სასტუმრო „ველმონდიდან“, ყოფილი „ლეოგრანდიდან“ სტუმრების გაყვანის პროცესი დაწყებულია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ 16 აგვისტოს 40 მობინადრე გადაიყვანა სხვა სასტუმროებში, დაახლოებით 100-ზე მეტი ვიზიტორი კი დღეს განთავსდება შესაბამის ობიექტებში. როგორც სასტუმრო „ველმონდის“ ადვოკატი, კახაბერ წერეთელი განმარტავს, ბათუმში, ტურისტული სეზონის პიკში „ველმონდის“ ვიზიტორების სხვა სასტუმროებში გადაყვანა იოლი არ არის, თუმცა „ველმონდის“ მენეჯმენტი საგანგებო სიტუაციების მართვის... Читать дальше...
"საქართველოში დაიწყება მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, რომლის სახითაც ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი" - განაცხადა 17 აგვისტოს მთავრობის სხდომის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი განმარტებით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აშენდება მიწისქვეშა გაზსაცავი. პრემიერის თქმით, გაზსაცავი... Читать дальше...
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით აღშფოთებულია და უეფას საჩივრით მიმართავს. „ორი პენალტი, ორი არჩათვლილი გოლი და არაერთი სადაო მომენტი... „ტორპედო“ მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს“ - დაიწერა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ფეისბუქის გვერდზე. „ტორპედომ“ ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში ალბანეთის „კუკესს“ ორი მატჩის ჯამში 5:4 მოუგო. 16 აგვისტოს, სტუმრად ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში ქუთაისელები 0:2 დამარცხდნენ... Читать дальше...
მსახიობი ზაზა(ზუზუ) ბეჟაშვილი ჯერ-ჯერობით დაუდგენელ გარემოებებში გარდაიცვალა. მისი ცხედარი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ლიფტში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მსახიობის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
Facebook Messenger Viber Twitter ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, დოლიძის ქუჩაზე, მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია ის ლიფტში აღმოაჩინეს. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.