯაროდ თითქმის აღარ ჩნდება.




Radiotavisupleba.ge 

იაპონიაში გამოცხადდა დასახელება ეპოქისა, რომელიც ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლიდან დაიწყება

იაპონიაში ოფიციალურად წარმოადგინეს დასახელება ახალი ეპოქისა, რომელიც, ქვეყანაში მოქმედი ტრადიციის თანახმად, დაიწყება ახალი იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის შემდეგ. ეს ერთ თვეში, 30 აპრილს მოხდება - როცა ამჟამინდელი იმპერატორი, ნარუჰიტოს მამა, 85 წლის აკიჰიტო ტახტიდან გადადგება.   ახალი ეპოქის სახელი, "რეივა", ითარგმნება როგორც "წესრიგი და ჰარმონია". იაპონურ კალენდარში წლების ათვლა წარმოებს მოქმედი მონარქის ტახტზე ასვლიდან. მაგალითად, მიმდინარე წელი ითვლება "ჰეისეის ეპოქის 30-ე წლად", რადგან აკიჰიტო 1989 წელს გახდა იმპერატორი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანა არგანაშვილი: სამინისტრო ზეწოლას ახდენს სოცმუშაკებზე

„სოციალური მომსახურების სისტემაში პრობლემების მოუგვარებლობა არა ფინანსების ნაკლებობას, არამედ სამინისტროს მხრიდან ხედვის არქონას უკავშირდება“, - აცხადებს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი. უფლებადამცველის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია პარლამენტში მიღწეული შეთანხმების თანახმად, საჯარო გახადოს ის ხარჯთაღრიცხვა და ხედვა, რაც სოციალური მუშაკების პრობლემას მოაგვარებს. „პარასკევს, პარლამენტში, ჩვენ მოვისმინეთ, რომ რეალურად, პრობლემა არის არა ფინანსების ნაკლებობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"სისტემური პრობლემა კი არა, სისტემის არარსებობა იწვევს ამ ყველაფერს"

გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიყენებული დაზიანებების შედეგად პაციენტის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვლილის დას არ სჯერა კლინიკის ვერსიის, რომ პაციენტს დაზიანებები ეპილეფსიური შეტევის ფონზე მიადგა. ფსიქიატრი ეკა ჭყონია თვლის, რომ შემთხვევა საგანგაშოა:

Radiotavisupleba.ge 

დაურ კოვე: ჟენევის დისკუსიის ფორმატის შეცვლაზე საუბარი უსაქმო ლაპარაკია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ უსაქმო ლაპარაკი უწოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატმა ტექნიკური ხასიათი მიიღო, ამიტომ საჭიროა მისი მაღალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა. „მიმაჩნია, რომ ქართული მხარე, უშუალოდ საქართველოს ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერის საკითხით. ყველა სხვა საუბარი ფორმატის შეცვლის და მისი პროდუქტიულობა-არაპროდუქტიულობის შესახებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელაში ელექტროენერგიის მკაცრი გრაფიკი ამოქმედდა

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, მთავრობა შეამცირებს სამუშაო დღის სიგრძეს და სკოლებს დახურულს დატოვებს, რათა ელექტროენერგიის მკაცრმა გრაფიკმა იმუშაოს.  31 მარტს, სატელევიზიო გამოსვლაში მადურომ თქვა, რომ 30-დღიანი გეგმა შემუშავდა ელექტროენერგიის ნაკლებობასთან საბრძოლველად, რის გამოც ქვეყანაში უკვე დიდი ხანია შექმნილია წყლის მიწოდების და საკომუნიკაციო ქსელების მუშაობის პრობლემები. მადურო გამოვიდა გაფრთხილებით არ შეიქმნას არეულობა, იმ ფონზე, როცა ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო მოქალაქეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პატრიოტთა ალიანსში" არ აქვთ იმედი, რომ "ოცნება" ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაიზიარებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილს იმედი აქვს, რომ მოსამართლეთა შესარჩევად უმრავლესობაში მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიას მკაფიო და მკაცრი დასკვნა ექნება, მაგრამ არ აქვს იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ამის შესახებ ინაშვილმა განაცხადა პარლამენტში, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ხაზი გაუსვა, რომ მხარს არ უჭერს „ქართული ოცნების" კანონპროექტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იმერეთში მეორე დღეა ძლიერი ქარია

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ორი მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 31 მარტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 42 შეტყობინება შევიდა. აქედან, ყველაზე მეტი, 13 გამოძახება ქუთაისში დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა რეგიონში 17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა. წყალტუბოს სოფლებში ქვილიშორსა და რიონში სახურავები გადახადა სასწავლო დაწესებულებების შენობებს. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ თუნუქთან ერთად, ხის ძელებიც მოგლიჯა. შემთხვევის ადგილებზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი აღარ აპირებს 1 აპრილს უკრაინაში დაბრუნებას

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ადრე განაცხადა 1 აპრილს უკრაინაში დაბრუნების გეგმებზე, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეარხის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში თქვა, რომ ამის გაკეთებას აპირებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არ გავიდოდა მეორე ტურში. 2015 წელს სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის საოლქო ადმინისტრაციას ჩაუდგა სათავეში, ორი წლის შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით ჩამოერთვა ეს მოქალაქეობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დამოუკიდებელი იურისტები ვენეციის კომისიას ღია წერილით მიმართავენ

