ბიძინა ივანიშვილის აზრით, წინა ხელისუფლების წინდაუხედავი და „ღალატობრივი ქმედების გარეშე“, რუსეთი ვერ აიხდენდა ოცნებას და 2008 წლის აგვისტოში ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს. „სწორედ სააკაშვილი და თქვენი მეუღლეც, თუ გნებავთ, შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში“, - ასე მიმართა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ინიციატივით მოწყობილ კითხვა-პასუხში, რომელშიც სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. „სააკაშვილმა მისცა [ამის]საშუალება [რუსეთს] თავისი გაუაზრებელი ქმედებით... Читать дальше...
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავარი პარტნიორი უწოდა აშშ-ს და განაცხადა, რომ აშშ-თან საქართველოს ასეთი ახლო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. „ჩვენ ასევე უაღრესად ახლოს ვართ ჩვენი ფასეულობებით ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან. ჩვენ დაბალანსებული ურთიერთობები გვაქვს ყველა მეზობელთან და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მოვახერხოთ, არა ჩვენი ტერიტორიების სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენ დიდ მეზობელთან“, - ასეთი პასუხი გასცა კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეკითხვას... Читать дальше...
ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის წარმომადგენელს ხვდება და მათ შეკითხვებს პასუხობს. ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს აძლევს ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს დიანა ტრაპაიძეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძესა და ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს ირაკლი ჩიხლაძეს. შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარეობს. მიმდინარე ინტერვიუს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ეხმაურება: “ცხოვრებაში უამრავი ინტერვიუ, გადაცემა ან კომენტარი გამიშიფრავს, რომ მერე ბეჭდური ვარიანტი დამეწერა. ახლაც […]
კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სიცრუის გამავრცელებელი უწოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და განაცხადა, რომ ამ ტელევიზიამ მძევლად აიყვანა მოსახლეობა. „დღეს რომ გამორთო „რუსთავი 2“ ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავ. ის, რაც გადმოდის „რუსთავი 2“-იდან 99%-ი არის სიცრუე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის „რუსთავი 2"-ის, „იმედის“ და „პირველის“ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ამის შესახებ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა, რომელიც სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის - „რუსთავი 2-ის“, „იმედის“ და „TVპირველის“ ჟურნალისტებს ხვდება. ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან „ომეგა-ჯგუფის“ ხელმძღვანელ ზაზა ოქუაშვილზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ ივანიშვილს მწვავე შეკითხვები დაუსვეს ტელეკომპანია „პირველისა“და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა. „ზოგადად რაც შეეხება ფარცხალაძეს, მოკლე კონტექსტში გიპასუხებთ, რომ მასზე გამოძიება გრძელდება. Читать дальше...
საქართველოს ისტორია, როგორც მეფეების ისტორია. საგზაო ინსპექციის ადგილას აშენებული პრეზიდენტის სასახლე - სახელმწიფოებრიობის სიმბოლო, თუ ფუფუნების საგანი? გიორგი გვახარია საქართველოს მე-4 პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ესტუმრა პრეზიდენტის სასახლეში და ჰკითხა, თუ როგორია იყო არასასურველი სტუმარი, შენობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს არის აშენებული.
რუსეთის პრეზიდენტთან კრემლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დააზუსტებს, თუ რა ფორმატით გაიმართება ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა 11 ნოემბერს პარიზში. მანამდე ინფორმაცია ორი ლიდერის შესაძლო შეხვედრის შესახებ კრემლმა გაავრცელა. ხოლო ვლადიმირ პუტინმა მისალმებისთანავე უთხრა ბოლტონს, რომ სურს იმ დიალოგის გაგრძელება დონალდ ტრამპთან, რომელიც ივლისში ჰელსინკის სამიტზე დაიწყო. პუტინმა ორი ლიდერის შესაძლო შეხვედრის ადგილად დაასახელა პარიზი... Читать дальше...
პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 23 ოქტომბერს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არ მოეწონა ის პროგრამა, რომლითაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი. „წელს ფრანკფურტში ჩვენი გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვერ გავიტანეთ ქართული კულტურა ისე, როგორც უნდა გაგვეტანა. უზარმაზარი შანსი მხოლოდ სანახევროდ გამოვიყენეთ. ბევრად მეტი შეგვეძლო, მაგრამ ეს ჩვენ წინ გვაქვს და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია“, - უთხრა მან რუსთაველის თეატრში... Читать дальше...
23 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-5 სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის მონაწილეობით სავაჭრო საკითხებზე გამართულ მინისტერიალს და შეთანხმდნენ სრულად აამოქმედონ ეს ფორმატი, მათ შორის რეგულარული შეხვედრების გამართვის გზით, რომლებიც ასოცირების შეთანხმებებით... Читать дальше...
შვიდი ქვეყნისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც ტერორისტების საერთაშორისო დაფინანსების წინააღმდეგ იბრძვის, შავ სიაში შეიყვანა თალიბანთან კავშირში მყოფი 9 პირი, ორი ირანელი ოფიცერი და კიდევ რამდენიმე პირი, როგორც „ტერორისტული ჯგუფების გაძლიერების მიზნით ირანის მიერ გატარებული პოლიტიკის მხარდამჭერები“. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 23 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა (TFTC) შავ სიაში შეიყვანა ეს ხალხი, რათა ამით „ამხილოს და ნიადაგი გამოაცალას თალიბებს და მათ ირანელ სპონსორებს... Читать дальше...
სასახლის ამჟამინდელ შენობაში გაუსაძლის მდგომარეობაზე ლაპარაკობენ პედაგოგებიც. მათი თქმით, მოსწავლეებისთვის პირობების გაუმჯობესებას საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
მოსკოვში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯონ ბოლტონმა ყვავილები მიიტანა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე, დიდ მოსკვორეცკის ხიდზე. ამის შემდეგ ბოლტონი, რუსეთში აშშ-ის ელჩის, ჯონა ჰანტსმანის თანხლებით გაემართა ალექსანდროვკის ბაღში, სადაც ასევე შეამკო ყვავილებით უცნობი ჯარისკაცის ძეგლი და გმირ-ქალაქ ქერჩის მემორიალი. შემდეგ ბოლტონი გაემგზავრა კრემლში, სადაც მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. Читать дальше...
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი სულ მალე აკრძალავს ზოგიერთი სახეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტს. 23 ოქტომბერს კალინინგრადში ჩასულმა მედვედევმა აღნიშნა ასევე, რომ სანქციები, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში ამოქმედდება, გავრცელდება ასევე ბევრ ცნობილ უკრაინელ მოქალაქესა და ცალკეულ კომპანიებზე. მიუხედავად გაუარესებული ურთიერთობებისა, რუსეთი, მედვედევის თქმით, „უკრაინის ყველაზე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება“, რითაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიანიშნა იმ შედეგებზე, რაც სანქციების შედეგად უკრაინას დაემუქრება. Читать дальше...
საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს თინა ხიდაშელი.
სამ საათზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლოში, დახურულ კარს მიღმა გრძელდება „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის, გიორგი ჭელიძის სასამართლო სხდომა, რომელზეც უნდა გადაწყდეს, ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭელიძის საქმის არსებითი განხილვის თარიღი. როგორც დაკავებულის ადვოკატებმა სხდომის დაწყებამდე უთხრეს ჟურნალისტებს, ისინი აპირებენ დააყენონ ორი შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლობისა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობის გაუქმების შესახებ. Читать дальше...
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ და ამერიკულმა ნავთობკომპანიამ „ექსონ მობილმა“ დღეს თბილისში მოაწერეს ხელი გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის ხელშეკრულებას. დოკუმენტის თანახმად, ამერიკული კომპანია შეაფასებს დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალს და სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების შესწავლის შედეგად მოამზადებს და სახელმწიფოს გადასცემს ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით... Читать дальше...
