პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულება „მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში.“ ბახტაძემ ქვეყნის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა აქტივობისა და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის. „როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში. ჩვენ ახლა უნდა დაველოდოთ ცესკო-ს შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა არჩევნების ორგანიზატორებს და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს.
ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. „თუ დაჯდება სურათი, რომელსაც აჩვენებს კვლევა, იქნება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა დაბით ბაქრაძემ. Читать дальше...
პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმა მას მისცეს. „ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა... Читать дальше...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვს მომზადებული აქვს საპასუხო ზომების საკუთარი პროექტი ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე გავიდეს „ცივი ომისდროინდელი“ შეთანხმებიდან, რომელიც კრძალავს საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტების წარმოებას და გამოყენებას.“ ლავროვმა ეს კომენტარი გააკეთა 28 ოქტომბერს რუსეთის ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ აშშ-ის საელჩომ რუსეთში რამდენიმე დღის წინ გადასცა მას სია იმ შეკითხვებისა, რომლებიც ვაშინგტონს აღელვებს. „რუსეთთან მხოლოდ თანასწორობის... Читать дальше...
პოლიტიკაში ტყუილს დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1733 წელს ჯონათან სვიფტი პოლიტიკურ ტყუილს განსაზღვრავდა როგორც „ხელოვნებას, რომლის ფუნქციაა საჭირო სიცრუეში დაარწმუნო ხალხი“.
20 საათზე საქართველოში დაიხურა საარჩევნო უბნები. საუბნო საარჩევნო კომისიები იწყებენ ხმის დათვლის პროცედურებს. 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც 25 კანდიდატი მონაწილეობდა. გამარჯვებული კანდიდატი პრეზიდენტის თანამდებობას 6 წლით დაიკავებს.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრმა კოტე იოსელიანმა ვაკის საარჩევნო ოლქში ხელოვნურად შექმნა დაძაბული სიტუაცია და შეურაცხყოფა მიაყენა ოლქის თავმჯდომარეს. “რაც უფრო ახლოვდება ქალბატონ სალომეს გამარჯვება, მით უფრო აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მაგალითად, ბატონი კოტე იოსელიანი მისული იყო ვაკის ოლქში, შექმნა დაძაბული სიტუაცია ხელოვნურად და შეურაცხყოფა […]
არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობენ.
როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ (ISFED) უთხრეს რადიო თავისუფლებას, 28 ოქტომბრის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, თვისებრივად ახალი ტიპის დარღვევები არ გამოვლენილა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საღამოს შვიდის ნახევრისთვის გამოაცხადა, რომ გამარჯვებულია მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. „ბუნებრივია, აგონიაში მყოფი ხელისუფლება ახლა შეეცდება, რომ გარკვეული მანიპულაციებით კორექტივები შეიტანოს არჩევნების შედეგებში, თუმცა მერწმუნეთ, არ მივცემთ ამის საშუალებას, რომ ხმები მოიპაროს ან გაააყალბონ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ 18 საათისთვის ორგანიზაციამ დააფიქსირა არსებითი ხასიათის მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საიას ცხელ ხაზზე თბილისიდან და რეგიონებიდან შემოვიდა შეტყობინებები, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ორგანიზაციის დამკვირვებელმა დარეკა მოქალაქეთა მიერ მითითებულ ერთ-ერთ ნომერზე, რომელზეც დაუდასტურეს, რომ ნომერი სალომე ზურაბიშვილის შტაბს ეკუთვნოდა... Читать дальше...
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, 20 საათიდან არჩევნების შედეგებზე ჩატარებული სამი ეგზიტპოლის შედეგი გახდება ცნობილი. „ქართული ოცნების“ დაკვეთით ეგზიტპოლს კვლევითი ორგანიზაცია „ფსიქოპროექტი“ ატარებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოკვლევა საერთაშორისო კომპანია Edison Research-ს, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ კომპანია BCG Research–ს შეუკვეთეს.
სომხეთის ხელისუფლება მზად არის იმსჯელოს აშშ-იდან სამხედრო აღჭუვილობის შეძენაზე, თუ იქნება ხელსაყრელი შეთავაზება, - ამის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. ეს განცხადება მოჰყვა სომხეთში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის ვიზიტს, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო სომხეთის მიერ აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის შეძენასაც. სომხეთისაგან ეს ნაბიჯი იქნებოდა „გონივრული“, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბოლტონმა და დასძინა, რომ „ამერიკული იარაღი ყოველმხრივ სჯობს რუსულს“.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საღამოს შვიდის ნახევრისთვის გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში იმარჯვებს. „თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შედეგის შენარჩუნება არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე უფრო პასიურები, რათა პირველივე ტურში გაეცეს საბოლოო პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას“ - განაცხადა კობახიძემ. Читать дальше...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, “სულ სამართალდარღვევის 29 ფაქტი დაფიქსირდა, ამ 29 ფაქტიდან 15 ფაქტი არ დადასტურდა გადამოწმების შემდეგ ან არ გამოვლინდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა“. გამოძიება დაიწყო 7 ფაქტზე. კერძოდ, მუქარის და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით. ამ 7-მა ფაქტმა მოიცვა ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარი ინცინდენტები. Читать дальше...
