სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს დამფუძნებელი დავით ქაცარავა, სოფელ ქვიშხეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. “არ გვიფიქრია ბევრი… შევიკრიბეთ და წავედით ქვიშხეთში, იქ სადაც ნაძირალა უცხოტომელებმა მანდილოსანზე აწიეს ხელი.. ჩავედით და გვინდოდა იმ არაკაცებთან შეხვედრა, ვინც იძალადეს ჩვენს თანამემამულეზე. ჩვენი გამოჩენისთანავე ტარაკნებივით დაიფანტნენ ტერიტორიაზე..დაიმალნენ და ძლივს ვიპოვეთ პასუხის გამცემი.. პასუხის გამცემი ხმამაღალი ნათქვამია, დამფრთხალი მორიგი არაკაცი... Читать дальше...
ფრანკფურტის მერიის ისტორიულ საიმპერატორო დარბაზში ლიტერატურიული პრემია „საბას“ მე-16 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები 10 ნომინაციაში. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა„დიოგენე“) საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში გამარჯვებულია: დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-ll" (ბაკურ... Читать дальше...
ფრანკფურტის მერიის ისტორიულ საიმპერატორო დარბაზში ლიტერატურიული პრემია „საბას“ მე-16 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები 10 ნომინაციაში. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა„დიოგენე“) საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაცია: დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-ll" (ბაკურ სულაკაურის... Читать дальше...
ასობით მეგობარმა, ნათესავმა და კოლეგამ გააცილა უკანასკნელ გზაზე ბულგარელი ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა, რომელიც 6 ოქტომბერს იპოვეს მოკლული ბულგარეთის ქალაქ რუსეს პარკში, მდინარე დუნაის მახლობლად. გამოძიებამ დაადგინა, რომ 30 წლის ჟურნალისტი სასტიკად სცემეს, გააუპატიურეს და დაახრჩვეს. მარინოვა 12 ოქტომბერს მის მშობლიურ ქალაქ რუსეში დაკრძალეს. ორი დღით ადრე გერმანიის პოლიციამ დააკავა ბულგარელი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც, გერმანიის ქალაქ ცელეს სასამართლოს თანახმად, მომდევნო დღეებში ბულგარეთს გადასცმენ. Читать дальше...
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ქვეყნის ცხოვრების დადებით მხარეებზე და ახსოვდეთ, რომ მათი ქვეყნის „ნამდვილი მტერი ქართველი არ არის“. 12 ოქტომბერს ჯორჯ კენტმა შეხვედრები გამართა ქართველ პოლიტიკოსებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. თბილისში, აშშ-ის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ყურადღება გაამახვილა წინასაარჩვნო კონტექსტზე საქართველოში... Читать дальше...
კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას „გირჩი“ 20 ოქტომბერს, დედა ენის“ ბაღში აპირებს.როგორც „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, ფესტივალის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვა, რომლითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია: „საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, მოიხმარონ მარიხუანა და ესა არის მათი კონსტიტუციიდან გამომდინარე უფლება. მაგრამ წარდგენილი კანონპროექტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს, ითვლება, რომ ადამიანს მარიხუანის... Читать дальше...
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს მოსთხოვა პოლონეთის ხელისუფლებას გადასცეს იმ სამთავრობო თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელიც 2010 წელს სმოლენსკთან ჩამოვარდა. ტუ-154-ის კატასტროფის შედეგად დაიღუპა 96 კაცი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი ცოლი და პოლონეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელები. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს პოლონეთსა და რუსეთს, ითანამშრომლონ კატასტროფის გამიძიების საქმეში და პასუხი აგებინონ დამნაშავეებს. რუსეთში მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო თვითმფრინავის კატასტროფაში დამნაშავეები არიან პოლონელი მფრინავები. Читать дальше...
ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში დააფიქსირა სატვირთო მანქანების კოლონა, რომელიც რუსეთიდან დონბასისკენ მიემართებოდა. ერთ-ერთს სავარაუდოდ გადაჰქონდა 23 მილიმეტრიანი შეწყვილებული საზენიტო დანადგარი. "დრონიდან" გადაღებული შესაბამისი ფოტო განთავსებულია მისიის ფეისბუკის გვერდზე. ეუთოში აღნიშნავენ, რომ კოლონა ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდა გრუნტიან გზაზე, სადაც არ არსებობს საკონტროლო-გამშვები პუნქტი. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მითითებულ რაიონში მათ ადრეც დააფიქსირეს სატვირთო მანქანების კოლონები, კომუფლირებული შენიღბვით.
სიტყვებით „კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმერთისა“, იესომ ევროპას სეკულარიზმი უანდერძა.
ბორჯომის ნახანძრალი ტყის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 12 ოქტომბრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე 250 ჰა ტყის ფართობი აღდგება, ნახაძრალ ტერიტორიაზე კი ძირითადად კავკასიური ფიჭვი დაირგვება.
„რუსეთთან საუბარი არასოდეს იქნება შედეგიანი, თუ ეს იქნება ერთი-ერთზე“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, გორის თეატრში გამართულ შეხვედრაზე. 12 ოქტომბერს ზურაბიშვილი შეხვედრებს მართავდა შიდა ქართლში. „ჩვენ მარტო არ შეიძლება, რომ დავრჩეთ და ვინც ავრცელებს ქვეყნის ასეთ დისკრედიტაციას, ის ხელს უწყობს იმას რომ დავრჩეთ მარტო. ჩვენი შიდა დაპირისპირება არის დასუსტება, ჩვენი ორად გახლეჩვა. ჩემი მთავარი მიზანი იქნება, რომ გავაერთიანო ეს ქვეყანა, რაც არ... Читать дальше...
ბოშათა თემი საქართველოში პირველად ორი საუკუნის წინ გამოჩნდნენ, თუმცა დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური ჯგუფია, რომლის შესახებ არაერთი ლეგენდაა შეიქმნილი. ბოშების ეშინიათ. სამართლებრივი მხარე , დოკუმენტების მოუწერიგებლობა ყველაზე დიდი პრობლემას უქმნის ბოშებს. ვერ იღებენ სამედიცნო დამხარებას. ხშირად ბოშა ქალები სახლში მშობიარობენ. დაბალია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობა. ბოშები ვერ ხვდებიან, რატომ უნდა ჩაერთნონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში ან დააყენონ ადგილობრივ... Читать дальше...
მწერლებმა და გამომცემლებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარ სცენაზე. მათ თეთრ მაისურებზე წითელი ასოებით ეწერათ - „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“ „საქართველოს მწერლები და გამომცემლები არასდროს შეეგუებიან რუსეთის ოკუპაციას“. აქცია პოეტ ზურაბ რთველიაშვილის პერფორმანსით დაისწყო. რომელსაც სახეზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნიღაბი ეკეთა და საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობდა. რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია ფრანქფურტში მიმდინარე წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა. Читать дальше...
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. 2018 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 20-28 ოქტომბერს ბუდაპეშტი უმასპინძლებს. მედლები სულ ათ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს ნაკრებს მონაწილე ათივე წონაში ეყოლება. მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებმებიან: ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), დავით ხუციშვილი (79 კგ)... Читать дальше...
კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთი დაიცავს მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი მრევლის ინტერესებს უკრაინაში, თუ მათ წინააღმდეგ განხორციელდება დევნა. დმიტრი პესკოვის თქმით, ეს მოხდება მხოლოდ „პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით“, როგორც მოსკოვი იცავს „რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერსებს“. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი „შეშფოთებულია“ კონსტანტინოპოლის ეკლესიის გადაწყვეტილებით მიანიჭოს ავტოკეფალია უკრაინის ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ კრემლი არ აპირებს ჩაერიოს „ეკლესიათაშორის დიალოგში“, - დასძინა დმიტრი პესკოვმა.
კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთი დაიცავს მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი მრევლის ინტერესებს უკრაინაში, თუ ის დევნის ობიექტი გახდება. დმიტრი პესკოვის თქმით, ეს მოხდება ისეთივე „პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით“, როგორითაც მოსკოვი იცავს „რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერსებს“. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი „შეშფოთებულია“ კონსტანტინოპოლის ეკლესიის გადაწყვეტილებით მიანიჭოს ავტოკეფალია უკრაინის ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ კრემლი არ აპირებს ჩაერიოს „ეკლესიათაშორის დიალოგში“, - დასძინა დმიტრი პესკოვმა.
