Facebook Messenger Viber Twitter პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია, ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მეუფე იაკობის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ “თუ არ მოისვენებენ ისინი, ვინც დეკანოზ მამალაძეს იცავენ, თვითონაც გაეხვევიან შარში,” “ძალიან ვენდობი მეუფე იაკობს! ჩემს შვილს, ბექასაც ძალიან ვენდობი, რომელიც მეუფესთან მოჩილად იყო ყაზბეგში ხანგრძლივი პერიოდით! მორჩილებაში კარგად ვლინდება […]
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობით დაბრუნება... Читать дальше...
ირანის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები ეწყობა ქვეყნის ვალუტის გაუფასურების და ზოგადად, ეკონომიკის გაუარესების გამო, რაც მოჰყვა აშშ-ის სანქციების განახლებას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, იტყობინე ირანის სააგენტო ირნა. გამოსვლები მოეწყო ქალაქებში, სარიში, ასევე შირაზში, აჰაიზზსა და მაშადში. სააგენტო იტყობინება, რომ დემონსტრაციები არ იყო ხელისუფლებისს მიერ ნებადართული და პოლიციამ ისინი დაშალა. სამშაბათს და ოთხშაბათს გამოსვლები მოეწყო ქალაქ ქარაჯში, თეირანის მახლობლად. სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი... Читать дальше...
როგორც საქართველოს გამოცდილება გვიჩვენებს, ციანიდმა, შესაძლოა, ორგანიზმში მოხვედრის გარეშეც კი მოკლას არა თუ ცალკეული ინდივიდები, არამედ მთელი რიგი სახელმწიფო ინსტიტუტები.
გაეროს სამშვიდობო მისიას ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ეხმარება ამ ქვეყნის ხელისუფლებას სამი რუსი ჟურნალისტის მკვლეობის გამოძიების საქმეში, ამის თაობაზე განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა. ჟურნალისტები ფილმს იღებდნენ რუსეთის კერძო გასამხედროებული ჯგუფის შესახებ. წარმომადგენლმა ფარჰან ჰაყმა პირველ აგვისტოს ნიუ იორკში ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაეროს სამშვიდობო მისიის მებძროლებმა ნახეს პირველად ჟურნალისტების გვამები. მისივე თქმით, ორხან ჯემალის, ალექსანდრ რასტორგუევის და კირილ რადჩენკოს გვამები გაეროს ჰოსპიტალში გადაიტანეს სიბუტში და შემდეგ... Читать дальше...
აშშ-ის სენატორებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გულისხმობს ყირიმის ანექსიის, სირიაში პოლიტიკის და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. დოკუმენტი გულისხმობს რუსი პოლიტიკოსების და ოლიგარქების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწსებას და ასევე ეხება ეკონომიკის ენერგეტიკის და საფინანსო სექტორებს, ასევე რუსეთის სახელმწიფო ვალს. გავლენიანი სენატორების ორპარტიული ჯგუფის თანახმად, ზომების მიზანია, კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დაცვა, ახალი... Читать дальше...
სულ ახალ-ახალი ინფორმაციები ჩნდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტების იქ ჩასვლის მიზეზების შესახებ.
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ჯარიმა აარიდოს ქვეყნებს, რომლებსაც ვაშინგტონთან კარგ ურთიერთობა სურთ. ამ კანონპროექტით, სამხედრო-სამრეწველო სფეროში რუსეთთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებული სანქციებისგან გათავისუფლდებიან ქვეყნები, რომლებიც რუსული შეიარაღების ნაცვლად ამერიკულს შეიძენენ. ეს პუნქტი დოკუმენტს დაემატა თავდაცვის მინისტრის თხოვნით. ჯეიმს მატისის განცხადებით, ეს ინიციატივა აშშ-თან დააახლოებს მაგალითად... Читать дальше...
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზად ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ეს მიზეზი ბევრისთვის არასაკმარისად დამაჯერებელი აღმოჩნდა სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე.
Facebook Messenger Viber Twitter ეს ფოტო თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზეა გადაღებული, როდესაც ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველმა 11 წლის ჩვილი დაკვამლიანებული სახლიდან გამოიყვანა, რომელიც სოც.ქსელის ყველაზე პოზიტიურ ფოტოდ იქცა. შემთხვევის შედეგად დაიწვა საოჯახო ნივთები – 30 კვ.მ. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფიხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფოტოზე: 24 […]
2 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს წარვადგენ არა უბრალოდ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ამ პროცესში მთელ საზოგადოებას ჩავრთავ. მისი თქმით, წარდგენილი კანდიდატი იქნება იურიდიული საზოგადოების მიერ არჩეული და ეს საკითხი პოლიტიკურ კინკლაობაში არ გადაიზრდება. „მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს წარვადგენ არა უბრალოდ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ამ პროცესში მთელ საზოგადოებას ჩავრთავ. Читать дальше...