პრეზიდენტობის კანდიდატის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ძალიან მძაფრი კონკურენცია და ბრძოლაა პირველი და მეორე ადგილისთვისაც. უსუფაშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალი იქნება, თუმცა, ჯერ არ არის ცხადი ვისი მონაწილეობით. „შენების მოძრაობის“ ლიდერმა ამომრჩევლებს მიმართა მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და თავისი პოზიცია გამოხატონ. „თქვენი ხმით შესაძლოა გავლენა მოახდინოთ არჩევნების შედეგზე. ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს განაპირობებს არა მხოლოდ ამ არჩევნების შედეგს... Читать дальше...
არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მალხაზ ჭკადუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებს, რომლებიც დილიდან მარტვილში მუშაობენ. სპეცრაზმელები ჯერჯერობით არსად შეუნიშნავთ. ინფორმაცია მარტვილში სპეცრაზმელების და სპეცტექნიკის მობილიზების შესახებ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გასაყალბებლად ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ატრიალებს ეგრეთ წოდებულ კარუსელს და ამომრჩევლის მოსყიდვითაა დაკავებული, სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მაინც მარცხდება და იმარჯვებს „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.მისი თქმით, ახლა დარჩა მთავარი-ამომრჩევლის ხმების დაცვა: „17:00 საათიდან 20:00 საათამდე თითოეული ქართველის ხმები უნდა დავიცვათ, თითოეული ქართველის ხმა ყველა საარჩევნო უბანზე... Читать дальше...
ცესკო-ს ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38,16%. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების დროს, 17 საათისთვის აქტივობა იყო 39,1 %. 2018 წლის 28 ოქტომბერის 17 საათისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში - 28.7%. ცესკოს მონაცემებითვე, 15 საათისთვის აქტივობა იყო 30,98%, ხოლო 12 საათის მდგომარეობით 15,95%.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, 15 საათამდე, ორგანიზაციის მეთვალყურეების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში - 35, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში 27 საჩივარია შეტანილი. ISFED-ის მეთვალყურეებმა აღრიცხეს ათობით ფაქტი. პარტიული აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლის მცდელობა: • სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტები, თავიანთი შედგენილი სიებით, აკონტროლებენ ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის პროცესს ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2, #5, #29 და #31 საარჩევნო უბნებზე. Читать дальше...
აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მეტისი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ადევნებდნენ თვალს პრაღაში მიმდინარე სამხედრო აღლუმს, რომელიც ჩეხოსლოვაკიის პირველი რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავს მიეძღვნა. აღლუმში მონაწილეობდა 4 ათასამდე ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა. უამინდობის გამო, შეზღუდული იყო საავიაციო შოუ. 1918 წლის 28 ოქტომბერს, ჩეხოსლოვაკიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ავსტრია-უნგრეთის იმპერიისაგან. ჩეხოსლოვაკიის ეროვნულმა საბჭომ, პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, ტომაშ გარიგ მასარიკი. Читать дальше...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ, ხმას მეასე საარჩევნო უბანზე აძლევენ. 1239 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 15 საათისთვის ხმა მისცა 500 ზე მეტმა. დევნილები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ სახლებში დაბრუნება, მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურთ. ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული ნაზი ბერუაშვილი ამბობს, რომ დაიღალა ქვეყანაში არსებული ქაოსით და პირველ რიგში, მშვიდობას და სტაბილურობას ისურვებდა. „ისეთი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს... Читать дальше...
“ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს არჩევნების პირველ ტურში, თუმცა, კენჭისყრის დასრულებამდე დარჩენილია სამი საათი და ბუნებრივია, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე”-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა. მან ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ გამოცხადებულან საარჩევნო უბნებთან,აქტიურობისკენ მოუწოდა. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ... Читать дальше...
სანკტ-პეტერბურგში დაკავებულია არასანქცირებული აქციის ათობით მონაწილე, რომლებიც მხარადჭერას უცხადებდნენ პოლიტპატიმრებს. საიტი ОВД-Инфо ასახელებს 40 დაკავებულს. მათ შორის არიან „როსბალტისა“ და „დოჟდის“ კორესპონდენტები, რომლებიც მალევე გამოუშვეს. კვირას სანკტ-პეტერბურგში შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რათა მხარადაჭერა გამოეხატათ ექსტრემიზმში ბრალდებულებისათვის. საუბარია თანამეგობრობას „ქსელისა“ და „ახალი სიდიადის“ საქმეზე ბრალდებულებზე, რომლებიც საგამოძებო იზოლატორში იმყოფებიან. აქტივისტები აცხადებენ, რომ საქმეები შეთითხნილია. Читать дальше...
„მიუხედავად, იმისა, რომ საქართველო ბოლოჯერ ირჩევს პირდაპირი წესით პრეზიდენტს, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი არ არის და შესაძლოა ამის განმაპირობებელი იყოს ის, რომ ეს არის ერთგვარი გარდამავალი პერიოდი და ამომრჩევლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამოწურა თავისი თავი. ამასთან, შეიძლება ეს იყოს პრეზიდენტობის კანდიდატებით გამოწვეული იმედგაცრუება“, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი. მისი თქმით, ზოგადად საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ წლებს... Читать дальше...