Мы в Telegram
Добавить новость

Пить или не пить Иван-чай? В России резко дорожает этот целебный напиток

Индия выдала новую сенсацию для России. Большой обман на 16 миллиардов долларов. Нужен ли нам такой партнер

Более 10 человек отравились в Москве заказанными через доставку продуктами

Бакчада егылган әбинең күзе агып чыккан

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2018

Новости за 26.08.2018

Marshalpress.ge (მარშალ) 

სააკაშვილი ისევ ბუჩქებში იქნება და იქ მოიწმენდს ობოლ კურცხალს – მძინარაშვილი

Facebook Messenger Viber Twitter ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: “მაკკეინის სამძიმრის სიაში ორი “დიდი პოლიტიკოსი” არ არის – ტრამპი და სააკაშვილი. ამ უკანასკნელის ადგილი ისევ ბუჩქებში იქნება და იქ მოიწმენდს ობოლ კურცხალს.” – წერს მძნარაშვილი

Radiotavisupleba.ge 

ფლორიდაში მსხვერპლი მოჰყვა სავაჭრო ცენტრში სროლას

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ცნობით, ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრში, სროლის შედეგად არის რამდენიმე მსხვერპლი. ჩრდილო-დასავლეთ ფლორიდის ქალაქ ჯექსონვილის შერიფის კანცელარია იტყობინება, რომ სულ მცირე ერთი ადამიანი იქნა მოკლული. ცნობაში სხვა დეტალებზე არ არის საუბარი. აშშ-ის ტელეკომპანია WJXT-TV იტყობინება, რომ შესაძლოა ოთხამდე ადამიანია მოკლული და ათზე მეტი დაჭრილი.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი არ არის მიწვეული მაკკეინის დაკრძალვაზე ანაპოლისში

აშშ-ის სენატორს, ჯონ მაკკეინს, რომელიც შაბათს გარდაიცვალა 81 წლის ასაკში, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემიის სასაფლაოზე. გამოსათხოვარი ცერემონია ჩატარდება საპარლამენტო ასამბლეაში არიზონაში - შტატში, რომელსაც წარმოადგენდა მაკკეინი 35 წლის განმავლობაში. დაკრძალვამდე კუბო მაკკეინის ცხედრით დასვენებული იქნება ვაშინგტონის კაპიტოლიუმის როტონდის გუმბათის ქვეშ - აშშ-ის პარლამენტს „გულში“. მთელი ისტორიის მანძილზე ეს პატივი წილად ხვდა აშშ-ის 30 გამოჩენილ ადამიანს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პატრიარქი ილია მეორე: თქვენი ლოცვები მჭირდება

„ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი პერიოდი, როცა უფალი ახლოსაა, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფლის სიახლოვეს და ეს სიახლოვე ასაზრდოებს მას და ანუგეშებს მას“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ კვირას განაცხადა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. პატრიარქმა ქადაგებისას საკუთარ განსაცდელზეც ისაუბრა და ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც უფლის სიახლოვე იგრძნო. ამასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ გუშინ, 25 აგვისტოს, მას ეპისკოპოსად კურთხევის 55 წელი შეუსრულდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტია აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტია მხარს დაუჭერს არაპარტიულ კანდიდატს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, სადაც პარლამენტის სპიკერ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართა გასვლითი შეხვედრა. მმართველი პარტიის ლიდერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში დაიწყეს ჩასვლა, სადაც ხვდებიან მერებს, საკრებულოს წარმომადგენლებს და პარტიის წევრებს. „ჩვენ გვქონდა საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს აქტივთან. ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი პარტიის წევრებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთავრობას შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებს

საქართველოს დედაქალაქში მოქმედი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია 27 აგვისტომდე აძლევს ვადას სამთავრობო უწყებას, ავტორიზაციის საბჭოს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოუხსნას. 26 აგვისტოს როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ სტუდენტებისა და პედაგოგების აქციაზე, უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება გადახდა, იმას არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღიარებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ნანგარჰარის პროვინციაში დაჯგუფების სამალავზე განხორციელებული იერიშის შედეგად განადგურებულია ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ლიდერი. ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის თანახმად, აბუ საად ერჰაბის გარდა დაიღუპა კიდევ 10 ექსტრემისტი. 25 აგვისტოს ერთობლივი ოპერაცია ავღანეთის არმიამ და სერთაშორისო ძალებმა სახმელეთო ძალებისა და ავიაციის მონაწილეობით ჩაატარეს. 26 აგვისტოს გავრცელებული ოფიციალური ცნობით, იერიშის შედეგად განადგურებულია ექსტრემისტების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა პატიება სთხოვა პედოფილ ღვთისმსახურთა მსხვერპლებს

