„ჩემს სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, მათ დატოვეს სადარბაზო და შორი-ახლოს იმყოფებიან“-განუცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსს“. იგი ამბობს, რომ ემზადება და თავად აპირებს პოლიციაში მისვლას. „დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ეს არის აგონიაში მყოფი მშიშარა ხელისუფლების მოქმედებები, რომლებიც ცდილობენ ამ მეთოდით ეურთიერთონ ოპოზიციასა და ხალხს,“ - აღნიშნა დავით კირკიტაძემ. Читать дальше...
გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმები 17 დეკემბერს შუადღისას გახდება ცნობილი.12 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძის პრეს-კონფერენციაა დანიშნული. წუხანდელმა ღამემ კი პარლამენტის შენობის წინ ექსცესების გარეშე ჩაიარა. პარლამენტთან ღამე გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტმა გაატარა. პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის 8 კარავია გაშლილი.
ნატა ტალიკიშვილი არ მიეკუთვნება უფლებადამცველებს, რომელთა სახელიც ბევრმა ჩვენგანმა იცის. არადა, ის ბევრ ადამიანს ეხმარება და მუშაობის დროს თავს საფრთხეში იგდებს. წელს ნატას მიენიჭა კატო მიქელაძის, მე-20 საუკუნის დასაწყისის ფემინისტისა და პუბლიცისტის, სახელობის პრემია.
დეკემბერში ადამიანის უფლებების დაცვის რამდენიმე მნიშვნელოვანი, საერთაშორისო თარიღი აღინიშნა. ასევე აღინიშნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე - 3 დეკემბერი. "თავისუფლების #კითხვები" შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას მიმოიხილავს.
სარაგბო კლუბმა თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპის საკლუბო ტურნირზე - კონტინენტის ფარზე სტუმრად დაამარცხა ჯგუფის ლიდერი იტალიის „კალვიზანო“ და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირი სწორედ „კალვიზანოსთან“ თბილისში გამართული შეხვედრით დაიწყო - ოქტომბერში, ავჭალის სტადიონზე სტუმრებმა მოიგეს - 17:6. 15 დეკემბერს კი „ლოკომოტივმა“ იტალიაში აიღო რევანში - 20:13 და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. „კალვიზანო“ ათი ქულით ლიდერობს. ამავე... Читать дальше...
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიპ ერდოანს უთხრა, რომ ვაშინგტონი მუშაობს ისლამისტი სასულიერო ლიდერის ფეტულა გიულენის თურქეთში ექსტრადიციის საკითხზე. საუბარი ამის შესახებ ორი კვირის წინ არგენტინაში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტზე შედგა-განუცხადა როიტერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ. თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ყოფილ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს იმ არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში, რასაც 250 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. Читать дальше...
ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ჩვენმა ოჯახმა გამოწვევად მიიღო, - გიამბობთ რუსუდან გიორგბერიძე, აფხაზეთიდან ლტოლვილი, რომელიც კოპენჰაგენში, ჰარლევში ცხოვრობს და იქვე აქვს ტანსაცმლის მოხდენილი მაღაზია. საშობაოდ ლამაზად ჩაცმის მსურველთ სიუჟეტის ავტორის, ოქროპირ რუხაძისა, და ოპერატორ ილია სიმურგანიდის იქ ყოფნისასაც მიაკითხეს კოკოს, როგორც ქალბატონ რუსუდანს იქ იცნობენ. მას იქ - შინ, უცხოეთში - ჰყავს მეგობრები, მისი ყაიდის და მისგან განსხვავებულებიც, მაგრამ ისეთებიც, რომლებსაც ასწავლა და თავისებურად "გამოზარდასავით".