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში ინვესტიციების კონცერენციას არ უცხადებს ბოიკოტს სხვათა მსგავსად და იქ ჩადის, რადგან „სასოწარკვეთაში ვართ“ სამეფოს სესხების გამოო. ხანის თქმით, 210 მილიონიანი მისი ქვეყანა ისტორიაში ყველზე მძიმე კრიზისს განიცდი სესხის მხრივ და თუ "არ მივიღებთ კრედიტს მეგობარი ქვეყნებისგან ან საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, მომავალ ორ თუ სამ თვეში აღარ გვექნება უცხოური ვალუტა სესხების დასაფარად და იმპორტის გადასახდელად", ამ წუთში „სასოწარკვეთაში“ ვართ, განუცხადა ხანმა გამოცემა „მიდელ ისტ აის“.
პანსიონში ეტლით მოსარგებლე მამაკაცს ჰიგიენური საკითხების მოგვარებაში მომვლელი ქალები ეხმარებიან, რაც მას უხერხულობას უქმნის. ნ.მ. სკოლაში ვერ დადის, რადგან მუნიციპალიტეტში მისთვის არ არის ადაპტირებული ტრანსპორტი
23 ოქტომბერს რადიო თავისუფლების წინასაარჩევნო ციკლის სტუმარი იყო სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი, N 48.
კოსტავა-შარტავას რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოწყობილ ახალ გზაგამყოფებზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებთან ერთად მიიღო. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად მერია აქტიურად მუშაობს. „რამდენიმე დღის წინ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ საშემოდგომო რგვის ფარგლებში დაახლოებით, 12 ათასი ხე-მცენარეა ჩამოსული, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ადგილზე დაირგვება. როგორც გახსოვთ... Читать дальше...
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 23-კაციანი დელეგაცია საქართველოს 26-29 ოქტომბერს ეწვევა და საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. არჩევნების პროცესს ისინი მონიტორინგს გაუწევენ ეუთოს საპარლამეტი ასამბლეის, ევროპის პარლამენტის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად. დელეგაციის წევრები 28 ოქტომბრის არჩევნებამდე შეხვდებიან საპრეზიდენტო კანდიდატებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ასევე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. Читать дальше...
სომხეთის პარლამენტში იელკის პოლიტიკურმა ალიანსმა ამ ქვეყნის მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი წარადგინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილება გამოცხადდა რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ კანდიდატების დასახელების ვადა დასრულდებოდა. სხვა ფრაქციებმა გამოაცხადეს, რომ ისინი კანდიდატებს არ წარადგენენ. კანონმდებლებმა ახლა კენჭისყრა უნდა გამართონ. ხმის მიცემა დაგეგმილია 24 ოქტომბრისთვის. ფაშინიანმა თავისი გადადგომა გამოაცხადა 16 ოქტომბერს, რათა დაეშალა პარლამენტი და მოეწყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. Читать дальше...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის იტალიაში ყოფნის გამო ოფიციალური კომენტარი გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტმა. მისი განცხადებით, „რუსეთის ფედერაცია აგრძელებს თავის მცდელობებს შექმნას წარმოდგენა, თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს და ცნობს საოკუპაციო რეჟიმებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ცხადია, მოსკოვის ეს ძალისხმევა არის უშედეგო, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა და მათ შორის... Читать дальше...
კახეთის რეგიონში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი შშმ პირთა საჭიროებებზე არ არის ადაპტირებული.
აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაანადგურეს საფოსტო გზავნილში ჩამონტაჟებული საეჭვო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მილიარდერ ჯორჯ სოროსის სახლთან ნახეს ნიუ-იორკის შტატში. გზავნილი 22 ოქტომბერს, საფოსტო ყუთში ნახა სოროსის თანამშრომელმა და პოლიციას შეატყობინა. სპეცსამსახურმა მოგვიანებით გზავნილი ააფეთქა მახლობელ ტყეში. ნიუ იორკ ტაიმსი იტყობინება, რომ თვითონ სოროსი, ბედფორდში, შინ არ იყო ინციდენტის დროს. საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს. სოროსი სიძულვილის ობიექტი გახდა მემარჯვენე მიმართულების ჯგუფების მხრიდან აშშ-ში და სხვაგან... Читать дальше...