ირლანდიაში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ პატიება ითხოვა იმ „დამცირებისა და ტანჯვისათვის“, რაც კათოლიკე ღვთისმსახურებისა და ეკლესიის სხვა მოღვაწეთა მხრიდან განიცადეს პედოფილიის მსხვერპლმა ადამიანებმა. რომის პაპის პირობა, რომ აღმოფხვრის ამ მავნე სენს, გაისმა ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც მან დააკმაყოფილა ვაშინგტონის ყოფილი არქიეპისკოპოსის თეოდორ მაკკარიკის თხოვნა გადადგომის შესახებ. ღვთისმსახური ეჭვმიტანილი იყო არასრულწლოვანთა გაუპატიურებაში. ვატიკანის ყოფილმა დიპლომატმა კარლო მარია ვიგანომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორი კაცი დაიღუპა ავღანეთის რეგიონულ საარჩევნო კომისიასთან მომხდარ აფეთქებაში

სულ მცირე ორი კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ქალაქ ჯალალაბადში მდებარე საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი იყო საპროტესტოდ შეკრებილი. ნანგარჰარის პროვინციის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ატაულა ხოგიანიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაღუპულთა რაოდეობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან რამდენიმე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გავრცელებული ნფორმაციით, 25 აგვისტოს აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდავეთში გაიმართა დიდი ანტისამთავრობო აქცია

მოლოდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში 26 აგვისტოს გაიმართა ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელშიც რამდენიმე ათასი კაცი მონაწილეობდა. აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო პროევროპული ძალების მიერ, მიმართული იყო დემოკრატიული პარტიის ხელძღვანელობით მოქმედი მოლდავეთის მთავრობის წინააღმდეგ. მოლდავეთის მმართველ პოლიტიკურ ძალას, დემოკრატიულ პარტიას სათავეში უდგას ცნობილი მოლდაველი ოლიგარქი ვლადიმირ პლატონიუკი. „ძირს მაფია“, „პლატონიუკი ციხეში უნდა გავუშვათ“, სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებსაც ხელთ ეპყრათ ევროკავშირისა და მოლოდავეთის დროშები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის თავდაცვის მინისტრი სირიაში ჩავიდა თანამშრომლობის საკითხებზე სასაუბროდ

ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ჰათამი ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა სირიას, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ორმხრივი თანამშრომლობის განსავითარებლად. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ ნაყოფიერ წვლილს შევიტანთ სირიის რეკონსტრუქციაში“, - განაცხადა ირანელმა მინისტრმა 26 აგვისტოს დამასკში ჩასვლის დროს. ირანი, რუსეთთან ერთად, მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს შვიდწლიან სამოქალაქო ომში, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე მილიონმა დატოვა ქვეყანა. ირანელი სამხედრო მინისტრის ვიზიტის ფონია ვითარება... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი: მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. "ჯონ მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს დასავლეთში და საერთოდ, მსოფლიოში. მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე მყოლია მე ცხოვრებაში. ეს არის წარმოუდგენელი დანაკარგი საქართველოსთვის და ძალიან მძიმე დანაკარგი მსოფლიოსთვის. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს მოუწევს შეცვალოს ე.წ. დამოუკიდებელი რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების მეათე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ: „დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევად დგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე. ეს მტკიცე მხარდაჭერა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

16 კაცი დაიღუპა ბულგარეთში ავტობუსის ავარიის შედეგად

სულ მცირე 16 კაცი დაიღუპა და 26 დაშავდა ბულგარეთის დედაქალაქთან ახლოს წუხელ მომხდარი ავტობუსის ავარიის შედეგად. ბულგარეთის მთავრობამ 27 აგვისტოს ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ინცინდენტი მოხდა სოფიიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სვოგესთან, სადაც საღამოს ხუთ საათზე ავტობუსი ოთხ მანქანას დაეჯახა. პოლიციის ინფორმაციით ავტობუსის მძღოლს გადაყავდა 33 მგზავრი, პილიგრიმები, სოფელ ბოზურისტედან. მლოცველები გზაზე მდებარე ერთ-ერთი მონასტრისაკენ მიეშურებოდნენ. ბულგარეთში, რომელიც ევროკავშირის უღარიბესი ქვეყანაა, გზები ცუდ მდგომარეობაში იმყოფება.