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა ვენეციის კომისიას წერილით მიმართა, რომელშიც საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებულ ვითარებასა და იმ რისკებზეა გამახვილებული ყურადღება, რომელსაც, წერილის ავტორების აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროეექტი შეიცავს. წერილში აღნიშნულია, რომ 2018 წლის დეკემბრის მოვლენებმა მკაფიოდ წარმოაჩინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის მიზანი - საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება და კლანური ერთგულების ნიშნით სასამართლო სისტემის დაკომპლექტება. წერილის ავტორები მიიჩნევენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრანსმშენი: ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობის უსაფრთხოება ქვეკონტრაქტორს უნდა დაეცვა

კომპანია „ტრანსმშენმა,“ რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში მშენებლობას აწარმოებს, ღრმა მწუხარება გამოთქვა უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა კომპანიის განცხადება, რომლის თანახმად, „აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო, დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალა

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, რომელიც უფლებრივ მდგომარეობას შეეხება, ამ დრომდე "პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალა, სპეცოპერაციის ჩატარების დროს." თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით სწავლობდა და  ამ საქმეში ცენტრალური საკითხად თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხს მიიჩნევს. სახალხო დამცველის აპარატს საქმის მასალების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებული კანონპროექტი ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგზეა მორგებული - ეს პოზიცია ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააცნეს ვენეციის კომისიის დელეგაციას. საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანია რაც შეიძლება სწრაფად დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო მისთვის სასურველი მოსამართლეებით. სამადაშვილის ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის მუნიციპალური არჩევნების შედეგები მიანიშნებს ერდოანის პოზიციის შესუსტებაზე

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანისა და მისი პარტიის პოზიციები, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად შესუსტდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად. მმართველმა ალიანსმა დაკარგა ანკარა და შესაძლოა, სტამბოლიც. თურქეთის მედიამ 1 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავასმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ანკარაში. ხოლო ერდოანმა მიანიშნა მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის დამარცხებაზე სტამბოლში, თუმცა კენჭისყრის საბოლოო შედეგი ჯერ არ არის ცნობილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამშენებლო ობიექტზე, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა გარკვეული ხარვეზები არსებობდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის ხუთ ნომერში მდებარე სამშენებლო ობიექტის ზოგადმა დათვალიერებამ პირველადი ხარვეზები გამოავლინა. მათ შორისაა კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები. ბექა ფერაძის განცხადებით, მოკვლევა გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი უბედური შემთხვევის გამომწვევ კონკრეტულ და სისტემურ მიზეზებზე. 31 მარტს საღამოს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Первое армянское название в Москве

В России цены на линейку iPhone 16 снизились на 8-10 процентов

Какая погода будет в октябре 2024 года: прогноз погоды в Москве и регионах

Модель нового памятника для Приамурья осмотрел губернатор Василий Орлов

Музыкальные новости

В городском округе Домодедово проведена агитационно-разъяснительная работа с населением о сохранности имущества.

Собянин: Конкурс грантов для НКО побил рекорд по числу одобренных заявок

Загитова: "Решила дать себе 2 дня отдыхать, уехала за город и сняла номер"

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Новости России

Автомобили могут значительно подорожать в России

Ученые объяснили, почему пиво опаснее крепких алкогольных напитков

Первое армянское название в Москве

Юные белгородцы стали призерами Всероссийского конкурса «Земля талантов»

Экология в России и мире

Питание и здоровье: чего нам не хватает?

Масспостинг вертикальных видео в TikTok, Youtube-shorts, ВК-клипы, Reels.

Очень модный гардероб для этой осени: примеры образов

Маршрут автопоезда «Остановим ВИЧ в Свердловской области!» в текущем году включает 24 города региона

Спорт в России и мире

Камилла Рахимова вышла во второй круг WTA-1000 в Пекине, обыграв Кимберли Биррелл

Теннисист Надаль вошел в состав сборной Испании на Кубок Дэвиса

«Теннисистки заслуживают зарабатывать на равных с мужчинами». Веснина выступила за соразмерные призовые

Стало известно, кто из россиян примет участие в турнире ATP-500 в Вене в конце октября

Moscow.media

Задержан предполагаемый виновник смертельного ДТП с автобусом в Прикамье

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»

На Неву вернулся один из первых речных трамвайчиков Петербурга

DCLogic: программная платформа «Кандата» повысит эффективность работы отечественных предприятий до 15%











Топ новостей на этот час

Rss.plus






Какая погода будет в октябре 2024 года: прогноз погоды в Москве и регионах

Модель нового памятника для Приамурья осмотрел губернатор Василий Орлов

СИРИУС НА ФЛЕШКЕ? ЕВРОПУ НАДО СПАСАТЬ ОТ НАТО?! Россия, США, Европа могут улучшить отношения?! Очень полезные советы Высшего Всенародного Президента.

Первое армянское название в Москве