Добавить новость

Новые выделенные полосы появятся в ТиНАО

Пятый класс пожарной опасности в лесах Подмосковья спрогнозировали с 21 по 23 сентября

Спрос на длительную аренду загородного жилья в России вырос летом на 43%

Запрет на посещение лесов в Подмосковье ввели до 1 октября

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2018

Новости за 27.08.2018

Radiotavisupleba.ge 

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები საპროტესტო აქციას გამართავენ

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები 29 აგვისტოს 12 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. საგანგებო განცხადებაში, რომელიც 27 აგვისტოს გავრცელდა, აღნიშნულია, რომ კონსტრუქციული ურთიერთობის ყველა გზა ამოწურულია და დაპირებების მიუხედავად, გადაუჭრელია კლინკერის-ცემენტის საწარმოებლად აუცილებელი ნედლეულის- იმპორტის საბაჟოზე შეფერხების პრობლემა. ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ტვირთები, ნედლეულის ხარისხის კონტროლის მომიზეზებით, ისევ საბაჟოზეა გაჩერებული და არანაირი ექსპერტიზა მას არ უტარდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაზა ნადირაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს 0,183 წამი დააკლდა პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში მოსახვედრად. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ორას მეტრ დისტანციაზე ერთადგილიანი კანოეთი ფინალში ცხრა მონაწილეს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, კვარცხლბეკი კი სწორედ ევროპელებმა შეავსეს. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ბელორუსიელი არტემ კოზირი, რომელმაც ფინიშის ხაზი 39,810 წამში გადაკვეთა. ვერცხლის მედალს რუსი ივან შტილი (39,970) დაეუფლა. ბრინჯაოს - ლიეტუველი ჰენრიკას ჟუსტაუტასი (40,043), ნადირაძემ კი ორასი მეტრი 40,226 წამში გაცურა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2 ტონა კოკაინი „ედინაია როსიას“ ლოგოთი

„ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ევგენი რევენკომ ნახევრად ხუმრობით განმარტა, თუ როგორ მოხვდა  ბელგიის პორტიდან, მესაზღვრეების მიერ ამოღებული კოკაინის შეფუთვაზე პარტიის ლოგოტიპი, იუწყება რია ნოვოსტი.

Radiotavisupleba.ge 

კიშინოვში პოლიციამ დაშალა ანტისამთავრობო აქცია

კიშინიოვში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დოიჩე ველეს ცნობით პოლიციამ დაშალა დემონსტრაცია დიდი ეროვნული კრების წინ, სტეფან დიადის ძეგლის მახლობლად. წინა დღით კიშინიოვის ცენტრში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციაში, რომლის მონაწილეებიც ითხოვდნენ კორუფციის აღმოფხვრას და არაეფექტური მმართველობის დასრულებას. საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორი იყო ოპოზიცია. დღევანდელი აქცია მის გაგრძელებას წარმოადგენდა. დემონსტრანტების შეძახილების ფონზე სტეფან დიადის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა არჩევანი 27 აგვისტოს 18 საათამდე უნდა გააკეთონ

შავი ზღვის უნივერსიტეტის 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რომლესაც ჯერაც არ შეუცვლიათ გადაწყვეტილება სხვა სასწავლებელში გადარეგისტრირების შესახებ, არჩევანი 27 აგვისტოს, 18 საათამდე უნდა გააკეთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი, სასწავლებლის გარეშე დარჩებიან. 2018-2019 სასწავლო წლისთვის შავი ზღვის უნივერსიტეტი 800-მდე აბიტურიენტმა აირჩია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს შეეზღუდა პირველკურსელთა მიღების უფლება, 700-მდე აბიტურიენტი სხვა სასწავლებელში გადარეგისტრირდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ ვაისმა დაასახელა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 25 ფეხბურთელს უხმო მომავალი ორი თამაშისთვის მოსამზადებლად. ქართველი ფეხბურთელები უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში 6 სექტემბერს ჩაებმებიან ყაზახეთის ნაკრებთან სტუმრად გასამართი მატჩით, 9 სექტემბერს კი თბილისში უმასპინძლებენ ლატვიას. საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს შეიკრიბება თბილისში და ორ დღეში გაემგზავრება ასტანაში. ვაისმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, განაცხადში დააბრუნა თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე.   საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"გერმანიისთვის მთავარი პრიორიტეტი არის პოლიტიკური სტაბილურობა"