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ ანაკლიაში ირანის სამი მოქალაქე დააკავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით

ანაკლიაში, ელექტრონული ფესტივალის მიმდინარეობისას, სამი პირი დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ანაკლიაში, ირანის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს თანახმად, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაზა ნადირაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა მსოფლიო ჩემპიონატზე

ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს 0,183 წამი დააკლდა პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში მოსახვედრად. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ორას მეტრ დისტანციაზე ერთადგილიანი კანოეთი, ფინალში ცხრა მონაწილეს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. კვარცხლბეკი კი სწორედ ევროპელებმა შეავსეს. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ბელორუსიელი არტემ კოზირი, რომელმაც ფინიშის ხაზი 39,810 წამში გადაკვეთა. ვერცხლის მედალს რუსი ივან შტილი (39,970) დაეუფლა. ბრინჯაოს - ლიეტუველი ჰენრიკას ჟუსტაუტასი (40,043). ნადირაძემ კი ორასი მეტრი 40,226 წამში გაცურა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის 16 მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან თექვსმეტმა ადამიანმა მიმართა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას. მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, აქვეყნებს საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძახებები 25-26 აგვისტოს დაფიქსირდა, ხუთი პირი სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენს კი სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაუწიეს.  „ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 5 ეკიპაჟი, 2 რეანომობილი, გახსნილია 3 სამედიცინო პუნქტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯორჯ ბუში: ის იყო მეგობარი, რომელიც ძალიან მომენატრება

აშშ-ის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში სენატორ ჯონ მაკკეინის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: „ზოგი სიცოცხლე ისეთი მკაფიოა, ძნელია წარმოიდგინო, რომ ის ოდესმე დასრულდება. ზოგი ხმა ისეთი მჭახეა, ძნელია იფიქრო, რომ ოდესმე დადუმდება. ჯონ მაკკეინი იყო ღრმა რწმენის კაცი და უდიდესი პატრიოტი. ის იყო ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ტრადიციების მსახური. და პირადად ჩემთვის ის იყო მეგობარი, რომელიც ძალიან მომენატრება. ლორა და მე სინდისა და მაკკეინის მთელ ოჯახს ვუთანაგრძნობთ და მადლობას ვუხდით ღმერთს ჯონ მაკკეინისთვის“. როგორც ამერიკული მედია იტყობინება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იენს სტოლტენბერგი: ჯონ მაკკეინი - ჯარისკაცი და სენატორი...

ნატოს გენერალური მდივანი ტვიტერით ეხმაურება ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას.  „ჯონ მაკკეინი - ჯარისკაცი და სენატორი, ამერიკელი და ატლანტისტი. ის ეხსომება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას მისი სიმამაცის, ხასიათისა და ნატოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთანაა“.

Radiotavisupleba.ge 

დავალიანება გადახდილია. ჯერი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლაზეა

შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაიხადა ის დავალიანება, რომლის გამოც ავტორიზაციის საბჭომ სასწავლებელს ერთი წლის ვადით შეუზღუდა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება.

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ბახტაძე: ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეხმაურება ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას:  „ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ძვირფასი მეგობარი და გულმხურვალე მხარდამჭერი. მისი მემკვიდრეობა განაგრძობს არსებობას მთელ მსოფლიოში. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან არის“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ჯონ მაკკეინი მეექვსე ვადით ასრულებდა სენატორის უფლებამოსილებას.

Radiotavisupleba.ge 

დავით ზალკალიანი: ჩვენ უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი დავკარგეთ​

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება. „ღრმა მწუხარებას ვუცხადებ სენატორ მაკკეინის ოჯახს და ამერიკელ ერს. ჩვენ საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი დავკარგეთ. ის იმ პატარა ქვეყნების მხარდამჭერი იყო, რომლებიც თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებასა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. მშვიდად განისვენე, სენატორო მაკკეინო! საქართველო ყოველთვის გცემს პატივს და არასოდეს დაგივიწყებს“, - დაწერა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ გვერდზე.