როგორ აღიქვამენ ცნება „დემოკრატიას“ რუსეთში - ქვეყანაში, რომელსაც 2000 წლიდან, ფაქტობრივად, ერთი ლიდერი მართავს? ხომ არ მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში დემოკრატიის დისკრედიტაცია? - ამ და სხვა შეკითხვებით მივმართეთ პრაღაში გამართული ფორუმის ერთ-ერთ მონაწილეს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ღია რუსეთის“ წარმომადგენელ ნატალია გრიაზნევიჩს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარე მოითხოვს, მიეცეთ შესაძლებლობა, ჩამოყვანონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დაადგენენ, თუ რა მიზეზით განუვითარდა მას ჰორნერის სინდრომი და ჩაერთვებიან მკურნალობაში. გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მათ აქვთ კომუნიკაცია უცხოელ სპეციალისტებთან და უახლოეს პერიოდში აპირებენ მათ ჩამოყვანას საქართველოში, რათა მერაბიშვილს დიაგნოზი დაესვას. 4 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბიდან“ სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში დააბრუნეს. Читать дальше...
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა და იურისტმა მოწმის სტატუსით დაკითხვაზე უარი თქვეს. ეკა ქობესაშვილი, ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დაუშვებელია საქმის ადვოკატების მოწმის სტატუსით გამოკითხვა: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 21 წლის ორგანიზაციაა და არაერთ გახმაურებულ საქმეზე გაგვიკეთებია პრესკონფერენცია და განცხადება, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღმასრულებელი... Читать дальше...
თურქეთის სასამართლომ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა ევანგელიკური ეკლესიის ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, მიუხედავად იმისა, რომ მას სამი წლით მიუსაჯეს პატიმრობა ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო. დასავლეთის ქალაქ ალიაგაში განთავსებულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრანსონი, რომელიც ანკარასა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური უთანხმოების ცენტრში მოექცა, მეტ დროს არ დაჰყოფს პატიმრობაში, რადგან მან უკვე მოიხადა სასჯელი. სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბრანსონს შეუძლია დატოვოს თურქეთი და დაბრუნდეს აშშ-ში. Читать дальше...
პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან კახეთში საარჩევნო შტაბი მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს გახსნილი. საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლები რეგიონში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სააგიტაციო მასალის განადგურებაზე, ფინანსურ პრობლემებსა და ანტიპროპაგანდაზე ლაპარაკობენ.
12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ზაქარეიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი/ანალიტიკოსი.
პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ცრა წლიანი მმართველობის შესაფასებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. განცხადება კობა დავითაშვილმა იმ შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც ირმა ინაშვილმა, თანაგუნდელებთან და 2004-2012 წლებში წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულ პირებთან ერთად გამართა. „კომისიაში უმრავლესობა „პატრიოტთა ალიანსს” უნდა ჰქონდეს, რადგან უცნაური იქნება, „ნაციონალური მოძრაობასა” და „ევროპული საქართველოს” უმრავლესობა მიეცეს იმ კომისიაში, რომელმაც […]
გორის საკრებულოს სხდომაზე დღეს ქალაქის მერის იმპიჩმენტის საკითხი არ დასმულა. საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარისგან მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს, “ევროპული საქართველოს” წევრებს კი ხმაც არ ამოუღიათ.
13-14 ოქტომბერს თბილისში აღარ გაიმართება „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ ორგანიზებული და „გორჩაკოვის ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი:„სახალხო დიპლომატია - კომპრომისების დიალოგი.“ „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ განცხადებით, ფორუმის მომზადების პროცესში წააწყდნენ „ორგანიზატორების მიმართ არამოტივირებულ აგრესიას ცალკეული პირების და მედიის მხრიდან, რაც მიმართულია ღონისძიების ჩაშლისკენ." ამავე ორგანიზაციის მტკიცებით, სოციალურ ქსელებში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. Читать дальше...