სამი რუსი ბიატლონისტი, რომლებიც რუსეთის ახალგაზრდული გუნდში ირიცხებოდნენ, უკრაინაში გადავიდნენ და აპირებენ, ამ ქვეყნის სახელით გამოვიდნენ მომავალ ასპარეზობებზე. ეკატერინა ბეხთან, ანასტაზია რასკაზოვასა და ოკსანა მოსკალენკოსთან ერთად უკრაინის სპორტულ ღირსებას დაიცავს მათი მწვრთნელი ილია ლოპუხოვი. უკრაინის ბიატლონის ფედერაციის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ბრინზაკმა განაცხადა, რომ სურდა "რუს სპორტსმენებს დახმარებოდა, რადგან ისინი რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ“. ბრინზაკი მათ დაპირდა, რომ ამ სეზონში მოუგვარებს საბუთების საკითხს. Читать дальше...
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონტროლის საზოგადოებრივი საბჭო“ ქუთაისის მერიის სამსახურებსა და მერიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობას გადაჭარბებულად მიიჩნევს.
ასთარაზე, აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე მდებარე ქალაქზე, გადის ნარკოტიკების ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო გზა.
ქუთაისში ჩატარებული პრეზიდენტობის კანდიდატთა პრაიმერის შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მიმართა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს, რათა შეზღუდვები გაავრცელოს სიაში დაფიქსირებულ პირებზე. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საუბარია პირებზე, რომლებიც მონაწილებდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში. Читать дальше...
ოსურმა მხარემ ქართველ პოლიციელებს გადასცა რამდენიმე დღის წინ დაკავებული ვასილ სალამაშვილი. გადაცემის მომენტი ერგნეთის საგუშაგოსთან დააფიქსირა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა. მისი ინფორმაციით, სალამაშვილი ერგნეთიდან გადაიყვანეს გორში, სადაც სამხარეო პოლციაში გამოკითხავენ დაკავების დეტალების შესახებ. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვასილ სალამაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსთან 27 ივლისს დააკავეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მზია თოდუა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე. ეს თანამდებობები 2 აგვისტოს დატოვა ნინო გვენეტაძემ, რომელიც უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს 2015 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა. ნინო გვენეტაძემ გადადგომის მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად იქ, სადაც იყო“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. დეპუტატი ამბობს, რომ მას ნინო გვენეტაძის გადადგომის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონია. „მე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად, დარწმუნებული ვარ. ერთმანეთის მეგობრები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ადრე კოლეგები ვიყავით, უნივერსიტეტში ერთად […]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ სამწუხარო და მოულოდნელი უწოდა ნინო გვენეტაძის გადადგომას უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. მიქაუტაძის თქმით, საბჭოს წევრთა ნაწილს და ნინო გვენეტაძეს გარკვეულ საკითხებზე ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ბოლო დროს მათი ხედვები მნიშვნელოვნად დაახლოვდა. „გადასული ვიყავით მაქსიმალურად კონსტრუქციულ რჟიმში საქმიანობაზე და ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიც ამაზე მეტყველებს, რომ თითქმის ერთსულოვნად იყო საბჭო... Читать дальше...
ზიმბაბვეში, სულ ცოტა, სამი ადამიანი შეეწირა არჩევნების შემდგომ ძალადობას, როცა უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დედაქალაქ ჰარარეში შეკრებილ დემონსტრანტებს. აქციაზე აპროტესტებდნენ 30 ივლისს გამართული არჩევნების შედეგებს. საარჩევნო კომისიამ 1 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ერგო მმართველ პარტიას ("ზიმბაბვეს აფრიკული ეროვნული კავშირი - პატრიოტული ფრონტი"). საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება შაბათისთვისაა მოსალოდნელი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჰარარეში... Читать дальше...
კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარი ინციდენტის გამო, სამსახურიდან დაითხოვეს 5 ხელმძღვანელი პირი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელების და მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ აკადემიის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ, მთავარი სერჟანტი გ. ბ, საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური, მაიორი ა. რ, ასეულის მეთაურის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა.გ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სერჟანტთა აკადემიის... Читать дальше...
ავღანელმა პოლიციელებმა ქაბულში იპოვეს სამი უცხოელის გვამები. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მოკლული არიან ინდოეთის, მალაიზიისა და მაკედონიის მოქალაქეები. მანამდე ეს პირები გატაცებული იყვნენ. ავღანეთის დედაქალაქის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, გვამები იმპოვეს მუსაჰიში, რომელიც ერთ-ერთ სახიფათო რაიონად ითვლება. პოლიცია განიხილავს „ტერორისტული ინციდენტის“ ვერსიას. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. მედია ავრცელებს პოლიციის წარმომადგნლის განცხადებას... Читать дальше...