27 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბიძინა ლებანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბრემენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

Radiotavisupleba.ge 

ირანი და სირია შეთანხმდნენ სამხედრო თანამშრომლობაზე

ირანული მედიის ცნობით, სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება „თავდაცვისა და ტექნიკური თანამშროლობის“ შესახებ, ითვალისწინებს ირანის ხანგრძლივ სამხედრო ყოფნას და საქმიანობას სირიის ტერიტორიაზე, - განაცხადა 27 აგვისტოს ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰათამიმ დამასკში ყოფნის დროს. სააგენტო ტასნიმს მოჰყავს სირიის თავდაცვის მინისტრის, ალი აბდულა აიოუბის სიტყვები, რომლის თანახმად სირიის მთავრობა მადლიერია ირანის სამხედრო მხარდაჭერისა შვიდწლიან სამხედრო კონფლიქტში.

Radiotavisupleba.ge 

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული გათავისუფლებას ითხოვს

მცხეთის რაიონული სასამართლოში 27 აგვისტოს გაგრძელდა სმითების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის საქმე. პროცესზე, რომელიც 13 საათზე დაიწყო, დაცვის მხარე მალხაზ კობაურის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას და შეცვლას ითხოვს. ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თანახმად, დაცვის მხარე სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულებამდე მალხაზ კობაურის გათავისუფლებას მოითხოვს. შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედა, მარინა მარტიაშვილიც. ტრაგედია ხადას ხეობაში 4 ივლისს დატრიალდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთიდან გათავისუფლებული გერმანელი ჟურნალისტი დაბრუნდა სამშობლოში

გერმანელი ჟურნალისტი მესალე ტოლუ, რომელიც სტამბულის საპატიმროში იმყოფებოდა ტერორიზმის ბრალდებით, სამშობლოში დაბრუნდა და პირობა დადო, რომ განაგრძობს ბრძოლას იმათთვის, ვინც თურქეთში კვლავ საპატიმროში რჩება. „მე დღეს აქ ვარ, მაგრამ ასობით ჩემი კოლეგა, ოპოზიციური აქტივისტი, ადვოკატი და სტუდენტი - 70 ათასი სტუდენტი, - არის ციხეში და აღკვეთილი აქვს თავისუფლება“ - განაცხადა ტოლუმ 26 აგვისტოს, შტუტგარტში ჩასვლის დროს. გერმანიაში, თურქის მშობლების ოჯახში დაბადებული მესალე ტოლუ 2017 წელს დააპატიმრეს თურქეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ძალა ერთობაშია“ თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად გადაიქცა და ამიტომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა უნდა დატოვოს. 27 აგვისტოს პრესკონფერენციაზე „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა ვიდეომასალა, რომელშიც,მისი განმარტებით, ჩანს როგორ აკომპლექტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს. „უპრეცედენტო დაბალი რეიტინგის ფონზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირ უხეშად თანამშრომლობს... Читать дальше...




Marshalpress.ge (მარშალ) 

ვაშაძის არარეალური დაპირებები ამომრჩეველს, რომლის შესრულებაც პრეზიდენტს არ შეუძლია

Facebook Messenger Viber Twitter 11 ოპოზიციური პარტიის სახელით წარდგენილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე პირობა დადო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ  სწრაფი ნაბიჯებით დაიწყებენ  რეგიონში ინვესტიციების მოძიებას, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, და ეს დაპირება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის თანახმად ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნია. პრეზიდენტის უფლებამოსილებების ჩამონათვალში მხოლოდ წერია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"გერმანია არ არის მოწყვლადი რუსული შანტაჟის მიმართ"

27 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბიძინა ლებანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბრემენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. მან ილაპარაკა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის სამხრეთკავკასიურ ტურნეზე - რა იყო მთლიანად ტურნეს და კერძოდ, საქართველოში ვიზიტის მთავარი აქცენტები? რა არის გერმანიის პარგმატული ინტერესი და რამდენად ადეკვატურია საქართველოს მოლოდინები გერმანიის მიმართ?

