თაკო ჩარკვიანის მორიგი დაპირისპირება ამჯერად მომღერალ ირმა სოხაძესთან და მსახიობ გიორგი გურგულიასთან.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა კვლავ სცადეს ტერიტორიაზე კარვის შეტანა. ამის უფლება აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა არ მისცეს და რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს აქცია. მისი მონაწილეები ითხოვენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გათავისუფლებას. ის 26 ოქტომბერს პარლამენტის... Читать дальше...
აშშ-ის მედიის თანახმად ეჭვმიტანილი, რომელიც ამანათებით აგზავნიდა ასაფეთქებელ ნივთიერებას, 56 წლის ფლორიდელი სიზარ საიოკია. იგი პოლიციამ დღეს შეიპყრო ფლორიდის შტატში მდებარე ერთ-ერთი ავტონაწილების მაღაზიის წინ. იუწყებიან, რომ სიზარ საიოკის საკმაოდ გრძელი კრიმინალური წარსული ნიუ-იორკსაც უკავშირდება. ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაუსახელებია გამოძიების ფედერალურ ბიუროს. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა 24 ოქტომბერს გზაში შეაჩერეს ამანათები სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობით. საეჭვო ამანათების ადრესატები იყვნენ ჰილარი კლინტონი... Читать дальше...
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიგო. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ რეპეშაჟის ფინალში ჩინელი ლიგუო ცაო წუთ-ნახევარში 11:0 დაამარცხა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ექვსი თვის წინანდელ ევროპირველობაზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და, ამრიგად, 2018 წლის სეზონი ბრინჯაოს დუბლით დაასრულა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან ოთხში შეივსო საპრიზო სამეულები... Читать дальше...
აშშ-ის ოფიციალური წყაროების ცნობით, დაკავებულია პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნისათვის ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამასა და სხვა ცნობილი პირების მისამართებზე, რომლებიც მკაცრად აკრიტიკებენ აშშ-ის პეზიდენტ დონალდ ტრამპს. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) -ის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში დადასტურებულია ერთი პირის დაკავება და აღნიშნულია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ამ საქმეზე ცნობილი გახდება პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროპის დროით 20:30 საათზე გახდება ცნობილი. აშშ-ის... Читать дальше...
ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე "#იმოქმედე სიმართლისთვის დღეს", სამოქალაქო აქტივისტებმა მცირე ზომის კარავი გაშალეს. როგორც ისინი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, სამართალდამცავებმა მათ კარვის გაშლის უფლება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ კარავი მცირე ზომისაა და არ შეიცავს რკინის კონსტრუქციას. გიგა მაქარაშვილის თქმით, ზაზა სარალიძეს სისტემა დასცინის: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შევიკრიბოთ თავისუფლად, გვაქვს მანიფესტაციის მოწყობის უფლება, კარვის გაშლის უფლება, ეს არის აბსოლუტურად... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ რუსეთი „უნდა გავიდეს“ ყირიმიდან და აღმოსავლეთ უკრაინიდან და „შეწყვიტოს ჩარევა“ აშშ-ის არჩევნებში. ამის შესახებ თბილისში მყოფმა ჯონ ბოლტონმა 26 ოქტომბერს აღნიშნა „როიტერსთან" საუბარში და არ გამორიცხა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს კვლავ ელოდება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანშემწემ ასევე მოუწოდა მოსკოვს, „შეწყვიტოს ქიმიური იარაღის გამოყენება უცხოეთში დევნილობაში მყოფი რუსების მკვლელობის განზრახვით და ნაკლებად ჩაერიოს ახლო აღმოსავლეთის საქმეებში“. Читать дальше...
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მოუწოდა საუდის არაბეთს, გაამჟღავნოს მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოღჯის გვამის ადგილსამყოფელი. ერდოანის თქმით, რიადმა უნდა გაამჟღავნოს იმ „ადგილობრივი თანამოსაქმის“ ვინაობა, ვისაც,სავარაუდოდ, ხაშოღჯის გვამი გადასცეს საუდის არაბეთის აგენტებმა მას მერე, რაც „ვაშინგტონ პოსტის“ მესვეტე სტამბოლში, საკონსულოშიმოკლეს 2 ოქტომბერს. თავისი პარტიის რეგიონულ წევრებთან საუბრისას, 26 ოქტომბერს, ერდოანმა თქვა, რომ თურქეთს აქვს სხვა „ინფორმაცია და მტკიცებულება“ ხაშოღჯის მკვლელობის შესახებ საუდის არაბეთის საკონსულოში. Читать дальше...
გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იაგო ნებიერიძის დედამ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის შვილი 9 თვის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან და ყაჩაღობის მუხლით იხდიდა სასჯელს.
"საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაშია აღნიშნული. ისინი ეხმაურებიან პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის დაკავებას და მიაჩნიათ, რომ მისი ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია: „ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ... Читать дальше...
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ცენტრალური ევროპის ქვეყნებს არ უგულებელყონ ბლოკის პრინციპები. საფრანგეთის ლიდერს მხედველობაში ჰყავს უნგრეთი და პოლონეთი, რომელთა კონსერვატიული მთავრობების ლიდერები დაპირისპირებული არიან ბრიუსელთან. ინტერვიუში, რომელიც ჩეხურ, სლოვაკურ, უნგრულ და პოლონურ გაზეთებში გამოქვეყნდა, ემანუელ მაკრონმა კვლავ მოუწოდა ცენტრალური ევროპის ლიდერებს, რომ შეასრულონ ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. „ჩვენ გვჭირდება თანამიმდევრულები და კოლექტიური სოლიდარობა... Читать дальше...
ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია: “პაციენტი მოყვანილია ჰიპერტენზიული მდგომარეობით, აღენიშნება სითხის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა ამჟამად, სტაბილური რჩება. მიმდინარეობს შესაბამისი კონტროლი. ის დარჩება სტაციონარში”. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს პარლამენტის შენობასთან დააკავეს. ის წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის გაშლას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. Читать дальше...
ქუთაისის საკრებულოში გამარჯვების მაჟორიტარული ოლქის ყოფილი დეპუტატის, ნატო ქათამაძის, ინფორმაციით, მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი ჯერ კიდევ 2016 წელს შემუშავდა.
სხვადასხვა ჯგუფებისა და იდეების მარგინალიზაციას ცდილობენ როგორც ადვილად იდენტიფიცირებადი პროპაგანდისტული არხები, ასევე ერთ-ერთი მედია ორგანიზაცია - Post TV.
იურისტების განმარტებით, პოლიციელზე თავდასხმის გამო პირი შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ქმედებების გამო და ეს ქმედებები უნდა შეიცავდეს სამ ელემენტს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორი გიორგი ჩიტიძე. „ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის, სამი მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა იყოს: ა) თავდასხმის ობიექტი უნდა იყოს პოლიციელი; ბ) პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს, რაც თავის მხრივ, კანონიერი უნდა იყოს; გ) თავდასხმა უნდა მოხდეს კანონიერი საქმიანობის გამო“. Читать дальше...
26 ოქტომბერს რადიო თავისუფლების წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის სტუმარი იყო დავით ბაქრაძე, პრეზიდენტობის კანდიდატი, N 2.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის ეთერში მომღერალი სოფო ხალვაში დილის გადაცემას აღარ წაიყვანს.
"სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, 29 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე 664-მა საჯარო მოხელემ Facebook-ის პირადი გვერდი საარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა. საჯარო მოხელეების მხრიდან აღნიშნული ქმედება გამოვლინდა როგორც არასამუშაო, ისე სამუშაო დროის განმავლობაში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სამუშაო პერიოდში აგიტაციის წესის დარღვევა გამოავლინა 29 მუნიციპალიტეტში. პრეზიდენტობის კანდიდატებისა და წარმდგენი/მხარდამჭერი პარტიების საწინააღმდეგო და მხარდამჭერი სააგიტაციო მასალები გამოქვეყნდა 42 მოხელის ფეისბუქ-პროფილზე. Читать дальше...
გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებჟურნალისტებს დილითშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ, განუცხადა.
ექსპერტები ჩვეულებრივ დამთხვევად არ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი რუსეთის შემდეგ პირდაპირ სამხრეთ კავკასიას ეწვია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. 14 წლის წინ, სხვა ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მისთვის გამოძიებას ბრალი წაუყენებია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედამ, ხათუნა ბერძნიშვილი უთხრა. მისი თქმით, დაკავებული მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა. ,,ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. Читать дальше...
ადვოკატ მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, გორის რაიონულმა სასამართლომ 2004 წელს გაასამართლა 11 წლის ბიჭის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით. მისი თქმით, 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია. მამუკა ნოზაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბრალდებული მაშინ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, თუმცა, დამნაშავედ მიიჩნია გამოძალვის ნაწილში: „მაშინ დაზარალებულებს ვუწევდი კონსულტაციებს. გაუჩინარებული ბავშვის დეიდა ჩემი კოლეგა იყო. Читать дальше...
ირლანდიელმა მომღერალმა, შინეიდ ოკონორმა ისლამი მიიღო და სახელი შეიცვალა. ამიერიდან მას შუჰადა დავითი ჰქვია. ამის თაობაზე მომღერალმა ცნობა ტვიტერით გაავრცელა. „სიამაყით ვაცხადებ, რომ მაჰმადიანი გავხდი. ეს ყველა ცნობიერი თეოლოგიური ძიების ბუნებრივი შედეგია. სხვა წმინდა წერილები უკვე საჭირო აღარ ხდება, წერს მომღერალი. შუჰადა დავითმა გამოაქვეყნა თავისი ფოტო, რომელზეც მომღერალი ჩანს მაჰმადიანურად შემოსილი. 1992 წელს მომღერალმა პირდაპირ ეთერში დახია რომის პაპის, იოანე პავლე მეორის პორტრეტი და გამოვიდა... Читать дальше...
ზაზა სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ის კლინიკაში შსს-ს შენობიდან გადაიყვანეს. ნესტან ლონდარიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა. ზაზა სარალიძე რამდენიმე საათის წინ პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. ის და მისი თანამოაზრეები წვიმისგან დასაცავი კონსტრუქციის გაშლას ცდილობდნენ, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით... Читать дальше...
გაეროს ინსპექტორები ცდილობენ დაადგინონ, რუსული წარმოების AK-47-ის ტიპის იმ 2500 ავტომატის წარმომავლობა, რომელსაც აშშ-ის გამანადგურებელმა მიაკვლია იემენის სანაპიროსთან. აშშ-ის ხელისუფალთა თანახმად, მათ 25 ოქტომბერს, ხომალდის ბორტზე მიიწვიეს გაეროს ინსპექტორები, რათა გაირკვეს, აწვდიდა თუ არა, ირანი იარაღს, გაეროს რეზოლუციების დარღვევით, იემენში ამბოხებულ ჰუტის მიმდევართა დაჯგუფებას. შიიტი ჰუტისტები იემენის მთავრობას ებრძვიან სამოქალაქო ომში. აშშ-ის შეიარაღებული ძალები პატრულირებას ეწევიან იემენის გარშემო წყლებში. Читать дальше...