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველო“: ჯონ მაკკეინი საქართველოს დიდი მეგობარი იყო

„ევროპული საქართველო“ ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ის განეკუთვნებოდა იმ მასშტაბის პოლიტიკოსებს, რომლებსაც დავიწყება არ უწერიათ და ღრმად კვალს ტოვებენ ისტორიაში. „თავისუფლების დიდი ქომაგის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალება დიდი დანაკარგია, როგორც მისი სამშობლოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მისი პრინციპულობა, შთამაგონებელი სიმტკიცე და ღირებულებებისადმი ერთგულება მისაბაძ მაგალითად იქცა მილიონობით ადამიანისთვის. მისი იმედი ჰქონდათ ყველგან, სადაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბარაკ ობამა: ჩვენ ყველანი მის წინაშე ვალში ვართ

სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის ფეისბუკის გვერდზე: „ჯონ მაკკეინი და მე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვიყავით, სრულიად განსხვავებული წიაღიდან გამოსულები და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით პოლიტიკის უმაღლეს საფეხურზე. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ განსხვავებისა, ჩვენ ვიყავით სხვა, უფრო უზენაესი მისიის ერთგულნი - იმ იდეალებისა, რომელთათვისაც ამერიკელები და იმიგრანტები იბრძოდნენ, წინ მიიწევდნენ და ამისთვის მსხვერპლს სწირავდნენ. ჩვენ ვნახეთ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

CBS: მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიალზე სიტყვას წარმოთქვამენ ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში

ჯონ მაკკეინის სურვილით, მის დაკრძალვაზე სიტყვას წარმოთქვამენ აშშ-ის ექსპრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში, ამის შესახებ იტყობინება CBS ნიუსი. ჯერჯერობით უცნობია სად და როდის ჩატარდება დაკრძალვის ცერემონიალი. როგორც CBS ნიუსი წერს, 2017 წლის სექტემბერში, მაკკეინმა გადაცემა „60 წუთში“ განაცხადა, რომ მას სურდა, სამძიმრის ცერემონიალი გამართულიყო საზღვაო აკადემიაში.  „მე მინდა... მე მინდა, რომ როდესაც წავალ, ცერემონიალი გაიმართოს საზღვაო აკადემიაში. იყოს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ჩემზე იტყვიან... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Рок-версия гимна Белогорска прозвучала на масштабном рок-н-мобе

Синоптики пообещали москвичам облачную погоду и до +28 градусов 16 июня

Главная причина, почему россияне бедные и почему такими останутся

Пожарный из Тулы преодолел 113 км на соревнованиях по триатлону за 5 часов

Музыкальные новости

Военные следователи Тихоокеанского флота продолжают работу по постановке бывших мигрантов на воинский учет

Филипп Киркоров, Люся Чеботина, SHAMAN – 25 ярких звезд в Открытой студии «Авторадио» на «Премии МУЗ-ТВ 2024»

Аксенов жестко выказался

Уссурийский ЛРЗ подтвердил соответствие международным стандартам, применяемым на производстве железнодорожной промышленности

Новости России

Первую партию препарата от болезни Бехтерева выпустили в России

Ситуация не повторится. Центробанк поставил точку в вопросе дефицита долларов

Журналист Карлсон назвал вице-президента США Харрис слишком глупой

За первые три дня Игр БРИКС сборная России завоевала 160 медалей

Экология в России и мире

Совместное заявление участников круглого стола, приуроченного ко «Дню защиты прав безвинно осужденных»

Звуковые щетки для детей RL 035 Kids Pink от Revyline в онлайн-магазине Ирригатор.ру в Екатеринбурге

Курорт «Горячинск» поддерживает «Балет на Байкале. Бурятия»

Магазин "Стильпарк" в новой концепции открылся в Москве

Спорт в России и мире

«Ну и где здесь «группа смерти?» ATP показала, каким был бы Евро-2024 с теннисистами

Бьянка Андрееску: «Мне нравится, что на траве, поскольку она намного быстрее грунте, меньше времени на раздумья»

Самсонова вышла в четвертьфинал турнира WTA в Хертогенбосе

Елена Рыбакина «заменила» Геннадия Головкина

Moscow.media

Утро нового лета....

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России

Летний Петербург. Старо - Калинкин мост

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде











Топ новостей на этот час

Rss.plus






Первую партию препарата от болезни Бехтерева выпустили в России

Филипп Киркоров, Люся Чеботина, SHAMAN – 25 ярких звезд в Открытой студии «Авторадио» на «Премии МУЗ-ТВ 2024»

Пить или не пить Иван-чай? В России резко дорожает этот целебный напиток

В Москве выросло число госпитализированных с ботулизмом после отравления готовой едой