Radiotavisupleba.ge 

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა დაასახელა შიდა დაპირისპირების მიზეზი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გარშემო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ. სპეციალისტი ჟურნალისტებთან კონტაქტისგან თავს იკავებს, მაგრამ მისი პოზიცია რადიო თავისუფლებას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ აცნობა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე სამი კვირაა, კაპიტნის გარეშე ვარჯიშობს. ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა ბაკურიანის საწვრთნელი შეკრება აგვისტოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორი უკრაინელი ჯარისაცი დაიღუპა სეპარატისტებთან ბრძოლაში

უკრაინის ხელისუფლების ცნობით ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლაში. სამხედრო უწყების ცნობით, 27 აგვისტოს მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა სამი და დაიჭრა და შვიდი სეპარატისტი მებრძოლი. იუწყებიან, რომ წუხელ დონბასელი სეპარატისტების მხრიდან 23-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. კიევის მოწინააღმდეგის პოზიციიდან ისროდნენ საარტილერიო დანადგარებიდან, ყუმბარ და ნაღმსატყორცნებიდან. სეპარატისტები კი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ უკრაინის არმიას.23 აგვისტოს კიევმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამი უკრაინელი ჯარისაცი დაიღუპა სეპარატისტებთან ბრძოლაში

უკრაინის ხელისუფლების ცნობით სამი ჯარისკაცი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლაში. სამხედრო უწყების ცნობით, 27 აგვისტოს მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა სამი და დაიჭრა და შვიდი სეპარატისტი მებრძოლი. იუწყებიან, რომ წუხელ დონბასელი სეპარატისტების მხრიდან 23-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. კიევის მოწინააღმდეგის პოზიციიდან ისროდნენ საარტილერიო დანადგარებიდან, ყუმბარ და ნაღმსატყორცნებიდან. სეპარატისტები კი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ უკრაინის არმიას.23 აგვისტოს კიევმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოციოლოგებმა რუსეთში ქსენოფობიის მკვეთრი ზრდა გამოავლინეს

მიმდინარე ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა იმ რუსების რაოდენობა, ვინც ქვეყანაში სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ცხოვრების წინააღმდეგია. „ლავადა ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, „არასასურველი“ ეთნოსების რეიტინგში პირველ ადგილზე, 32 პროცენტით ბოშები არიან. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 17 პროცენტს უტოლდებოდა. მეორე ადგილზე 31 პროცენტით ჩინელები აღმოჩნდნენ, ხოლო ვიეტნამელები 26 პროცენტით მესამე ადგილზე არიან. გასულ წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად 15 და 12პროცენტს უტოლდებოდა. 10-დან 19 პროცენტამდე გაიზარდა იმ რუსების რაოდენობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართველი სუმოისტების ამოცანა მინიმუმ რვა-რვა მოგებაა

პროფესიული სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა განახლებული ბანძუკე (რეიტინგი), რომლითაც მომავალ ბაშოზე იხელმძღვანელებს. სექტემბერში გასამართ სუპერტურნირზე ქართველი სეკიტორების უმთავრესი ამოცანა ბაშოს კაჩი-კოშით (დადებითი ბალანსით) დასრულება იქნება. ლევან გორგაძემ და თეიმურაზ ჯუღელმა თხუთმეტტურიან შეჯიბრებაზე მინიმუმ რვა-რვა გამარჯვება უნდა მოიპოვონ. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში სუმოს მეორე იერარქიული საფეხურის - ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში დღეიდან შევიდა

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობის გამო იქნა მიღებული, ძალაში დღეიდან 27 აგვისტოდან შედის. საჯარიმო ღონისძიებები აშშ-ს მთავრობის ოფიციალურ ჟურნალში „ფედერალურ რეესტრში“ გამოქვეყნდა. სანქციებით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 აგვისტოს მიიღო, იკრძალება რუსეთის საგარეო დახმარება, ექსტრემალური ჰუმანიტარული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

განათლების განვითარების ცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტს პასუხობს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განათლების განვითარების ცენტრს საგანგებო წერილით მიმართა. იგი სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით უმივერსიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს. წერილი განათლების განვითარების ცენტრში მან 27 აგვისტოს დილიდანვე მიიტანა. სწორედ 27 აგვისტოს 18 საათამდე აძლევს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ვადას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, მოუხსნას უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგეს

26 აგვისტოს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სენატორ მაკკეინის გასახსენებლად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოქალაქეები შეიკრიბნენ. მოქალაქეები სანთლებითა და ამერიკის დროშებით იხსენებდნენ ამერიკელ პოლიტიკოსს, რომელიც 2018 წლის 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ჯონ მაკკეინი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს - ბოლოს 2017 წლის იანვარში, როცა პირდაპირ აეროპორტიდან გაემგზავრა ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან - იმ ადგილას, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტი იმყოფება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალმა ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი გახსნა

ოკუპირებულმა „სამხრეთ ოსეთმა“ საქართველოსთან სამი დღის განმავლობაში ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი 27 აგვისტოს, 18:00 საათიდან გახსნა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა უკავშირდებოდა დეფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს. გამარტივებული გადაკვეთის პუნქტებზე მოქალაქეების მიმოსვლა 24 აგვისტოს 20:00 საათიდან იყო შეზღუდული.


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Новые выделенные полосы появятся в ТиНАО

Чей Армения форпост?

Художник из Кувейта Махмуд Ашканани представил автобиографический фильм в Музее Победы

Новый этап. Десятков рассказал о строительстве Рублево-Архангельской линии

Музыкальные новости

Можно ли стирать шторы: возможные риски

Выставка «Времени живая нить» открылась в Доме народного творчества в Архангельске

Участники Молодежного сообщества ВЫЗОВ взяли интервью у выдающихся деятелей России

После стрельбы у офиса Wildberries в Москве арестовали 19 человек

Новости России

Свыше трех тысяч молодых москвичей работали летом в студотрядах

Новые выделенные полосы появятся в ТиНАО

Ремонт пяти котельных завершат в Щелкове до конца года

Пятый класс пожарной опасности в лесах Подмосковья спрогнозировали с 21 по 23 сентября

Экология в России и мире

По местам сказов Павла Бажова

Лучшие каратисты со всей России собрались в Екатеринбурге

АО “Желдорреммаш” реализует проекты по развитию кадрового резерва компании

Продвижение Песен, Музыки, Стихов ВКонтакте.

Спорт в России и мире

Вероника Кудерметова победила Викторию Томову и пробилась в полуфинал WTA-500 в Сеуле

Касаткина вышла в 1/4 финала турнира WTA в Сеуле

Россиянин Качмазов победил 72-ю ракетку мира Ковачевича в первом круге турнира ATP в Чэнду

Хромачева и Данилина вышли в финал турнира в Хуахине

Moscow.media

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Феодосии

Пластический хирург Александр Вдовин: мифы вокруг операции по удалению комков Биша

Родители 317,2 тыс. детей в Московской области получают единое пособие

Осенний вечер на озере...











Топ новостей на этот час

Rss.plus






Поликлинику № 5 откроют на месте Востряковской амбулатории в Домодедове

Спрос на длительную аренду загородного жилья в России вырос летом на 43%

Бабьего лета не будет: россиян предупредили и приходе волны заморозков

Замглавы Фрязина проверила работу банного комплекса после жалоб жителей